დრაცენა

მიეკუთვნება აგავასებრთა ოჯახს და მოიცავს 150 სახეობას , გავრცელებულია ევროპის, აზიის და აფრიკის ტროპიკულ და სუბტროპიკულ ზონაში.მას ფოთლები წცერში ეზრდება, სახლის პირობებში იშვიაათად ყვავის, ყვავილი თეთრი ან მომწვანოა, საშუალო ზომის. ყვავილობისას გააქვთ გარეთ  მძიმე სუნის გამო. ზოგიერთი სახეობის მცენარის ფოთლებს იყენებენ ჯაგრისის დასამზადებლად, ზოგერთი სახეობისგან იღებენ ფისს, მცენარე უპრეტენზიოა ,ადვილად ეგუება ნებისმიერ გარემოს.  
განათება - დრაცენას მოსწონს დას. ან აღ. მხარის ფანჯრებთან, ვინაიდან არ სჭირდება მზის პირდაპირი სხივები.მწვანეფოთლოვანები უფრო ჩრდილის მოყვარეები არიან, ვიდე ჭრელფოთლიანები. ზაფხულში გააქვთ გარეთ ქარისგან , წვიმისგან და მზისგან დაცულ ადგილას,ზამთარში კი უდგამენ დამატებით ფლუორესცენტულ განათებას, რადგან თუ განათება არ ჰყოფნის, მცენარე ავადდება.
ტემპერატურა - აქტიური ზრდის დროს 21-26გრ სჭირდება. ზამთარში 15-18გრ, ტემპერატურა არ უნდა დაეცეს 12 ზე დაბლა.
მორწყვა - სარწყავი წყალი უნდა იყოს რბილი, ნადგამი. ზაფხულ-გაზაფხულზე უხვად ირწყვება 2-3 დღის მერე მიწის  ზედა ფენის შეშრობიდან. ზამთარში კი -სრული გაშრობის მერე, რომ ფესვები არ დალპეს, ხშირად მცენარესაც ნამავენ მორწყვიდან ნახევარ სთ ში სადგამზე დაგროვილ წყალს ღვრიან, სადგამს კი კარგად ამშრალებენ. ფართო ფოთლიან სახეობებს შედარებით მეტჯერ სჭირდება მორწყვა, წყლის მეტად აორთქლების გამო. 
შესხურება - მშრალი ჰაერი მოსწონს მხოლოდ კანარის და გოძეფის დრაცენებს, სხვებს კი მაღალი ტენიანობა სჭირდებათ. მათ დებენ  სველ კერამზიტიან სადგამზე, ისე, რომ ქოთნის ძირი სისველეს არ ეხებოდეს.ზაფხულში ყოველდღე ნამავენ მცენარეს, 2-3 ჯერაც კი ზოგ სახეობას, ისე, რომ ფოთლის უბეებში არ ჩავიდეს წყალი. პერიოდულად უწყობენ საზაფხულო შხაპსაც, ოღონდ მიწა უნდა დაიფაროს ცელოფნით. მავნებლებთან ბრძოლის და პროფილაქტიკის მიზნით კი პერიოდულად ფოთლებსაც უწმენდენ სველი ღრუბლით. იმისთვის, რომ ფოთლებმა იპრიალონ, უსმევენ სპეც, თხევად ცვილსაც.
კვება - სასუქი მთელი წლის განმავლობაში სჭირდება. ზამთარში -თვეში ერთხელ, ზაფხულში - ყოველკვირეულად.აძლევენ ოთახის მცენარეებისთვის განკუთვნილ კომპლექსურ სასუქს.
გასხვლა -  ქვედა ფოთლების დაცვენა მისთვის ნორმაა. ჯერ ყვითლდება, მერე ჭკნება და ცვივა. ღერო გრძელდება, შიშვლდება და უშნოვდება, ამიტომ მას გადაჭრიან დაახლოებით 30 სმ მდე, ზედა ნაწილს  აფესვიანებენ. ქვედა კი ცოტა ხნის შემდეგ ისევ ამოიყრის. მანამდე კი ჩვეულებრივზე შედარებით იშვიათად უნდა მოირწყოს.
გადარგვა - ახალგაზრდა მცენარე ყოველწლიურად გადააქვთ თავისი მიწით ახალ ქოთანში,მოზრდილი კი 2-3 წელიწადში  ერთხელ.ქოთნის ძირში ყრიან დრენაჟს, მიწა უნდა იყოს სუსტად მჟავე და ნოყიერი. ოპტიმალური შემადგენლობა ასეთია - 1წილი ქვიშა, 2წილი ფოთლოვანი, 4წილი კორდის მიწა. 10ლ სუბსტრატზე სასურველია 0,5 წვრილად დაფხვნილი აგურის დამატებაც. დიდ მცენარეებს დიდ კონტეინერებში მხოლოდ მიწის ზედა ფენას უცვლიან. 
დათესვა -  ითესება მხოლოდ მწვანე ფოთლიანი დრაცენა, რადგან ჭრელი ასე გაზრდილი ვერ ინარჩუნებს ჯიშის თვისებებს., ითესება გაზაფხულზე, ამოდის 5-6 კვირაში ,მერე მიწიანად გადააქვთ პატარა ქოთნებში, ნამავენ, რწყავენ და აქვთ შესაბამის ტემპერატურაზე.
გამრავლება - ჭრელფოთოლა მცენარე ტოტით მრავლდება. 5სმ ქვევით ფოთლიდან აკეთებენ ირიბ ჭრილს ბასრი დანით ღეროს ნახევრამდე,ერთმანეთს რომ არ შეეხოს გადანაჭერი, შუაში ასანთის ღერს არჭობენ, გარს ახვევენ ხავსს და კრავენ თოკით.  პერიოდულად ხავსს ნამავენ. კარგია ქაღალდის შემოხვევაც სიღრმეში მიწის ჩაყრის მერე. როცა ფესვები აავსებენ ამ ქაღალდს, ტოტის ზედა ნაწილს აჭრიან და რგავენ ცალკე. შეიძლება ქვედა დარჩენილი გრძელი ტოტის დაჭრაც რამდენიმე ნაწილად და მათი ჩარგვაც დახრილად ქვიშანარევ ტორფში , დებენ 24-25გრ ზე.
დაავადებები - მცენარე ნელა იზრდება - იგი მწვავედ რეაგირებს ზედმეტ წყალზე, ამიტომ ასეთ დროს უმოწმებენ ფესვებს, აშორებენ დამპალ ნაწილს, უმცირებენ მორწყვას და მორწყვებს შორის მიწას გაშრობას აცლიან,
ფოთლის წვერები ყავისფერდება -  ორპირი, არასაკმარისი მორწყვა და ჰაერის დაბალი ტენიანობაა ამის მიზეზი.
ფოთლები ეხვევა- დღე-ღამური ტემპერატურის მკვეთრი ცვლილების შედეგია.
ფოთლის გაყვითლება - ნიადაგში აზოტის სიმცირის შედეგია .ან მშრალი ჰაერი ოთახში.
ფოთლებზე მშრალი ლაქები - პირდაპირი მზის სხივების ზემოქმედების შედეგად ჩნდება
მავნებლები - მას ემტერება ტრიპსები, ბუგრი, ფარიანა, აბლაბუდა ტკიპა. 
სახეობები -  1. გოძეფის დრაცენა - საშუალო სიმაღლის კარგად დატოტვილი მცენარეა. 10სმ სიგრძის ოვალური ტყავისებრი პრიალა ფოთლებით რომლებსაც თეთრი ლაქები აქვთ მწვანე ფონზე. ყვავილს სასიამოვნო სურნელი აქვს. მომწვანო-ყვითელი ფერისაა. 2.ხისებრი დრაცენა - მაღალი ხეა 12მ მდე სიგრძის. ფოთლები სიგრძით 0,5-1მ მდე.ქამრისებური. ქვედა მხრიდან კარგად ეტყობა ძარღვები.. 3, კანარის დრაცენა, იგივე დრაკონის ხე. მაღალი, 10 მ მდე სიმაღლის ხეა .ფოთლები ტოტების თავზე ეზრდება, აღწევენ 0,5მ სიგრძეში.მონაცრისფრო-მომწვანო ფერისაა , ხმლისებური ფორმა აქვს და ტყავისებურია.4. სანდერის დრაცენა - არც ისე მააღალი მცენარეა წვრილი ღერით, კარგადაა დაფარული ლანცეტისებრი მწვანე 20სმ სიგრძის ფოთლებით, რომლებსაც ვერცხლისფერი ზოლები უხვად დაჰყვება.

თარგმანი თ. სუპატაშვილის

11 February 0 0

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно