იპომეა- აბილილი ვერტიკალურ საყრდენზე

ეს მცენარე თავისებურად უნიკალურია - სხვა რომელ ხვიარა მცენარეს  შეუძლია ერთ  სეზონზე მთელ ღობეს შემოუაროს? მისი მოვლაც ძალიან ადვილია - მას დამწყები მოყვარულიც გაზრდის. მცენარეს არ სჭირდება დიდი რაოდენობის მიწა, ამიტომ აივანზე გაზრდაც შესაძლებელია, მეზობლებისგანაც დაგიცავთ, თუ აივნის კიდეებზე ვერტიკალურად მავთულებს გააბამთ და მათ ააყოლებთ. 2-2,5 თვეში კარგა სქელი მწვანე ფარდა გექნებათ, ფერადი გრამოფონის მსგავსი ყვავილებით.
აბილილის დახასიათება: ეს ერთწლიანი ლიანაა, სწრაფადმზარდი, ულვაშებით ეკიდება ვერტიკალურ საყრდენს - ხეებს, მესერს, ვერტიკალურად აჭიმულ მავთულებს. ყვავილები იშლება დილით ადრე, შუადღეზე კი უკვე იხურება და მერე ჭკნება. თუ მოღრუბლულია, მაშინ საღამომდე გაშლილი რჩება, თუმცა მაინც ხანმოკლე სიცოცხლე აქვს, სულ ერთი დღე, მაგრამ ეს სულც არაა საშიში - მას სხვა ახალი ყვავილი ცვლის. კარგი მოვლის პირობებში იგი უხვად ყვავილობს. 

აბილილი თესლიდან: მცენარე ითესება მარტში-აპრილში,იგი სწრაფად იზრდება და 2-3 კვირაში უკვე მზადაა გადასარგავად.  ოღონდ გარეთ ამ დროისთვის უკვე 12გრ ზე მეტი უნდა იყოს. ეს ტემპერატურა საკმარისია მცენარის ზრდისთვის. სითბოსმოყვარულ ლიანას ყინვა არ მოსწონს. 2-4 გრ ექსტრემალურია მისთვის და შეიძლება ვერც გაუძლოს. თუმცა მისი გაზრდა ასე ჩითილებით უბრალო კაპრიზია. ჩვეულებრივ მას პირდაპირ გრუნტში თესავენ მუდმივ ადგილზე, როგორც კი სტაბილური თბილი ამინდები დადგება - აპრილის ბოლოდან.
გაზრდა თესლიდან: აბილილის თესლი საკმაოდ მკვრივია, დათესვამდე მას ალბობენ ერთი დღით, მერე რგავენ მიწაში, 0,5სმ სიღრმეზე, ამოდის 3-7 დღეში. მერე კი უცებ იზრდება. ამიტომ მის სიახლოვეს თავიდანვე ამაგრებენ საყრდენ მავთულს ან წკნელს, რაზეც ლიანა დაეხვევა. იმისთვის, რომ კარგად დაიბუჩქოს, მცენარეს ტოტებს თავს აწყვეტენ, ეს ხდება 4-5 ნამდვილი ფოთლის ამოსვლის მერე. ახალი ტოტები უცებ გაიზრდება უბეებიდან, მცენარე დაიბუჩქება და უხვად იყვავილებს. გადარგვას მცენარე ცუდად იტანს, ამიტომ მის ნერგებს მიწიანად რგავენ , რომ ფესვები არ დაუზიანდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მცენარე იავადმყოფებს და მერე ხშირად კვდება კიდეც.მუდმივ ადგილზე დარგვისას ან დათესვისას, დაშორება 20-30სმ უნდა იყოს  ერთმანეთისგან. თუ აივნისთვის გინდათ, მას მოგრძო ყუთი ან დიდი ქოთანი სჭირდება, რომ 1 მცენარეზე 2,5-5ლ გრუნტი მოდიოდეს. 

აბილილი ივანზე და ბაღში: როგორ ზრდიან მას დაბუჩქულს და უხვად მოყვავილეს? უპირველესად სწორად არჩევენ ადგილს - ეს უნდა იყოს სამხრეთი, დას. ან აღ, მხარე. შეიძლება ჩრ მხარეზეც დარგოთ, მაგრამ ასე იგი მწვანე მასას გაიზრდის და ყვავილი ცოტა ექნება,. მას წვრილი, გრძელი ტოტები აქვს და ცუდად იტანს ქარს, რომელსაც მცენარის  მოგლეჯა შეუძლია საყრდენიდან, ამიტომ ირგვება ქარისგან დაცულ ადგილზე. მცენარეს კვებავენ კომპლექსური მინერალური სასუქით ყველკვირეულად, რომელშიც ნაკლები აზოტი და მეტი ფოსფორი იქნება. ასე ლიანა კარგად იყვავილებს და ეფექტურად გაიზრდება.
წყლის დაგროვებას ფესვებში ეს მცენარე ვერ იტანს, ისევე, როგორც გვალვას, რომლის დროსაც ფოთლები უსიცოცხლოდ ჩამოეკიდება ხოლმე. სჯობს ასეთ მდგომარეობამდე არ მიიყვანოთ მცენარე. მორწყვის მერე ფოთლები კი აღიდგენენ სწრაფად ტურგორს, მაგრამ იმუნიტეტი ქვეითდება და მერე  ასეთი მცენარე ადვილად ავადდება. 

დაავადებები: მას ხშირად ემტერება აბლაბუდა ტკიპა - რომელსაც ძალიან მოსწონს ამ ლიანის წვენი, განსაკუთრებით რთულია  მისი მოსპობა გრძელ ღერებზე, რომლებიც დიდ ფართობზეა გაშლილი. ამიტომ ყოველთვის გულდასმით უნდა დათვალიერდეს მცენარის ფოთლების ქვედა მხარე. საწყის ეტაპზე მწერის აღმოჩენა, მისგან გათავისუფლების შესაძლებლობას ამარტივებს. მისგან გასათავისუფლებლად ბევრი საშუალება არსებობს, მაგრამ ყველაზე ეფექტური ქიმიური აკარიციდებია - ფიტოვერმი, აქტელიკი. რაც მალე მიეხმარებით მცენარეს, მით სწრაფად განადგურდება მწერი და მით ნაკლები ყვავილი დაზარალდება.
კიდევ ერთი მწერი აზიანებს აბილილს  -  ეს ბუგრია. იგი ისე საშიში არაა, როგორც ტკიპა, მაგრამ მაინც უსიამოვნო რამაა - იგი ხვრეტს ფოთოლს და მცენარისგან წოვს წვენს, რის გამოც მცენარე ზიანდება. მის საწინააღმდეგოდ იყენებენ ინსექტიციდებს - აქტარას, აკარინს, კარბოფსს, აქტელიკს ან ფიტოვერმს.

თარგმანი თ. სუპატაშვილის

 
02 April 0 21

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно