ბაია,რანუნკულუსი
ბაია,რანუნკულუსი (ლათ. Ranunculus,სიტყვიდან - rana - ბაყაყი) - მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა,ბაიასებრთა გვარის.ბაიასებურნი გამოირჩევიან შხამიანი წვენით,რაც მთელ მცენარეს შხამიანს ხდის.ბაყაყთან მსგავსება იმაში მდგომარეობს,რომ მრავალი სახეობა ბინადრობს წყალში ან წყალსატევებთან ახლოს,როგორც ბაყაყები.დედამიწაზე გავრცელებულია 360-მდე ბაიას სახეობა,რომელიც იზრდება ჩრდილო ნახევარსფეროში,ზომიერი და ცივი კლიმატის რაიონებში.მაგრამ საბაღე კულტურაში გამოყავთ ბაღის ბაია,ბაიას აზიური სახეობა,რომლის მრავალრიცხოვანი სახეობა ამშვენებს ჩვენს ყვავილნარებს შუა ზაფხულში,ერთი თვის განმავლობაში.ეს შესანიშნავი მრავალფეროვანი ყვავილები სელექციონერთა მრავალწლიანი შრომის შედეგია,ისინი ოდნავღა თუ გვანან თავის ველურად მზარდ ნათესავს - მინდვრის ბაიას.ეს იმიტომ რომ XVI საუკუნის შუაში ამ მცენარის ზოგიერთმა სახეობამ დააინტერესა მეყვავილეები და იმავე ასწლეულის დასასრულს მიღებული ჰიბრიდები ისეთივე პოპულარული გახდა როგორც მიხაკები და ტიტები.
აღწერა - ბაღის ბაია - მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა,საშუალოდ 65 სმ-მდე სიმაღლის.ფესვები ბოლავისებური აქვს,ხორციანი,ღერო დატოტვილი, ფოთლები დაყოფილია თათისებურად,წააგავს გეორგინის ფოთლებს.ყვავილები დიამეტრით 8-10 სანტიმეტრია მარტივი,ხუჭუჭი ან ძლიერად ხუჭუჭი მკვეთრი შეფერილობის: თეთრი,მეწამული,ნარინჯისფერი,ვარდისფერი,წითელი,კრემისფერი,ყვითელი,იისფერი.შეფერილობა მრავალგვარია ცისფერისა და ლურჯის გარდა,არის ირფერიანი ჯიშებიც.მოჭრილი ყვავილი დიდხანს ინარჩუნებს სიახლეს - მინიმუმ ერთი კვირა და მეტიც.მაგრამ მიუხედავად ყველა ღირსებისა ბაია შხამიანია,ამიტომ მოარიდეთ იგი ბავშვებს და შინაურ ცხოველებს.
ბაღის ბაია -თესლიდან გაზრდა
ბაია მრავლდება ფესვების დაყოფით ან დათესვით.თუ თქვენ გადაწყვეტთ ბაიას დათესვას უნდა გაითვალიწინოთ,რომ უმჯობესია თესლის შეძენა სპეციალურ მაღაზიაში,რადგათ ბაიას თესლის საკუთარი მცენარიდან აღება ძნელია და ასეთ თესლს დაბალი სიცოცხლისუნარიანობაც აქვს.ბაია ითესება თებერვლის ბოლოს ან მარტის დასაწყისში ფხვიერ,მსუბუქ ნიადაგში,რომელიც შედგება ტორფისგან (ერთი წილი),ფოთლოვანი ტყის მიწისგან (ერთი წილი) და ქვიშისგან (ნახევარი წილი).დათესილ მარცვლებს ზემოდან მსუბუქად მოაყარეთ სუბსტრატი,რომელიც შემდეგ მისასხურებლის საშუალებით უნდა დაატენიანოთ.ნათესი დაასათბურეთ მინით ან პოლიეთილენის პარკით +10-12 გრადუსზე,რეგულარულად გაანიავეთ და მოწმინდეთ მინიდან კონდენსატი.ნერგები როგორც წესი ორ-სამ კვირაში ამოდიან,რის შემდეგაც კონტეინერი უფრო თბილ და ნათელ ადგილზე უნდა გადაიტანოთ)დაახლოებით 20 გრადუსზე).ამისათვის ყველაზე გამოსადეგია სამხრეთის ფანჯარა,რომელიც პირდაპირი მზის სხივებისაგან თხელი ფარდით უნდა იყოს დაცული.თუ საჭიროება მოითხოვს ჩაურთეთ ჩითილებს დამატებითი განათება. მე-4-5 ნამდვილი ფოთლის ფაზაში ჩითილებს პიკირებას უკეთებენ ტორფისა და ნეშომპალას ნაზავში.
ბაიას დარგვა ბაღში - როდის ირგვება ბაია. მაისის შუაში,როდესაც საბოლოოდ დათბება და ღამის ყინვები მოსალოდნელი არ არის,ხდება ბაიას დარგვა.მათთვის ყველაზე ხელსაყრელი მზიანი და ნახევრადჩრდილიანი ადგილები,რომლებიც დაცულია ქარისაგან.ბაიას ნეიტრალური ან სუსტადმჟავე ნიადაგი ესაჭიროება( ph 5.5-6.6),რომელიც ნოყიერი,მსუბუქი და კარგად წყალგამტარი უნდა იყოს,რადგან ზედმეტად სველ ნიადაგში შეიძლება ბაიას ფესვები დაულპეს.
როგორ დავრგათ. ამოთხარეთ პატარა ორმოები 15-20 სანტიმეტრის დაშორებით,თვითოეული ორმოს ძირში ჩაყარეთ სადრენაჟე მასალა - ქვიშა ან დაფშვნილი კერამზიტი,მოათავსეთ ორმოში ბაიას ნერგი თავისივე სუბსტრატთან ართად,შემოაყარეთ გარშემო ბაღის მიწა,ოდნავ დატკეპნეთ და მორწყეთ.პირველ წელს ბაია არ იყვავილებს,მაგრამ შემდეგ აუცილებლად.
მოვლა - ბაღში ბაიას მოვლა გულისხმობს მორწყვის სწორად ორგანიზებას,ნიადაგის გაფხვიერებას,სარეველების მოცილებას,სასუქის შეტანას,დამჭკნარი ყვავილების დროულ შეჭრას და მავნებლებთან ან დაავადებებთან ბრძოლას.ყურადღება მიაქციეთ რეგულარულ მორწყვას,მაგრამ ზედმეტი წყალი ან მორწყვის გამოტოვება არასასურველია,რადგან ტენიანობის მიმართ ბაია ძალიან მგრძნობიარეა.როგორც ხედავთ ბაიას მოვლა არც ისე რთულია და დამწყებ მეყვავილეებსაც შეუძლიათ.
სასუქი. ფოთლოვანი მასის ზრდის პერიოდში ბაიას ყოველ ორ კვირაში კვებავენ აზოტიანი სასუქით, მაგალითად კემირა -უნივერსალით.როდესაც კვირტების ჩამოყალიბების პროცესი დაიწყება იგივე პერიოდულობით უნდა მიეწოდოს კალიუმ-ფოსფორიანი სასუქი.
ბაიას მავნებლები და დაავადებები. ბაიების გაზრდას კიდევ ერთი უპირატესობა აქვს: სწორი მორწყვის პირობებში თქვენ არ მოგიწევთ მავნებლებთან და დაავადებებთან ბრძოლა,რადგან ბაია მათ მიმართ საკმაოდ მდგრადია.მაგრამ თუ თქვენ ზედმეტად რწყავთ თქვენს რანუნკულუსს იგი შეიძლება ფესვების სიდამპლით დაავადდეს.სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი რომ თვითოეული ნარგავის ძირში ჩაიყაროს დრენაის ფენა.უნდა ითქვას,რომ ზოგჯერ თუ ზაფხული ზედმეტად წვიმიანია,ბაია შეიძლება დაავადდეს ნაცრით,ფოთლებს კი შეესიოს კომბოსტოს პეპელა,ფესვებს - ნემატოდები.თუ თქვენ აღმოაჩენთ მავნებლებს გამოიყენეთ მათ წინააღმდეგ ბიოინსექტიციდური პრეპარატები.
ბაია ყვავილობის შემდეგ - როდესაც ბაიები ყვავილობას დაამთავრებენ,მათ თანდათან უმცირებენ მორწყვას,ფოთლების გაყვითლების შემდეგ კი საერთოდ აღარ რწყავენ.აგვისტო-სექტემბერში ბაიას ბოლქვები უნდა ამოიღოთ,გააშროთ,გაასუფთავოთ ბაღის მიწისაგან.შემდეგ ჩაალაგეთ ერთ ფენად ყუთებში და გააშრეთ 20 გრადუს ტემპერატურაზე,გაშრობის შემდეგ კი მოათავსეთ სათითაოდ ქაღალდის ნასვრეტებიან პაკეტებში და შეინახეთ გაზაფხულამდე.ყველა მანიპულაცია დიდი სიფრთხილით უნდა ჩატარდეს,რადგან ბაიას ბოლქვები ძალიან მყიფეა.
ბაიას ჯიშები და სახეობები - საბაღე კულტურაში უფრო მეტად გავრცელებულია ბაღის ბაია,ანუ ჰიბრიდული,ანუ აზიური ბაია(Ranunculus asiaticus).ეს პოპულარობა გამოწვეულია მისი ფორმების მრავალფეროვნებით და ფერთა პალიტრის სიმდიდრით.გარდა ამისა აზიური ბაია მოჭრილი სახითაც დიდხანს ძლებს.ამ სახეობის ბაიას ყველა ჯიში იყოფა ოთხ ჯგუფად:
_ ჩალმისებური ბაია, ანუ აფრიკული ,ძლიერ ხუჭუჭაა,ყვავილის ფორმა ბურთს მოგვაგონებს;
_ ფრანგული ბაია,ნახევრად ხუჭუჭა,რომელსაც ყვავილის ფურცლების მხოლოდ ორი რიგი აქვს;
_ სპარსული ბაია,დაბალტანიანია,მარტივი ან ნახევრად ხუჭუჭა ყვავილით;
_ პიონისებური ბაია,ხუჭუჭა,დიდი ზომის ყვავილებით.
მოთხოვნადი ჯიშებია: ბლუმინგდეილ როუზ ბიკოლორი - ხუჭუჭა,თეთრი,ნაპირებში ვარდისფერი ფურცლებით; პერპლ პიკოტი - თეთრი ყვავილები იისფერი კანტებით; დაბლ პინკ ბატერკაპი - ძლიერადხუჭუჭა ჯიში,მჭიდროდგანლადებული ვარდისფერი ყვავილის ფურცლებით.
კულტურაში ასევე გავრცელებულია:
ბაია(Ranunculus aconitifolius),სიმაღლით ორ მეტრამდეა,ყვავის თეთრი ყვავილებით,არის ხუჭუჭა ნაირსახეობაც და ოქროსფერყვავილიანიც(10 ფოტო)ანეონის ფოთლიანი ბაია (Ranunculus anemonifolius)- ყვითელ ყვავილიანი ჯიში,სიმაღლით 30 სანტიმეტრამდე,არის თეთრყვავილიანი ფორმაც; ბაია (Ranunculus acris) - კულტურაში აშენებენ მხოლოდ ხუჭუჭა ფორმებს დიდი ყვავილებით,ყვითლის სხვადასხვა ნაირსახეობით.ველურადმზარდი ჯიშებიდან ყურადღებას იქცევს კამჩატკის ბაია,ილირიის ბაია,გოგირდისფერ-ყვითელი ბაია,ხაასის ბაია,ალპური ბაია,ალტაის ბაია,პირინეის ბაია და გრეის ბაია.