კლონექსი. ინსტრუქცია

მომზადება: კლონექსი გამოიყენება მცენარეების უმრავლესობის დასაფესვიანებლად, რომლებსაც ღეროს რბილი (ერთწლიანები) ან ნახევრადგახევებული (მრავალწლიანები ) სტრუქტურა აქვს. თუ არ ხართ დარწმუნებული მცენარის აგებულების თავისებურებაში, დატესტეთ რამდენიმე ტოტზე, სანამ მთელ მცენარეს დაჭრით ტოტებად. ეს შემდეგი  სუბსტრატები განიხილება, როგორც ყველაზე გავრცელებული მასალები მებაღეობაში. ხშირად ისინი კომბინირებულად გამოიყენება: მსხვილი ქვიშა, პერლიტი, ვერმიკულიტი, კერამზიტი, მინერალური ბამბა, პემზა, ქოქოსის ბოჭკო.
ამ სუბსტრატების ნარევი რეკომენდებულია მცენარეებისთვის, თუმცა შეიძლება მინერალობამბის კუბიკების ან საცობების გმოყენებაც, ისინიც შესანიშნავ შედეგს იძლევიან. ახალგაზრდა ტოტების დამუშავება  და ჩარგვა მინერალობამბაში მცენარის ჯანმრთელობის დაზიანების გარეშე შეიძლება. მცენარის ღერო არ იჩხაპნება, არ ზიანდება, მინერალობამბა კარგად იჭერს მცენარეს, ხელს უწყობს ფესვების ზრდას ადვილად და არ აძლევს საკვებ ხსნარს  ან სუფთა წყალს კლონექსის ჩარეცხვის საშუალებას. ამიტომ აქ მოყვანილი მაგალითები ეხება მინერალობამბაში დაფესვიანებისთვის ჩადებულ ტოტებს. არჩეული სუბსტრატი  ჩაყარეთ სუფთა პლასმასის პატარა უჯრედებიან ლანგარზე, კარგად დაასველეთ, საჭიროა დრენაჟიც.
ჩარგვა: აარჩიეთ ახალგაზრდა ტოტები, მოჭერით ყველაზე ჯანმრთელი მათგანი  მაკრატლით ან სეკატორით ისე, რომ მასზე დარჩეს 4-5 წყვილი ფოთოლი. მოაცალეთ ქვედა წყვილი ფოთოლიც.  ჩაასხით ცოტა კლონექსი ცალკე ჭურჭელში, რომ ტოტები პირდაპირ ძირითად ჭურჭელში არ ჩაჰყოთ ხოლმე. ასე პრეპარატი შეიძლება გაფუჭდეს..  გადაჭრა საჭიროა დიაგონალზე მოჭრილი ფოთლის მუხლიდან  დაბლა. 15 წთ ით ჩადეთ ტოტი პრეპარატში, მერე ნამიან სუბსტრატში. სუფთა ცივი წყლით ინამება პულვერიზატორდან. მერე კი ყურადღებით აკვირდებიან დაფესვიანების პროცესს.
დაფესვიანებას ხელს უწყობს ტენიანი გარემო. ამის მისაღწევად ტოტები უნდა ჩააწყოთ კონტეინერში, რომელსაც გამჭირვალე სახურავი აქვს. აორთქლებული წყალი სათბურს არ დასტოვებს, და ზრდის კონტეინერშიდა ტენიანობას.  
ალტერნატიულ საშუალებად პოლიეთილენის გამჭირვალე პაკეტის გამოყენებაც შეიძლება, ჩადეთ ტოტებიანი ჭურჭელი პარკში, ჩააყოლეთ რაიმე , რომ პარკი უშუალოდ არ ეხებოდეს მცენარეს, მერე თავი მოუკარით. საჭირო ტემპერატურა სუბსტრატის და გარემოსი 20-24 გრ უნდა იყოს. ეს კომფორტულია მცენარეთა უმრავლესობისთვის. რეგულარულად საჭიროა მათი დანამვა. კონდესატი შიგნით კარგ ტენიანობას ქმნის,. როგორც წესი, იგი წარმოიქმნება 12 სთ ში. მომდევნო მორწყვამდე კონდესატი უნდა ამომშრალდეს.
 როცა მცენარე დაფესვიანდება, იგი უნდა გადაირგას. საჭიროა აკლიმატიზაცია ნაკლებ ტენიან გარემოსთან . მცენარე ჩვეულებრივ გარემოს თანდათან უნდა შეაჩვიოთ, დროდადრო ახადეთ თავი კონტეინერს, გახსენით პარკი, ან გაუკეთეთ ნახვრეტები პაკეტს  რამდენიმე დღით ადრე, სანამ საბოლოოდ ამოიღებთ მცენარეს სათბურიდან. გააკეთეთ ეს 2-3 ეტაპად. ერთი ეტაპი - ერთი დღე. ასე აკლიმატიზაციას 3 დღე დასჭირდება.
 როცა დარწმუნდებით, რომ აკლიმატიზაცია წარმატებულად ჩატარდა, ( მცენარე არ უნდა იწყენდეს სუფთა ჰაერზე ტენის ნაკლებობის გამო ) მერე უნდა გადარგოთ ნებისმიერ სუბსტრატში. საჭიროა სიფრთხილე, რადგან ამ ეტაპზე ფესვები ჯერ კიდევ ძალიან სუსტია, შეიძლება გადატყდეს, გადარგვის წარმატებით ჩატარების შემთხვევაში მცენარე მალე გაგახარებთ ახალი ტოტებით, ხასხასა ფოთლებით, მწვანე ენერგიით.

თარგმანი თ. სუპატაშვილის

26 February 0 47

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно