როგორ გავზარდოთ ვარდი თაიგულიდან?
ხშირად დღესასწაულებზე ვარდების ლამაზ თაიგულს გვჩუქნიან,ჩვენ კი მცირე დროის დატკბობის შემდეგ დაუნდობლად ვისვრით მას სანაგვეზე.მაგრამ ამ თაიგულიდან ხომ სრულიად შესაძლებელია ჩვენს მიერ მოწონებული ვარდის მშვენიერი ბუჩქის გაზრდა ეზოში ან აგარაკზე. დასაფესვიანებლად უმჯობესია შეარჩიოთ ჩვენს კლიმატთან შეგუებადი ჯიშები.ზოგიერთი ვარდი(მაგალითად ჰოლანდიური) გამოყვანილია სათბურებში,სხვა ქვეყნის პირობებში და ძნელად ფესვიანდება.ამასთანავე ხშირად ხდება, რომ ჩვენ მიერ გამოზრდილი მცენარე ბევრად განსხვავდება ‘’დედისეული’’ მცენარისაგან.
როგორ გავზარდოთ თაიგულიდან ვარდი ყველაზე მარტივი მეთოდით?
ვარდის გაზრდა კალმებიდან - ხანგრძლივი,მაგრამ საინტერესო პროცესია.სრულფასოვანი ბუჩქების კულტივირებისათვის 2-3 წელია საჭირო.იმისათვის რომ სიცოცხლისუნარიანი ნერგი მივითოთ,სულაც არაა საჭირო თაიგულის საჩუქრად მიღებისთანავე დავიწყოთ დაფესვიანების პროცესი.საჭიროა ცოტა მოვიცადოთ,ვიდრე კოკრები ოდნავ დაჭკნება.
პროცესი რამდენიმე ეტაპისგან შედგება:
ვარდის ღეროს ბასრი დანით მოაჭერით ყვავილი,კოკორი(თუ აქვს) და ფოთლები(ქვედა ფოთლები მთლიანად,ზედა ნახევრად).დაჭერით ღერო კალმებად,რომელთაგან თთოეული 15-20 სანტიმეტრის სიგრძის უნდა იყოს.მათ უნდა გააჩნდეთ 3-4 დაუზიანებელი იღლიის კვირტი (2-3 მუხლი).
ყველაზე დაბლა მდებარე იღლიის კვირტთან გადაჭერით ირიბად,წვერში იჭრება კვირტიდან 1 სანტიმეტრის დაშორებით ზემოთ.გადაჭრილი ადგილები დაასველეთ წყალში და შემდეგ დაამუშავეთ მშრალი კალიუმის პერმანგანატით(მარგანცოვკა).
მოამზადეთ კალიუმის პერმანგანატის ხსნარი და მომზადებული კალმები გააჩერეთ ერთი დღე და ღამე.
დასარგავი მასალა ჩაფალით ნოყიერ ნეშომპალიან სუბსტრატში ოდნავ ირიბად,ისე რომ ზემოთ 2-3 კვირტი დარჩეს.ფესვები ვითარდება ქვედა გადანაჭერზე.
როგორ დავრგათ სწორად თაიგულიდან აღებული ვარდი?
სუბსტრატის კარგი წყალ - და ჰაერგამტარობისათვის მის ზედაპირზე დააყარეთ ტორფის და მდინარის ქვიშის ნარევი.ფესვების განვითარების პროცესის დასაჩქარებლად შეიძლება სპეციალური პრეპარატების ‘’გეტეროაუქსინის’’ ან ‘’კორნევინის’’ გამოყენება.გახსენით ფესვების სტიმულატორი წყალში ეტიკეტზე მითითებული ინსტრუქციის მიხედვით.
იმისათვის რომ ვარდის კალმები არ გამოშრეს და კარგად განვითარდეს საჭიროა მათთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა.ამ მიზნით თვითოეულ კალამს ზემოდან დააფარეთ ძირმოჭრილი პლასტმასის ბოთლი ან მინის ქილა,რომლის ბოლო მიწაში ოდნავ უნდა ჩაფლათ.ქოთანში ნიადაგი გამუდმებით ტენიანი უნდა იყოს,კალმებზე ფოთლების გაზრდის შემთხვევაში პერიოდულად დანამეთ ისინი რბილი წყლით.ვარდების დაფესვიანებისთვის ოპტიმალური ტემპერატურაა 250C.
კალმიდან დაფესვიანებული ვარდი დროთა განმავლობაში დაიტოტება და კვირტებსაც განივითარებს.ფესვთა სისტემის განვითარების დასაჩქარებლად ფრთხილად მოაცილეთ კვირტები.როდესაც ფესვები განვითარდება,ფოთლებზე შესხურებას ვწყვეტთ და მცენარეს ხშირად ვანიავებთ.როგორც წესი ვარდების დაფესვიანება დაახლოებით ერთ თვეში ხდება.
კალმების დაფესვიანებიდან ორიოდე თვის შემდეგ ვარდებს გადარგავთ პლასტმასის ან კერამიკის ქოთნებში.
მოვამზადოთ მათთვის ნოყიერი სუბსტრატი,რომელიც შედგება ნეშომპალას,მდინარის ქვიშისა და კორდის მიწისაგან 1:1:3 პროპორციით |
შემოდგომამდე ასეთი მცენარეები შეგიძლიათ გარეთ დადგათ.ყინვების დაწყების წინ კი შეიტანეთ გრილ შენობაში გამოსაზამთრებლად.სადაც ჰაერის ტემპერატურა საშუალოდ 50C იქნება.
გამოზამთრებული ვარდები გაზაფხულზე გადარგეთ მუდმივ ადგილზე ღია გრუნტში.ნიადაგი წინასწარ უნდა გადაიბაროს ერთი ბარის სიღრმეზე.მცენარეების დარგვამდე შეიტანეთ ორგანული სასუქი,რომელიც დააჩქარებს ახალგაზრდა მცენარეების ზრდას.პირველი ყვავილების გამოჩენისთანავე მოაცილეთ ისინი,რომ მცენარე არ გამოიფიტოს.
ზემოთ აღწერილი მეთოდის გამოყენებით კალმების დაფესვიანებისას მიიღებთ ვარდის ახალგაზრდა ბუჩქებს 70%-75% შემთხვევაში |
თარგმანი: ლელა ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის