ქათმის სკინტლი სასუქად

ესეც ძალიან პოპულარული სასუქია. ქათამი ბევრს ჰყავს კერძო სახლებში, აგარაკზე, ამიტომ საკმაოდ ხელმისაწვდომია. მნიშვნელოვანი ორგანული პროდუქტია აზოტის, კალიუმის, ფოსფორის, მაგნიუმის შემცველობით. მათი რაოდენობა 3-4 ჯერ მეტია, სხვა ნატურალურ ცხოველური წარმოშობის სასუქზე. ქათმის სკინტლი ისევე მოქმედებს მოსავლიანობაზე, როგრც კომპლექსური მინერალური სასუქი, მკვეთრად გამოხატული გახანგრძლივებული ქმედება აქვს, შეტანიდან 2-3 წლის შემდეგაც კი.
მისი გამოყენების წესები ასეთია:
პირდაპირი წესით ახალი სკინტლის გამოყენება არ შეიძლება, რადგან მასში ბევრია შარდმჟავა, რომელმაც შეიძლება მცენარეს ფესვები დაუწვას. მასში ბევრი ფოსფორი და აზოტია, მეტი, ვიდრე ნაკელში. მათი ოდენობის შესამცირებლად ტოვებენ ჰაერზე დიდი ხნით, ზედმეტი აორთქლდება, დარჩენილს კი იყენებენ დანიშნულებისამებრ, ახალი სკინტლის გამოყნება  შეიძლება თხევადი სასუქის მოსამზადებლად. პროპორციით 1წილი 20ლ წყალზე. მას აჩერებენ 10 დღე თავღიად ჰაერზე, მერე კი კვლებს შორის უსხამენ მცენარეებს. ფესვებთან ან ორმოებში მისი დასხმა არ შეიძლება.
სკინტლს იყენებენ ასევე კომპოსტის დასამზადებლადაც. მას ათავსებენ ფოთლების და ტოტების ფენაზე, ურევენ მიწას. მასაში მაღალი ტემპერატურაა, ამიტომ პროცესები საკმაოდ სწრაფად ვითარდება. ასევე ამის გამოა, რომ საქათმეს არ ათბობენ. შემოდგომაზე დამზადებულ კომპოსტს გაზაფხულზე უკვე იყენებენ, რადგან აქროლადი ამიაკის ჭარბი რაოდენობა მანამდე აღარ რჩება შიგნით. შეიძლება მისი არევა ნახერხთანაც შარდმჟავის და ტოქსინების ზემოქმედების შესამცირებლად,
თხევადი სასუქის მომზადება:
დუღილი -  ძირითადად ასე ხდება ქათმის სკინტლის გადამუშავება დიდ მეფრინველეობის მეურნეობებში, თუმცა უკვე კერძო აგარაკებზეც გახდა შესაძლებელი ამ პროცესის ჩატარება სპეციალური პრეპარატების დახმარებით, რომლებიც აჩქარებენ პროცესს. მის საფუძველს წარმოადგენს ქიმიური კატალიზის იდეა, ეს საკმაოდ მარტივად ხორციელდება: საქათმეში ფრინველებს ქვეშ ცხაურის დაბლა დებენ სადგამს, რომელზეც გროვდება სკინტლი.  პერიოდულად მას აყრიან ნახერხს, წინასწარ დამუშავებულს ფერმენტებით. მერე სადგამს აცლიან საქათმეს, კომპონენტებს კარგად ურევენ და ერთ კუთხეში აწყობენ და როცა ეს გროვა მიაღწევს 1-1,5 მ ს, კიდევ ერთხელ რწყავენ დამატებით პროცესის დამაჩქარებლით. მერე კიდევ აჩერებენ ერთ თვეს ზაფხულში და 2თვეზე მეტს ზამთარში. გამომშრალი სუბსტრატის გამოყენება ამის მერე უკვე შეიძლება, რადგან იგი აღარ შეიცავს ქათმის ჰელმინტების კვერცხებს, სარეველებს და არც სუნი აქვს .
ნაყენი - ეს სასუქი საკმაოდ პოპულარულია. მოქმედებს სწრაფად, შეიცავს აზოტს დიდი ოდენობით და თუ ამ ხსნარით მორწყავთ მცენარეებს, შედეგს რამდენიმე კვირაში ნახავთ. იგი საკმაოდ სწრაფად მზადდება. მპალ სკინტლს ასხამენ წყალს, ურევენ, დებენ 2-3 დღე, მიღებულ მასას უნდა ჰქონდეს სუსტი ჩაის ფერი.
დალბობა - სკინტლს ალბობენ ზედმეტი სიმჟავის მოსაშორებლად. ამისთვის ასხამენ წყალს, დებენ 2 დღე, მერე აქცევენ წყალს და ახალს ამატებენ. ამ პროცედურას რამდენჯერმე იმეორებენ. ასეთ  შემთხვევაში მას შორდება ზედმეტი ტოქსინები და შარდმჟავა. ასეთი სუბსტრატით კვებავენ მცენარეებს ფესვებთან მისი დასხმით კი არა, არამედ, მისი მოსხმით კვლებს შორის ან ღეროსირგვლივა ორმოში.
აუცილებლად უნდა გახსოვდეთ, რომ ახალ სკინტლში დიდი ოდენობით ჰელმინთების კვერცხებია, ამიტომ მასთან მუშაობენ რეზინის ხელთათმანებით და დამცავი კოსტიუმით, მშრალ სკინტლთან მუშაობისას კი იკეთებენ ნიღაბს, რადგან იგი ადამიანისთვის საშიშ მიკროორგანიზმებს შეიცავს.
ზოგადი რეკომენდაციები:
- საშემოდგომოდ - 2კგ ახალი ნაკელი 1კვ.მ ზე.
- დასარგავ ორმოებში - 10კგ .
- ხეხილთან  - ჟიჟა უნდა იყოს ღია ჩაის ფერის. 0,5ლ ყრიან ერთ ორმოში .
ნაყიდი ქათმის სკინტლი: თუ ქათამი არ ჰყავთ, შესაძლებელია ნაყიდი პროდუქტიც გამოიყენონ, ხშირად იგი მიქსის სახითაა, როგორიც „პიქსი“, ან „როოსის“-ია. ნატურალურისგან განსხვავებით, მასში არაა მავნე მიკროორგანიზმები, და შემადგენლობაც მუდმივია. მისი გამოყენების სპექტრიც ფართო - მასში ალბობენ თესლს, რწყავენ ჩითილებს, შეაქვთ გაზაფხულზე ნებისმიერ ნიადაგში, ამ სასუქის კიდევ ერთი სახე გრანულირებული სკინტლია,-  ადვილი ტრანსპორტირებაში,  უსუნო, არ  შეიცავს სარეველების თესლებს, მატლებს, ჭიის კვერცხებს. მათი შეტანა ნიადაგში ნებისმიერი მცენარისთვის ვარგისია. მისი  მოხმარება შეძენისთანავე შეიძლება. გრანულები შეიძლება ნიადაგში მშრალი სახით შეიტანონ - 100-300კგ კვ. მ ზე ან  - წყალში გახსნილი.
ქათმის სკინტლის გარდა ნაკელად გამოდგება ასევე მტრედის, მწყერის, ან ბატის სკინტლი და მათი თვისებები სჯობს ქათმისას, მაგრამ მათი შეძენა არ ხერხდება, რის გამოც უპირატესობა ისევ ქათამს რჩება, მიუხედავად იმისა, რომ იგი შედარებით მეტად ტოქსიკურია, არ ვარგა მისი უცებ გამოყენება, აქვს არასასიამოვნო სუნი.  სამაგიეროდ, სხვა ფრინველების სკინტლს სჯობს სასარგებლო ნივთიერებების რაოდენობით და მისი გამოყენებით საკმაოდ  მუდმივ მაღალ მოსავალს იღებენ  სხვადასხვა მცენარისგან.

თარგმანი თ. სუპატაშვილის
11 March 0 15

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно