ხშირად დასმული კითხვები აზალიას მოვლასთან დაკავშირებით

მოვლა - მცენარის გარეგნობა სრულად შეესაბამება მის რთულ ხასიათს. ეს მზეთუნახავი მუდმივ ყურადღებას და მისთვის განსაკუთრებული პირობების შექმნას საჭიროებს. თუ მას უზრუნველჰყოფთ მკვეთრი სინათლით, მაგრამ არა პირდაპირი მზის სხივების ქვეშ, სიგრილით, ჰაერის მაღალი ტენიანობით, ჩარგავთ მჟავე ნიადაგში, მორწყავთ რბილი წყლით, იგი დიდი ხნით გაგახარებთ ლამაზი ყვავილებით. მისი მოვლისას ხშირად აწყდებიან სირთულეებს, რაც ძირითადად არასათანადო პირობებითაა გამოწვეული. 
გამოცდილებმა იციან, რომ მისი აყვავება შესაძლებელია მხოლოდ ყველა პირობის ზუსტი დაცვის შემდეგ. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი მარტო მწვანე ბუჩქად დარჩება, ხშირად იავადმყოფებს, მას ბევრი მწერიც შეუტევს. ყოველივე ამის გამო იგი გაყვითლდება, გახმება, დასცვივდება ფოთლები, კოკრები, ყვავილები და საბოლოოდ მოკვდება. იმისთვის, რომ კარგი პირობები შეიუქმნან, მას დებენ სიგრილეში, რწყავენ გაფილტრული წყლით. ოპტიმალური ადგილი მისთვის  აღ. დას. ან ჩრ. მხარეა, სადაც აზალია საჭირო ოდენობის სინათლეს იღებს, მაგრამ დაცული იქნება მწველი მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედებისგან. თუ ფანჯრები მხოლოდ სამხ. მხარესაა, მაშინ ჩამოფარება დასჭირდება.  მცენარე უარყოფითად რეაგირებს მშრალ ჰაერზე, რის გამოც მისი დადება გამათბობელთან არ შეიძლება. ზაფხულში უნდა იყოს 20გრ, ზამთარში დაახლოებოთ 12გრ. თუ იგი ყვავის, ამ პერიოდში სჭირდება 15-16გრ. ახალბედები ხშირად ბევრ პრობლემას აწყდებიან ამ მცენარესთან დაკავშირებით და ამიტომ მათი ურთიერთობა ყვავილის სიკვდილით მთავრდება. სპეციალისტები ურჩევენ, არ შეიძინონ ეს მცენარე, თუ არ აქვთ აზალიას მოვლის გამოცდილება.
მაშ, ასე. ხშირად დასმული შეკითხვები:
რატომ სცვივა ფოთლები?- ეს ყველაზე ხშირად გავრცელებული პრობლემაა. როგორც წესი, ასე ხდება, როცა ვერ ხერხდება საათანადო პირობების დაცვა. მცენარე ცუდად იტანს როგორც მშრალ ჰაერს, ისე ზედმეტად ტენიანსაც, როგორც დაბალ, ისე მაღალ ტემპერატურას.
ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ტენიანობის კონტროლი სველი კერამზიტიანი სადგამის დადებით. საჭიროა დღეში რამდენჯერმე მისი ფოთლების დანამვაც. ხანდახან ქოთანს დებენ წყლიან ჭურჭელშიც რამდენიმე წთ. ასე ნიადაგი მისთვის საჭირო ოდენობის წყალს შეიწოვს. უნდა გვახსოვდეს, რომ მისი დანამვა არ შეიძლება ყვავილობისას, რადგან ყვავილი ვერ იტანს წყალს და შეიძლება დასცვივდეს. ბუჩქის მორწყვა სჯობს ნადგამი, არც ისე ცივი წყლით. სარწყავად შეიძლება ანადუღარი წყლის გამოყენებაც ,
 -მეორე მიზეზი აბლაბუდა ტკიპაა, რომლის დანახვაც შეიძლება თხელი ქსელის საშუალებით მცენარის ტოტებს შორის. ასეთ შემთხვევაში სცვივა არა მარტო ფოთოლი, არამედ კოკრებიც, რადგნ მწერი უპირველესად, ყვავილის გვირგვინის ფურცლების წვენით იკვებება.  
საწყის სტადიაზე მწერს ებრძვიან ხშირი დანამვით, თუ მცენარე არ ყვავის. სხვა შემთხვევაში იყენებენ საპნის წყალხსნარს ან ქიმიურ პრეპარატებს.
რატომ უყვითლდება ფოთოლი? - ერთი მიზეზი ქლოროზია, რასაც იწვევს მიწაში კალციუმის მაღალი შემცველობა. ამას ებრძვიან  წყლის ამჟავებით, რითაც მცენარე ირწყვება. საყურადღებოა წყლის ტემპერატურაც, რომელიც 15-16 გრ უნდა იყოს.
- ასევე შეიძლება ფარიანათი დასნებოვნებამაც გამოიწვიოს ფოთლების გაყვითლება. მწერის აღმოჩენა შეიძლება ყავისფერი ლაქებით ფოთლის ზედაპირზე. თანდათან ფოთლები  ფერმკრთალდება, მერე წებოვანი ხდება, ბოლოს ყვითლდება და ცვივა . საწყის ეტაპზე ებრძვიან საპნიანი ხსნარით. თუ მეტადაა დაზიანებული მცენარე, საჭორო ხდება ქიმიური პრეპარატების გამოყენებაც.
რატომ უხმება ფოთლები?- თუ ფოთლები იხვევა და ასე ხმება, ეს მიუთითებს აზალიას ჩრჩილზე, რომელიც  საკმაოდ მოზრდილი ზომისაა, ჰგავს მუხლუხოს და ადვილი აღმოსაჩენი და იოლი საცნობია. მწერს ხელით აგროვებენ, მერე კი მცენარეს ამუშავებენ ინსექტიციდებით.
- თუ ფოთოლი ხმება, მაგრამ არ სცვივა, აზალიას არ ჰყოფნის ჰაერის ტენიანობა, ტემპერატურა  15-16გრ ზე მეტია და ქოთანი დევს მზიან ადგილზე. ზოგჯერ ფოთლები ყვავილობის მერეც სცვივა, რაც ნორმალური მოვლენაა და სანერვიულო არაა. თუ ასე ყვავილობის დროს ხდება, იგი ვერ იღებს საკმაო ოდენობის წყალს.
ამის გამოსწორება შეიძლება, თუ მიწა მუდამ ნამიანი იქნება, მაგრამ არა ზედმეტად სველი. სარწყავად გამოდგება მტკნარი ან წვიმის წყალი. თვეში ერთხელ აზალიას რწყავენ მჟავე წყლით - 1ლ წყალს უმატებენ 5 წვ. ლიმონს ან 2 მარცვალ ლიმონმჟავას.
რატომ უშავდება ფოთლები? - ამას ხშირად შავი ტრიპსები იწვევს. ეს პატარა მწერია, ხშირად არ ჩანს შეუიარაღებელი თვალით, მას ეძებენ ფოთლის ქვედა მხარეს, სადაც ჩანს პატარა შავი წერტილების სახით. ზედა მხარეზე კი ფოთოლზე ჩანს ნაცრისფერი ლაქა. საბოლოოდ ფოთოლი ცვივა. ებრძვიან ქიმიური პრეპარატებით. მაგ. კარბოფოსის ემულსიით.
 - ზოგჯერ ფოთოლთან ერთად შავდება ღეროც, რაც ფუზარიოზის ბრალია. მიზეზის დასადგენად მორწყეთ მცენარე. თუ მდგომარეობა დამძიმდა, ეს ფუზარიოზის ბრალია. მიუხედავად იმისა, რომ იგი უფრო ბოსტნეული კულტურისთვისაა დამახასიათებელი, ხშირად დეკორატიულ ოთახის მცნარეებსაც აზიანებს . დაგვიანებულ შემთხვევაში მისი გადარჩენა ვერ ხერხდება და მცენარეს მიწიანად აგდებენ. საწყის ეტაპზე ამუშავებენ ფუნდაზოლით.
 -კიდევ ერთი მიზეზი როდოდენდრონის ტკიპაა. მცენარეზე შავი ლაქები ჩნდება. მწერი 3,5მმ ია. მისი აღმოჩენა შედარებით ადვილია. ფოთლის ქვედა მხარეზე მწერი დებს მურა ფერის კვერცხებს.  ებრძვიან ქიმიური პრეპარატებით. მაგ. დიაზინონით.
რატომ ხმება მცენარე? - მიზეზი ბევრია: ფესვების დაავადება, სტრესი, ყვავილობისას გადარგვა, არასაკმარისი კვება, სინათლის ნაკლებობა, მავნებლები. პირველ რიგში,  მცენარეს აჭრიან გამხმარ ტოტებს, მერე ცდილობენ ასეთი მდგომარეობის მიზეზის გარკვევას.  
- კიდევ ერთი მიზეზი ზედმეტი მორწყვაა. ფესვები ლპობას იწყებს და მერე კვდება მთელი მცენარე. მცენარეს ქოთნიდან იღებენ, ამოწმებენ ფესვებს. თუ მიზეზი მართლა ზედმეტი წყალია, მცენარეს ცოტა ხნით დებენ ჰაერზე. ოღონდ ფესვებს ახვევენ გაზეთში. ასე ზედმეტ წყალს აცილებენ მცენარეს. აჩერებენ რამდენიმე დღით, მერ ე რგავენ თავიდან.
რატომ ჭკნება მცენარე? - თუ ფოთლების ჭკნობასთან ერთად მცენარე ზრდას წყვეტს, ცოტა აქვს კოკრები, სავარაუდოდ, იგი ცუდ მიწაშია, არასაკმარისია საკვები ნივთიერებები მასში. საბოლოოდ მცენარე კვდება. პირველ რიგში, იგი უნდა გადაირგას ხარისხიან მიწაში. შეიძლება ნარევი თავად მოამზადოთ ქვიშის, ტორფის და წიწვოვანი მიწის არევით. კომპონენტები თანაბარი პროპორციით უნდა იყოს. ქოთანი საჭიროა განიერი, რადგან ვიწრო ქოთანში ფესვები ზიანდება, რომლებიც ზედაპირულად ეზრდება. ასევე საჭიროა მცენარის კვებაც, რომ თავიდან აიცილოთ საკვების ნაკლებობა მიწაში.
აზალია პრეტენზიული მცენარეა, მაგრამ მისი სილამაზე ღირს, რომ მასზე დახარჯოთ ძალა, დრო და თანხა სწორი პირობების შესაქმნელად. ცოტა მეტი ყურადღება და იგი დაგაჯილდოებთ მკვეთრფერებიანი, უხვი, ხანგრძლივი ყვავილობით.


თარგმანი თ. სუპატაშვილის
03 March 0 37

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно