რატომ უხმება ბეგონიას ფოთლები - მიზეზები და გადაჭრის გზები

ბეგონია პოპულარულ ყვავილად ითვლება,როგორც ბაღში ასევე ოთახში.მასში მშვენიერი და გასაოცარია ყველაფერი: ფოთლები,ყვავილები,ბუჩქის ფორმა.მაგრამ მისი მოშენებისას პრაქტიკულად ყველა მეყვავილე პერიოდულად აწყდება სხვადასხვა სირთულეს.ყველაზე აქტუალურ პრობლემად,ამ მცენარის მოვლისას,ფოთლების ხმობა და ცვენა ითვლება.ამის თავიდან ასაცილებლად საჭიროა გარკვევა,რატომ უხმება ბეგონიას ფოთლები და რა ფაქტორები ახდენს მათ ჩამოცვენაზე გავლენას.

შეარჩიეთ ზრდის პირობები

არასწორად მოვლის ერთ-ერთი დამახასიათებელი თავისებურებაა - პირობების მკვეთრი შეცვლა.ოთახის ყვავილმა ძლიერი სტრესი შეიძლება განიცადოს თუ მას აივანზე დავდგამთ.რადგან ბეგონიას ზოგიერთი სახეობა მხოლოდ დახურულ შენობაში გასაზრდელადაა განკუთვნილი.თუმცა ხელსაყრელი პირობების დროსაც კი მათ ფოთლები და ყვავილები მაინც უხმებათ.როგორ უნდა მოიქცეთ ასეთ შემთხვევაში?

როგორც კი მცენარეზე შენიშნავთ დიდი რაოდენობით გამხმარ ფოთლებს,დააბრუნეთ ის ჩვეულ ადგილას.დაზიანებული ფოთლები მოაცალეთ,მიაწოდეთ კომპლექსური სასუქი და შეურჩიეთ მაქსიმალურად ნათელი და ორპირი ქარისაგან დაცული ადგილი.

თუ ბეგონიას ფოთლები ზამთრის პერიოდში უხმება,მსგავსი პრობლემის მიზეზი მისი თანდაყოლილი მაღალი მგრძნობელობაა ჰაერის სიმშრალის მიმართ.ამიტომ ზამთარში ბეგონიას ქოთნები გამათბობელი ხელსაწყოებიდან მოშორებით უნდა განალაგოთ.მაგრამ თუ არ გაქვთ ამისი საშუალება,მაშინ ტენიანობის ასამაღლებლად ბეგონიების მახლობლად წყლით სავსე ჭურჭლები დადგით და ასევე ყოველდღიურად შეასხურეთ მათ წყალი.

თუმცა ასეთი პრობლემა ეზოში დასარგავი ჯიშის ბეგონიებსაც ახასიათებთ.მიზეზი,რის გამოც ეზოს ბეგონიებს ფოთლები უხმება,ხშირად ნიადაგის არასაკმარისი ტენიანობა და ცხელი ამინდებია.მორწყვის უკმარისობა ვლინდება ფოთლების ნაპირების შეხმობით,რის შემდეგაც ისინი ყავისფერდება.პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია საკმარისი მორწყვით,ასევე  საღამოობით ან ადრე დილით მასხურებელი სარწყავის ჩართვით.თუმცა გახსოვდეთ,რომ ბეგონიას არ უყვარს ფესვებში წყლის ჩაგუბება,ამიტომ მორწყვა ზომიერი უნდა იყოს.

შეარჩიეთ მცენარის კვება

ზოგჯერ, მოვლის ყველა პირობის დაცვის დოსაც კი შეიმჩნევა როგორ უხმება ბეგონიას ყვავილები და ფოთლები - როგორ მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში? რეგულარული კვება ხელს შეუშლის მცენარის ფოთლოვანი მასის კვდომას და დაეხმარება ახალი ფოთლების გაზრდაში.

ბეგონიასთვის საკმარისია თვეში სამჯერ კვება.ყველაზე უკეთ ამისათვის გამოდგება თხევადი კომპლექსური სასუქი,აზოტის მინიმალური შემცველობით.ასევე კარგია კალიუმის ნიტრატი,რომელიც მცენარეს მიეწოდება მხოლოდ ორ კვირაში ერთხელ.ფოთლების სიჯანსაღისათვის ძლიერ სიცხეებში შეიძლება გუმატის,ეპინის ან ცირკონის გამოყენება შესასხურებლად,ეტიკეტზე მითითებული დოზების დაცვით.

დაავადებების მკურნალობა    

ფოთლების ხმობა და ცვენა ბეგონიას შეიძლება მავნებლების და დაავადებების გამოც დაეწყოს.რომლებიც არასწორი მოვლის და არახელსაყრელი ამინდის პირობების შედეგია.
ნაცარი. ამ დაავადებას ახასიათებს თეთრი ნაფიფქის მქონე ლაქები.პათოგენური ბაქტერიების გავრცელებასთან ერთად ლაქები ეთმანეთს ერწყმის და ფოთლის მთელ ფართობს ფარავს.თანდათან დაავადებული ფოთლები ყავისფერდება და ხმება.ამ დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველად ეფექტურია ფუნდაზოლის ხსნარის (0.05 – 0.1%) ან მორესტანის (0.05%) შესხურება.ვეგეტაციის პერიოდში მცენარის ფოთლებს შესაძლოა მსუბუქად მოაფრქვიოთ გოგირდი ან შეასხუროთ კოლოიდური გოგირდის ხსნარი (0.3 – 0.5%).გამოცდილ სშუალებად ითვლება სპილენძ-საპნიანი ხსნარი,რომელიც მზადდება 1 ლ. წყლის,2 გრ. შაბიამნის და 20 გრ. სარეცხის საპნისაგან. 
რუხი (ნაცრისფერი) სიდამპლე. ფოთლების ხმობა და ცვენა ბეგონიას შეიძლება რუხი სიდამპლის გამოც დაემართოს.ამ დაავადების ხელსაყრელი პირობაა თბილი და ტენიანი ამინდი,რომლის დროსაც წარმოიქმნება მრავალი მტვრისებური სპორები.ამ დაავადების დაწყების შემჩნევა ადვილია წყლიანი ლაქების მიხედვით.შემდგომი გავრცელების მიხედვით დაავადება ღეროებსაც აზიანებს,რომლებიც ოწყებენ ლპობას და მტვრევას.ფოთლები ,ყვავილები და კვირტები წებოვანი ხდება და ცვივა.ნაცრისფერი სიდამპლის წინაახმდეგ ეფექტური საშუალებაა ბორდოს ხსნარის (1%) ანსპილენძ-საპნიანი ხსნარის შესხურება,რომლის მომზადებაც ზემოთ არის ნახსენები.

დასასრულს,უნდა ავღნიშნოთ,რომ არ არის საჭირო განგაშის ატეხვა რამოდენიმე ქვედა გამხმარი ფოთლის გამო.როგორც ჩანს მიმდინარეობს მცენარის განვითარების პროცესი,რომლის დროსაც ხანდაზმული ფოთლები ხმება.დააკვირდით მცენარეს გარკვეული დროის განმავლობაში და აუცილებლობის შემთხვევაში მიიღეთ ზომები.

 თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის
03 April 0 55

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно