კორდილინა
მიეკუთვნება დრაცენასებრთა ოჯახს, მოიცავს დაახლოებით 20 სახეობას. გვხვდება მთელს მსოფლიოში ტროპიკულ და სუბტროპიკულ ზოლში. ბუჩქოვანი ან ხე მცენარეა, გრძელი სქელი, ძლიერი ფესვებით, ხმლისებრი, ლანცეტისებრი ან ხაზოვანი ფოთლები აქვს, სახეობის მიხედვით.ყვავილობს წითელი, თეთრი, ზოგჯერ ლილისფერი ყვავილებით. სახლში იშვიათად იზრდება 1,5მ ზე მეტი, ქვედა ფოთლები ცვივა და ასე ჰგავს პალმას. კულტურაში მას ლამაზი ყვავილის გამო ზრდიან.
განათება - მცენარე თავს კარგად გრძნობს დას. ან აღ. მხარეს ფანჯრებზე, პირდაპირი მზის სხივები არ სჭირდება. მუქფოთლიანი მცენარე იტანს ჩრდილსაც.
ტემპერატურა - ესაჭიროება 20-25გრ, შემოდგომაზე სახეობის მიხედვით თანდათან ამცირებენ და ზამთარში აქვთ 5-10გრ ზე. ტროპიკულ სახეობებს უფრო მაღალ ტემპერატურაზე დებენ -18-20ზე. არ შეიძლება დადგმა ორპირში.
მორწყვა - გაზაფხულ-ზაფხულში რწყავენ მიწის ზედა ფენის შეშრობის შემდეგ. ზამთარში იშვიათად - ოღონდ მიწის კარგად გაშრობა რომ არ მოხდეს და არც ზედმეტი წყალი ჩადგეს .წყალი უნდა იყოს რბილი, ნადგამი,
შესხურება - ზამთარში მცენარეს არ დებენ გამათბობელთან ახლოს. სუბტროპიკულ სახეობებს იშვიათად ასხურებენ , ტროპიკული კი სასურველია დანამოთ დღეში 1-2ჯერ მაისიდან აგვისტომდე. დანამვისას არ უნდა დალპეს ზრდის წერტილი.
კვება - გაზაფხულიდან შემოდგომამდე კომპლექსური სასუქი სჭირდება თვეში 4ჯერ, ზამთარში იშვიათად -თვეში ერთხელ.
გადარგვა - ახალგაზრდა მცენარე ირგვება ყოველწლიურად, მოზრდილი -2-3 წელში ერთხელ. როცა ქოთანს ფესვები გაავსებს, გაზაფხულზე უნდა გადაირგას უფრო დიდ ქოთანში. ძირში ყრიან დრენაჟს, ნიადაგი უნდა იყოს სუსტად მჟავე -ბაღის მიწის, ქვიშის და ტორფის ნარევი პროპორციით 3-1-1.
დათესვა - გამოყვანილი ჯიშები კარგავენ ჯიშის თვისებს დათესვით, ამიტომ მათ არ თესავენ. ძირეულ ჯიშებს თესავენ მარტში ქვიშის და კორდის მიწის ნარევში, ამოდის ერთ თვეში,
გამრავლება ტოტებით -მოჭრილ ტოტს მინიმუმ ერთი კვანძი უნდა ჰქონდეს, აფესვიანებენ როგორც ტოტის თავს ფოთლით, ისე მის შუა ნაწილებსაც, ტოტი ნახევრადგახევებული უნდა იყოს. ფესვიანდება ქვიშაში, ნამავენ და ასათბურებენ 25-30გრ ზე. კარგი მოვლის პირობებში ერთ თვეში გადააქვთ ცალკე ქოთნებში ტორფის, ნეშომპალა-კორდის მიწის და ქვიშის ნარევში თანაბარი პროპორციით.
გამრავლება დაყოფით - ფესურას ყოფენ, აცლიან წვრილ ფესვებს და რგავენ ცალკე ისეთ სუბსტრატში,როგორც ტოტის დაფესვიანებისთვის სჭირდებათ, მერე კი როცა ამ ნაწილსაც გამოუვა ფესვი,რგავენ უკვე მოზრდილი მცენარის სუბსტრატში.
დაავადებები - ფოთლებზე ყავისფერი ლაქები - ნაკლები მორწყვის შედეგია ცვივა ფოთოლი - ქვედა ფოთლების დაცვენა ნორმალურია,მცენარე ლპება - ზედმეტი მორწყვაა ამის მიზეზი. მცენარეს თავს აჭრიან და თავიდან აფესვიანებენ.ღია ფერის ლაქები ფოთლებზე - პირდაპირ მზეზე სხივები უწვავს ფოთოლს და ასეთილაქების გაჩენას იწვევს.ფოთლის წვერები მუქდება - ჰაერის დაბალი ტენიანობის შედეგად მავნებლები - მცენარე ადვილად ზიანდება ფრთათეთრით, აბლაბუდა ტკიპით, ფარიანათი.
სახეობები - 1. ბენკსის კორდილინა - სიმაღლით 1,5-3მ, ღერო სწორი და წვრილი, ფოთლებს გრძელი ყუნწები აქვთ 15-30სმ,ფოთოლი ზემოთაა მიმართული, ბოლოში წაწვეტებული,
ლანცეტისებრი, სიგრძეში 1,5მ, ზედა მხარე მწვანეა, ქვედა ნაცრისფერ- მომწვანო. ყვავილედი დიდი საგველაა თეთრი ყვავილებით , კარგად იზრდება გრილ ოთახში. 2. წითელი კორდილინა - 4მ ბუჩქი, არ იტოტება. ფოთლები 0,5მ , ლანცეტისებრი, ტყავისებური ,მწვანე ფერის, დაძარღვული, ყვავილედი იზრდება უბეში, აქვს ლილისფერი ყვავილები, მოკლე ყვავილსაჯდომზე. კარგადაა გრილ ოთახში. 3. სწორი კორდილინა - წვრილი ღეროიანი 3მ მდე სიმაღლის ხე, ფოთლები ტყავისებური, დაკბილული,მწვანე ფერის, წვერში წაწვეტებული, სიგრძით 0,5მ, ლილისფერი ყვავილი საგველა ყვავილედად იზრდება როგორც ტოტის წვეროში, ისე ფოთლის უბეებში, 4.სამხრეთის კორდილინა - 12მ სიმაღლის ხე, ძირში გასქელებული, არ ლპება, ფოთლები ხმლისებრი, მჯდომარე , ტყავისებური,მწვანე ფერის ფართო ნათელი ზოლით შუაში ცენტრალური ძარღვის გასწვრივ. ყვავილი თეთრი და სურნელოვანია.
თარგმანი თ. სუპატაშვილის