დაავადება „შავი ფეხი“
ბაღში სამუშაო სეზონი უკვე თებერვალ-მარტში იწყება, ამ დროს ითესება პიმპილი, პომიდორი, ბადრიჯანი, და უკვე აქედანვე უნდა იყოთ ყურადღებით, რომ რაიმე დაავადება არ გაგეპაროთ. კულტურული მცენარეების უმეტესობა, რომლებიც ითესება, ხშირად ავადმყოფობს სოკოვანი, ვირუსული ან ბაქტერიული დაავადებებით. ერთერთია „შავი ფეხი“, რომელიც მრავალ მცენარეს უჩნდება - კომბოსტოს, პომიდორს, პიმპილი, კიტრი, ბადრიჯანი, მარცვლეული, კარტოფილი. მაღალი ტენიანობის და დაავადებების გამომწვევი ბაქტერიების გამო უმუქდება თესლისირგვლივა რგოლი, მერე სუსტდება ღერო, რბილდება, წყალწყალა ხდება და მცენარე წვება. შავი ფეხი - სოკოვანი დაავადებაა, რომლის გამომწვევიც მუდამაა მიწაში და მისთვის კარგი პირობების დადგომისთანავე აზიანებს დასუსტებულ მცენარეს. ამიტომ საჭიროა ნათესის დათვალიერება ყოველდღე, რომ დაავადების დასაწყისი არ გაეპაროთ და დროზე უშველონ. ფესვის ყელის დაზიანება, გაშავება და მცენარის ჭკნობა მზიან ამინდში - ამ დაავადების პირველი ნიშნებია.
მათი ნახვისანავე პირველი და აუცილებელი ზომები უნდა მიიღოთ: ნათესი ირწყვება სუსტი კალიუმის პერმანგანატის ხსნარით, მიწა ფხვიერდება, ოთახი ნიავდება. თუ გვიან აღმოაჩენთ ამ დაავადებას, ნათესის გადარჩენა ვეღარ მოხერხდება. ყველაფერი თავიდან უნდა დაითესოს, და თანაც ახალ მიწაში, ძველის გამოყენება არ შეიძლება, მასში სოკო გამრავლებულია და ახალ ნათესსაც ისევ დააზიანებს.
გამოცდილმა მებაღეებმა იციან, რომ დაავადების პროფილაქტიკა სჯობს მერე მკურნალობას. არსებობს მარტივი ხერხები, რომლებიც ხელს უშლიან დაავადების გამომწვევის გამრავლებას და გავითარებას, რომელთა შესრულება ადვილია.
1. ნათესის გაზრდისთვის იყენებენ სტერილურ ბაღის მიწას, რაც ზამთრის განმავლობაში უნდა იყოს გაყინული, დათესვის წინ კი მას გაზქურის ღუმელში ახურებენ ან ასხამენ სუსტ პერმანგანატის ხსნარს, ან კიდევ ყიდულობენ მზა მიწას. მისი მჟავეობა ნეიტრალური უნდა იყოს, ბევრი კულტურული მცენარე მჟავე მიწას ვერ იტანს და მასში არ ვითარდება, ან ავადდება, ამიტომ მჟავიანობას ამცირებენ ნაცრის ან დოლომიტის ფქვილის შეტანით ასეთ მიწაში.
2. არ შეიძლება ხშირი ნათესის დატოვება, იგი უნდა გამოიხშიროს, რომ ასე ბევრ მცენარეში არ გავრცელდეს დაავადება.
3. მიწა ზომიერად ტენიანი უნდა იყოს. სჯობს მორწყათ იშვიათად და უხვად, ვიდრე ხშირად და ცოტ-ცოტაობით, ასე მიწა დიდხანს რჩება სველი სიღრმეში, ზედაპირი კი უცებ შრება.
4.მცენარის გარშემო მიწა უნდა გაფხვიერდეს ხშირად. კოშტად შეკრულ მიწაში ფესვები ვერ სუნთქავენ. იმისთვის, რომ ზედაპირზე მიწა არ შეიკრას, ზემოდან აყრიან ქვიშას.
5. შავი ფეხი ვითარდება ჰაერის მაღალი ტენიანობის დროსაც, ან გაუნიავებელ ოთახში, ამიტომ ოთახს, სადაც ნათესი იზრდება, ხშირად ანიავებენ. არ შეგეშინდეთ, ცივი ჰაერი სითბოსმოყვარულ მცენარეებს არ ვნებს, თუ ორპირს არ შექმნით.
6. პროფილაქტიკისთვის ნათესს რწყავენ კვირაში ერთხელ ფიტოსპორინით ან „მარგანცოვკით“.
ხალხური მეთოდებიც არსებობს ამ დაავადების წინააღმდეგ: მიწას ზემოდან აყრიან ქვიშას, რომ წყალი ფესვის ყელთან არ გროვდებოდეს. ასევე შეიძლება ნაცრის ან გააქტივებული ნახშირის მოყრა.რწყავენ ნათესს სოდიანი ხსნარითაც - 1ჩ, კ. სოდა 1 ჭ, წყალზე.