ლითოპსი

ლიტოპსი სუკულენტი მცენარეა და მისი სამშობლო სამხრეთ აფრიკაა, სადაც ის კლდოვან ადგილებში, ლოდებს შორის ნაპრალებში იზრედება. იმის გამო, რომ ლიტოპსები ქვებს გვანან, მათ მიიღეს ასეთ სახელწოდება lithops - ქვის მსგავსს ნიშნავს. ფაქტობრივად ლიტოპსის ტანი ორი, ერთმანეთში შეზრდილი ფოთლისგან შედგება. მათ შორის კი ჭრილია, რომლიდანაც პერიოდულად 2 ან მეტი ახალი ფოთოლი ამოდის, ხოლო ყვავილობის დროს - თეთრი ან ყვითელი ფერის ყვავილი. თუ რამდენად ღრმაა ჭრილი ამ 2 ფოთოლს შორის, დამოკიდებულია ლიტოსის სახეობაზე, ზოგჯერ ჭრილი ძალიან ღრმაა, ზოგჯერ კი - არა. ლიტოპსების 37 სახეობას გამოყიფენ, თუმცა ამ თვალსაზრისით აზრთა სხვადასხვაობაა, ზოგი თვლის, რომ სახეობების რაოდენობა გაცილებით ნაკლებია და დანარჩენები გამოყვანილი ჯიშებია.

ლიტოპსების მოვლა სახლის პირობებში. ლიტოპსები საკმაოდ პოპულარული ოთახის მცენარეა და მისი მოვლა საკმაოდ მარტივია. მთავარია დავიცვათ რამდენიმე წესი:

1. განათება ლიტოპსი სინათლის მოყვარული მცენარეა, გახსოვდეთ, რომ მისი სამშობლო აფრიკაა და ჩვენ უნდა შევეცადოთ მსგავსი პირობები შევუქმნათ, რათა კარგად გაიზარდოს და ყვავილებით გაგვახაროს. ამიტომაც დადეთ ის ყველაზე კარგად განათებულ ადგილას, უმჯობესია სამხრეთის ფანჯარასთან. ზაფხულში ლიტოსს მოეწონება სუფთა ჰაერზე ყოფნა და ამიტომ მისი აივანზე გატანა ჯობს, მაგრამ ოთახის გაფანტულ შუქს შეჩვეული მცენარე უცებ მწველ მზეზე არ დადოთ. მზეს ნელ-ნელა შეაჩვიეთ, ან რომელიმე დიდი მცენარის ჩრდილში გედოთ, ან ისეთ ადგილას, სადაც შუადღის მწველი მზე პირდაპირ არ მოხვდება. დაახ. 1 კვირის მერე შაგვიძლია ლიტოპსი პირდაპირ მზეზეც დავდოთ, ეს ძალიან მოეწონება.

2. მორწყვა ლიტოპსი სუკულენტი მცენარეა, თავის ტანში ის წყალს აგროვებს და უნარი აქვს გადაიტანოს გვალვის პერიოდები. ამიტომაც ლიტოპსებს ხშირად არ სჭირდებათ მორწყვა. ზედმეტმა წყალმა შეიძლება დაალპოს ისინი. ზაფხულის ცხელ დღეებში ლიტოპსებს რწყავენ, როდესაც მიწა გამოუშრებათ. ვინაიდან საქართველოში ცხელი ზაფხულია, ეს საკმაოდ ხშირად ხდება. მე პირადად კვირაში 3-4-ჯერ ვრწყავდი ჩემს ლიტოპსებს. შემოდგომაზე მორწყვა უნდა შეამციროთ და ზამთარში საერთოდ თვეში ერთხელ მორწყვაც კი ეყოფათ. ნოემბრის ბოლოს ლიტოპსები ყვავიან და ამის მერე ეწყებათ მოსვენების პერიოდი. ამ დროს ლიტოპსი წყვეტს ზრდას და ფერმკრთალი ხდება. როგორც კი ამას შეამჩნევთ, შეწყვიტეთ მორწყვა. ლიტოპსი მოსვენების პერიოდში მშრალ და ნათელ ადგილას უნდა იდგეს. ასევე კარგია ლიტოპსის ქვემოდან მორწყვა, ანუ ქოთნის წყლით სავსე ჭურჭელში ჩადგმა და ასე ცოტახნით დატოვება. მერე მიწა სველი რომ გახდება, წყლიანი ჭურჭელი უნდა მოაშოროთ - მიწამ აიწოვა საკმარისი რაოდენობის წყალი. მთავარია მორწყვისას არ დაასხათ ლიტოპსს წყალი ზემოდან, ჭრილში ფოთლებს შორის, ასე მცენარე შიძლება დალპეს. ლიტოპსები მშვენივრად იტანენ მშრალ ჰაერს და არ სჭირდებათ დანამვა   

3. ნიადაგი, ქოთანი და გადარგვის პროცესი ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე ლიტოპსს აქვს ძალიან დიდი ფესვთა სისტემა. თესლიდან ზოგჯერ ბევრი ლიტოპსი ამოდის და ისინი სოკოების მსგავსად კოლონიას ქმნიან. თუმცა ამ ბევრ მცენარეს 1 საერთო ფესვი აქვს და მათი გაყოფა რეკომენდირებული არ არის. სასურველია ლიტოპსები ასეთ მიწაში ჩავრგოთ: ნეშომპალა, მსხვილი ფრაქციის ქვიშა ან მდინარის ლამი, აგურის ნატეხები და ნახშირი ერთმანეთში ავურიოთ. ასეთი ნიადაგი კარგად გაატარებს წყალს და მკვებავიც იქნება. დიდი და გრძელი ფესვების გამო ლიტოპსს საშალო ზომისა და სიღრმის ქოთანი დასჭირდება. ქოთნის ძირში აუცილებელია ნახვრეტევის არსებობა და დრენაჟის ფენის გაკეთება კენჭებისგან ან პენოპლასტის ნატეხებესგან. თუ რომელი ქოთანი ჯობის, თიხის, თუ პლასტმასის, დიდი მნიშვნელობა არა აქვს და ეს უფრო თქვენი გემოვნების საკითხია. გახსოვდეთ, რომ თიხა სინესტესა და ჰაერს ატარებს და მასში მიწა უფრო მალე შრება და შესაბამისად დაარეგულირეთ მორწყვის რეჟიმი. დრენაჟის ფენას ზემოდან მოაყარეთ მიწა ქვიშის, აგურისა და ნახშირის ნატეხების შერევით და ამ სუბსტრატში არგეთ თქვენი მცენარე. მიწას ზემოდან კი ასევე კენჭების ფენა მოაყარეთ. ისინი ზედა დრენაჟის ფუნქციას ასრულებენ, არ აძლევენ ლიტოპსის “ყელის” დასველების საშუალებას მორწყვისას, რათა მცენარე არ დალპეს. გარდა ამისა ფერადი კენჭები ლამაზიც არის და ლიტოპსის ბუნებრივ გარემოს ამსგავსებს ქოთანს. ახალგადარგული მცენარე ჯობს არ მორყწოთ მინ. 4 დღე მაინც. ლიტოპსი სუკულენტია და ამას აიტანს. საქმე ისაა, რომ გადარგვისას არ არის გამორიცხული ფესვის დაზიანება, მიკრო-ნაკაწრების მიღება. მორწყვის დროს მათში შეიძლება მოხვდეს ინფექცია, რის გამოც მცენარე დალპება. თუ ლიტოპსს ლპობა შეეპარა, მისი გადარჩენა შეუძლებელია. საერთოდ ლიტპსს ხშირად გადარგვა არ სჭირდება. ის 4-5 წელი მშვენივრად გაიზრდება ერთ ქოთანში, თუ ეს ქოთანი საკმარისად დიდია. უბრალოდ მესამე წელს ცოტა სასუქი მიეცით, რადგან მიწა იფიტება. ამ მცენარის გადარგვა მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც ფესვებმა მთლიანად შეაცსეს ქოთანი და გადარგვისას დაიცავით სიფრთხილე: არ გაყოთ ლიტოპსები! ბევრ მცენარეს 1 ძირითადი ფესვი აქვს, გაყოფა იწვევს ამ ფესვის დაზიანებას და მერე ეპარება ლპობა. გამოცდილი კაკტუსების და სუკულენტების კოლექციონერები აკეთბენ მაგას და ზოგჯერ შუაზე ჭრიან ლიტოპსს, რათა ასტიმულირონ მისი გაყოფა. მაგრამ სახლის პირობებში არ გირჩევთ ასეთი ექსპერიმენტების ჩატარებას. უბრალოდ ფრთხილად გადაიტანეთ მცენარე სხვა ქოთანში და შეავსეთ სიცარიელეები მიწით. ლიტოპსი “სოციალური” მცენარეა, მას უყვარს ბევრ სხვა ლიტოპსებთან ან სხვა სახეობის სუკულენტებთან ზრდა. ჩარგეთ მის ქოთანში “მეზობლები”, მაშნ ლიტოპსი უფრო კარგად და სწრაფად გაიზრდება და იყვავილებს კიდეც.

4. ფოთლების შეცვლის პროცესი ლიტოპსს თავისი ციკლები აქვს, აქტივობის და მოსვენების პერიოდები. ერთი მოსვენების პერიოდი ზამთარს ემთხვევა, მეორე კი ზაფხულს, თუ ზამხულში ძალიან ცხელა. გვიან შემოდგომაზე ლიტოპსი ყვავილობს. ამ დროს შესაძლებელია დამტვერვა თესლის მისაღებად. ეს მცენარე მხოლოდ თესლით მრავლდება, მაგრამ დამტვერვის გარეშე თესლს ვერ აიღებთ. ყვავილობის მერე ლიტოპსი დაისვენებს, რათა ზამთრის ბოლოს და გაზაფხულის დასაწყისში ფოთლები შეიხვალოს. ამ დროს შეამჩნევთ, რომ ლიტოპსის ფოთლებს შორის ჭრილი გადართოვდა და იქიდან 2 ან მეტი ახალი ფოთოლი იწყებს ამოსვლას. ეს საკმაოდ სათუთუ მდგომარეობაა მცენარისთვის, ნუ შეეცდებით დააჩქაროთ ეს პროცესი. შეწყვიტეთ ლიტოპსის მორწყვა, რათა ძველი ფოთლები საბოლოოდ გახმეს და მერე ისინი ფრთხილად მოაშრეთ მცენარეს, მაგრამ მხოლოდ მასშემდეგ, რაც საბოლოოდ გახმებიან და არა უფრო ადრე. როდესაც ლიტოპსი ფოთლებს გამოცვლის, შეგიძლიათ მორყწოთ მცენარე. ფოთლების შეცვლის პერიოდში მოწყვა წყდება, რათა ძველი ფოთლები რაც შეიძლება მალე გახმეს. თუ მორწყვა არ შეწყვიტეთ, ან გაახშირეთ, ძველი ფოთლები არ გახმება და დაიწყებს ლპობას, რაც მცენარეს დაღუპავს. შეიძლება ლიტოპსმა ზაფხულშიც, ძლიერი სიცხის დროსაც “დაიძნოს”. ამას მიხვდებით იმით, რომ მცენარე ზრდას შეწყვეტს. შეამცირეთ მორწყვა, რათა არ დაალპოთ, როგორც კი აგრილდება, ლიტოპსი კვლავ ინტენსიურად დაიწყებს ზრდას.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ლიტოპსი ძალიან ლამაზი და ადვილად მოსავლელი სუკულეტია. თქვენ აუცილებლად შეგიყვარდებათ ის. ლიტოპსი არ მოითხოვს თქვენგან დიდ ძალისხმევას მოვლაში: უბრალოდ ჩარგეთ ის საშუალო ზომისა და სიღრმის ქოთანში, შესაფერის ნიადაგში, დადეთ ნათელ ადგილას და ზოგჯერ მორყწეთ (შემოდგომა-ზამთრის პერიოდში თვეში 
2-3-ჯერ, ზოგჯერ თვეში მხოლოდ 1-ელ; ხოლო ზაფხულში - კვირაში 3-4-ჯერ) და ის გაგახარებთ ლამაზი ყვითელი ან თეთრი ფერის ყვავილებით! წყარო: https://www.lithops.info/de/ თარგმანი: ლილიან მეტრეველი

25 February 0 0

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно