მცენარეების მკურნალობა

ჩვენი საყვარელი ოთახის მცენარეები ზოგჯერ შეიძლება დაავადდნენ.როგორც ადამიანების შემთხვევაში, მკურნალობა მხოლოდ მაშინ უნდა ჩატარდეს,როდესაც სწორად არის დიაგნოსტირებული ის მიზეზი რის გამოც დაავადდა მცენარე.თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ ფიტოექიმს ან დამოუკიდებლად დაიწყოთ საყვარელი მცენარის მკურნალობა.დაავადების წარმოქმნის მიზეზი შეიძლება მრავალგვარი იყოს.როგორც მავნებლები,რომლებიც შეესივნენ მცენარეს,ასევე ინფექციური დაავადებები,რომლებიც გამოწვეული იქნა სხვადასხვა სახის ინფექციით როგორიცაა: სოკო,ვირუსები,ბაქტერიები.შესაძლოა თქვენი მცენარე არაპარაზიტული წარმოშობის დაავადებითაც დასნეულდა.

მას შემდეგ,რაც გაერკვევით თქვენი მცენარის დაავადების მიზეზში,შეგიძლიათ დაიწყოთ მისი მკურნალობა.

მცენარის მკურნალობა ყოველთვის უნდა მოხდეს კარგად განიავებად შენობაში,უკეთესია თუ ეს აივანი ან კიბის უჯრედი იქნება.შესაძლოა მკურნალობა შენობის გარეთაც ჩაატაროთ,რადგან ოთახის მცენარეების დამუშავება სხვადასხვა ქიმიკატებით ოთახის პირობებში დაუშვებელია.

ის ოთახის მცენარეები,რომელთა მკურნალობაც აუცილებელია, დადგით ჯანმრთელი მცენარეებისაგან იზოლირებულად. ყველა დაზიანებული ფოთოლი და ღერო უნდა მოაცილოთ სტერილური მაკრატელით, ან სხვა ბასრი იარაღით და დაწვათ.
ჭრილობის ადგილები დაამუშავეთ დანაყილი ხის ნახშირით.  

თუ თქვენ შენიშნეთ ფესვთა სისტემის დაზიანება, ამ შემთხვევაში მცენარე სამკურნალოდ მთლიანად უნდა ამოიღოთ ნიადაგიდან. შემდეგ კი ფრთხილად შეაჭერით ყველა დაზიანებული ადგილი და კარგად გაურეცხეთ ფესვები. აუცილებლობის შემთხვევაში მოაცილეთ სიდამპლე შეპარული ღეროებიც.მცენარე უნდა ჩაირგას ახალ ნიადაგში და განათებულ ადგილზე უნდა დაიდგას ისე რომ არ ხვდებოდეს პირდადირი მზის სხივები. ასეთი მცენარეების მორწყვას დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ, დაუშვებელია რომ ნიადაგი ზედმეტად სველი იყოს. 
სიდამპლის მკურნალობის დროს იყენებენ ფუნდაზოლის 0.2%-იან ხსნარს.  

თუ დაავადებულ მცენარეს დალაქავებული აქვს ფოთლები, ან ნადები შეინიშნება,მაშინ უმჯობესია გამოიყენოთ სპილენძის შემცველი პრეპარატები: სპილენძის ქლორჟანგი, პოლიქრომი და სხვა.

ბაქტერიული დაავადების დროს მკურნალობა ტარდება კალიუმპერმანგანატით (მარგანცოვკა). ის მცენარეები რომლებიც დაავადებულები არიან ვირუსით, რეკომენდირებულია განადგურდნენ, რომ არ გადასცენ დაავადება სხვა ჯანმრთელ მცენარეებსაც რომლებიც იმავე შენობაში იმყოფებიან. 

 თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის
11 March 0 0

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно