ფრთათეთრას (Calla)გაზრდა სახლის პირობებში
ფრთათეთრა, იგივე კალა - საოცრად დახვეწილი და ლამაზი მცენარეა. იგი მიეკუთვნება ნიუკასებრთა ოჯახს, სამშობლო - სამხ. აფრიკაა.ძალიან უპრეტენზიო მცენარეა ადგილის მიმართ, კარგად ხარობს ველურადაც, მდინარის პირას, ჭაობებში. დღეითვის მისი 100 მდე სახეობაა ცნობილი. ისინი განსხვავდებიან ყვავილის ფერით დ ფორმით, ფლორისტები მას 2 დიდ ჯგუფად ჰყოფენ: მიწისზედა და წყალ- ჭაობის მცენარეებად. პირველი შედარებით იშვიათად გვხვდება, მეორე ველურ ბუნებაშია ბევრი და მათ თეთრი ყვავილი აქვთ.
ხალხში ასეთი ცრურწმენაა, რომ იგი სიკვდილის მცენარეა. ამ მოსაზრების მიზეზი უცნობია, თუმცა არსებობს ვერსია, რომ ასე იმიტომ სწამთ, რომ იგი ზოგ ქვეყანაში მიაქვთ პანაშვიდებსა და გასვენებაში. თუმცა ევროპაში სულაც არაა ასე - ეს ყვავილი იქ სიყვარულის სიმბოლოდ მიიჩნევა და მისგან შესანიშნავ საქორწილო თიგულებსაც ქმნიან.
ფრთათეთრას ყვავილი მოგრძო მილისებრი ფორმისაა, განიერი მკვეთრად მწვანე ფოთლები კი ისრის წვერს წააგავს. მოზრდილი მცენარე სწორი მოვლის პირობებში 3 მ მდე იზრდება.
მოვლა: სახლის პირობებში მისი მოვლა სულაც არაა რთული. მას სჭირდება განიერი ქოთანი კარგი დრენაჟით. იმისთვის, რომ კარგად გაიზარდოს, რეგულარულად რწყავენ და თვეში ერთხელ აძლევენ სასუქს.
ტემპერატურა და ჰაერის ტენიანობა: მცენარე სინათლისმოყვარულია. ზამთარში იგი მძაფრად განიცდის სინათლის ნაკლებობას. გაზაფხულიდან მას თანდათან აჩვევენ სინათლის დღის ზრდას.
იგი ცუდად იზრდება სიცივეში, ოპტიმალურია 22-24 გრ და ტემპერატურა არ უნდა ჩამოდიოდეს 18 გრ ზე დაბლა. ვერ იტანს ორპირს, ამიტომ ოთახის განიავებისას ფრთხილად უნდა იყოთ.
მს მოსწონს ჰაერის მაღალი ტენიანობა, ამიტომ ხშირად ქოთანს დებენ სველ სადგამზე. წყალი ორთქლდება და ატენიანებს ჰაერს.
მორწყვა და დანამვა: ფრთათეთრას განიერ ფოთლებს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. რეგულარულად უნდა გაიწმინდოს მტვერისგან ნამიანი რბილი ქსოვილით, პერიოდულად სჭირდება შესხურებაც.
სწორი მორწყვა მნიშვნელოვანი პირობაა მისი სწრაფი გაზრდისთვის. იგი ირწყვება ხშირად, გამომშრალი მიწა მის დაავადებას და სიკვდილსაც კი იწვევს. განსაკუთრებით ყურადღებაა საჭირო ცხელ გვალვიან ზაფხულში. ტენიანობა ნიადაგში მუდმივ დონეზე უნდა შენარჩუნდეს. როცა ყვავილი მწიფდება, მაშინ ცოტა ნაკლებად რწყავენ - მიწის ზედა ფენის გაშრობის მერე.
გასხვლა: მცენარეს არ სხლავენ, მხოლოდ აშორებენ ძველ გამხმარ ფოთლებს. ისიც მისი მოსვენების პერიოდში - ივნისდან სექტემბრამდე. ამ დროს იგი არ ყვავის, ფოთლების ნაწილი კი ხმება.
გამრავლება: სახლში მისი გამრავლება 3 გზითააა შესაძლებელი:
1. ბოლქვით - დედა ფესვს აცლიან შვილეულ ბოლქვებს, რომელთა ზომები 0,5-1,5 სმ ია. ასე პატარა დასარგავად არ ვარგა და გამოზრდა ესაჭიროება ნოყიერ გრუნტში 4 სმ სიღრმეზე ჩარგვით. რგავენ აპრილში 20-22გრ ზე.
2. ღერებით - დედა მცენარეს აცლიან ძირითადი ღეროსგან გვერდითა გამონაზარდებს, აფესვიანებენ ნოყიერ ნიადაგში და მერე გადააქვთ ქოთნებში.
3. თესლით - საკმაოდ რთულია დაბალი ამოსვლისუნარიანობის გამო. ამ მეთოდით ხშირად არც პროფესიონალებს გამოსდით ფრთათეთრას გამრავლება. დათესვამდე მის თესლს ალბობენ 5 – 6სთ, ზრდის სტიმულატორში. მერე დებენ ნამიან ხელსახოცზე და ასე აქვთ სითბოში დაახლოებით 1 კვირა, როცა ნათესი ამოვა, გადააქვთ ქოთნებში. პირდაპირ ღია გრუნტში იგი არ ითესება, ვინაიდან უმეტესობა კვდება. მას თესავენ 1სმ სიღრმეზე, დათესვის მერე არ რწყავენ, მერე კი მინიმალური ოდენობის წყალს ასხამენ, რომ თესლი არ დალპეს.
გადარგვა: როცა ნათესი კარგად მოძლიერდება, ისინი გადააქვთ განიერ და მაღალ ჭურჭელში კარგი დრენაჟით. მასში ყრიან მიწას და აწყობენ მცენარის ნაზარდს. კარგია მანამდე ფესვის ზრდის ბიოსტიმულატორში ჩადებაც, მხოლოდ ფრთხილად, რომ მისი სუსტი ფესვები არ დაზიანდეს. გადარგვის მერე ასხამენ ცოტა გამოხდილ წყალს. მასში შეიძლება დაამატონ ტორფიან - გუმინიანი სასუქი მცენარის სწრაფად ადაპტაციისთვის.მაღაზიიდან ახალმოტანილი მცენარეც უნდა გადაირგას ცოტა განიერ ქოთანში, სადაც სუსტადმჟავე მიწა ყრია - ტორფის, ქვიშის და ფოთლოვანი მიწის ნარევი. დიდი მცენარეები გადააქვთ გვიან შემოდგომაზე-ნოემბერში.
კვება: პერიოდულად კალას სასუქიც სჭირდება. თუ გსურთ, რომ იგი მთელი წელი ყვაოდეს, სასუქის მიცემის სიხშირე უნდა გაზარდოთ. მაგრამ ყურადღება მიაქციეთ მცენარის მდგომარეობას - დიდი ოდენობით აზოტი ცუდად აისახება მის ფოთოლზე
იგი კიდეებზე შავდება. ზოგადად სასუქის მიცემა ხდება იანვრიდან მარტამდე. კვირაში ერთხელ საკმარისია. მას უხდება სუპერფოსფატიანი სასუქი, რომელიც ასტიმულირებს მცენარის ზრდას. ასევე დადებითად რეაგირებს იგი ორგანულ სასუქზეც.
დაავადებები: ყველაზე ხშირად იგი სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებებით ავადმყოფობს. რაც მისი არასწორი მოვლის შედეგია. ყურადღებაა საჭირო მისი მიწის მდგომარეობაზე, არც პირდაპირი მზის ქვეშ უნდა დადოთ, არც ორპირში. კალას გავრცელებული დაავადებებია:
ანთრაკოზი - ფოთლებზე ჩნდება ყავისფერი წერტილები, მერე სკდება და ხმება. ასეთი ფოთოლი უნდა მოიჭრას, მცენარე კი დამუშავდეს ფუნგიციდებით.
ნაცრისფერი ლპობა - მცენარეზე ნაცრისფერი ნადები ჩნდება. ეს სოკოა, რასაც ზედმეტი სინესტე იწვევს მიწაშიც და ჰაერშიც. მცენარე უნდა დამუშავდეს ფუნგიციდებით, ოთახი კი ხშირად განიავდეს,
ბაქტერიული ლპობა - ძალიან ცუდად ექვემდებარება მკურნალობას. ასეთი მცენარე უნდა განადგურდეს.
ფესვის ლპობა - მცენარე თანდათან მთლიანად ფუჭდება. თუ ამოიღებთ მიწიდან, ფესვები დაფარულია ლპობის ნადებით, რასაც იწვევს გადამეტებული მორწყვა. თუ დაავადებას დროზე აღმოაჩენთ, მისი გადარჩენა შესაძლებელია. მიწა უნდა შეიცვალოს, ნაკლებად უნდა მორწყათ, მცენარე კი უნდა დამუშავდეს ფუნგიციდებით.
როცა არ ყვავილობს: ამის მიზეზი რამდენიმეა: მცენარის ხშირი გადარგვა ან გადაადგილება, არასაკმარისი სასუქი, ცუდი განათება, ვეგეტაციის პერიოდში ცუდი მოვლა, ბოლქვების გამრავლება, რაც მცენარის დასუსტებას იწვევს,მთლიანობაში, მისი მოვლა არაა რთული. ასევე გასათვალისწინებელია, რომ სხვადასხვა სახეობას განსხვავებული მოვლის წესები აქვს. მაგ. თეთრს მეტი წყალი სჭირდება, იგი იზრდება მოსვენების პერიოდშიც და მაშინაც, როცა არ ყვავილობს. ფერადებისთვის კი მნიშვნელობა არ აქვს ტენიანობას, მათთვის მთავარი - განათებაა, მოსვენების პერიოდში იგი ზრდას აჩერებს და ფოთოლს იცვენს, რაც ხშირად მოყვარულთა შეშფოთების მიზეზი ხდება. თუმცა სანერვიულო არც არაფერია - მას უბრალოდ სძინავს და ზაფხულის დადგომისთანავე ახალი ფოთლები კვლავ ამოუვა.
თარგმანი თ. სუპატაშვილის

11 March
0
26