თეთრი ნადები ყვავილების ქოთანში

ბევრს შეუმჩნევია ალბათ თეთრი ნადები გარკვეული დროის შემდეგ მიწაზე ყვავილების ქოთანში. ეს საშიში არაა, იგი არც დაავადებაა და არც მავნებლების ნამოქმედარი. ეს მხოლოდ ხისტი წყლიდან დალექილი კირი და სასუქის მინერალური მარილებია, რომლებიც დროთა განმავლობაში გროვდება მიწაზე. ბევრი ასეთი ნადები მიუთითებს იმას, რომ მცენარე დიდხანს არ გადარგულა.  სარწყავად სჯობს რბილი წყლის გამოყენება, ანადუღარის- იმ რეგიონებში, სადაც წყალი მეტი ოდენობით შეიცავს კირს. ბევრს ეშინია ამ ნადების გამო მინერალური სასუქის გამოყენებაც. თუმცა როგორც არ უნდა ეცადოთ, მარილებისგან დაიცვათ მიწა, გარკვეული პერიოდის  შემდეგ ასეთი ნადები მეტ-ნაკლები რაოდენობით მაინც გაუჩნდება ქოთნის მიწას.
ამიტომ, იმის ნაცვლად, რომ შიშით მორწყათ მცენარეები თხევადი მინერალური სასუქით ან სართოდ უარი სთქვათ მათზე, სჯობს ასეთი ნადების შენიღბვაზე იზრუნოთ და მიწას ზემოდან კერამზიტი ან წვრილი მდინარის ან ზღვის კენჭები მოაყაროთ, მცენარის გადარგვამდე კი აიღოთ ეს კენჭები, კარგად გარეცხოთ, გააშროთ და მერე გადარგულ მცენარეს ისევ შემოუწყოთ მიწაზე.
კიდევ უფრო მარტივია ამ ქერქის აფხეკვა და მიწის ახალი ფენის დაყრა ქოთანში. ეს ოპერაცია პერიოდულად სჭირდება 3-4 თვეში ერთხელ ოთახის მცენარეებს -  თქვენთვისაც სასიამოვნოა სუფთა ქოთნის ნახვა და მცენარისთვისაც სასარგებლოა.
არიან მცენარეები, რომლებიც ვერ იტანენ კირს, ასეთებს ეკუთვნის აზალია, გარდენია, ჰორტენზია. მათ ქოთნებში არ უნდა დაუშვათ ამ ნადების გაჩენა, რადგან ეს იწვვევს ქლოროზს, კოკრების და ფოთლების ცვენას.

თარგმანი თ. სუპატაშვილის

01 April 0 4

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно