გარდენია

მიეკუთვნება ენდროსებრთა ოჯახს და მოიცავს 250მდე სახეობას. ცხოვრობს ჩინეთის და იაპონიის სუბტროპიკულ ნაწილში, სახელი ეწოდა ამერიკელი მებაღის ა. გარდენის პატივსაცემად, რომელიც მე 18ს ში მოღვაწეობდა. იგი მარადმწვანე პატარა ხე ან ბუჩქია ძლიერი ტოტებით, პრიალა ფოთლებით,ყვავილი ერთეული ან ფარისებრად შეკრული, ყვითელი ან თეთრი ფერისაა,სასიამოვნო სურნელით, სახლის პირობებში ხარობს ჟასმინისებრი გარდენია, კარგად იტანს გასხვლას,და ადვილად ფორმირდება ვარჯი, მაგრამ ცოტა პრეტენზიულია - არ უყვარს ტემპერატურის ცვლილება, და ზედმეტი წყალი მიწაში.
განათება - მას მთელი წელი კარგი განათება სჭირდება, კაგრად გრძნობს თავს აღ. და დას. მხარეს .სამხრეთით კი თხელი ფარდის ჩამოფარება სჭირდება.ზაფხულში გარეთ გააქვთ, მაგრამ არიდებენ ორპირს, პირდაპირ მზეს, წვიმას, ხშირად უნდა დანამვაც, ზამთარში დამატებით ლუმინესცენტური ნათურის ქვეშ დგამენ დაახლოებით 50სმ დაშორებით ნათურიდან. სინათლის ნაკლებობა იწვევს კოკრების და ყვავილის დაცვენას. კოკრობისას არ შეიძლება არც გადაადგილება და არც შეტრიალება -მცენარეს უცებ დასცვივდება კოკორი.
ტემპერატურა - გაზაფხულ-ზაფხულში 22, შემოდგომაზე - 18 გრ, ზამთარში დღისით 18, ღამით - 16. ასეთ ტემპერატურაზე იწყება ახალი კოკრების და კვირტების ჩამოყალიბება, თუ მცენარე 21გრ ზე ზემოთ იზამთრებს, კვირტები ცუდად ყალიბდება.
მორწყვა - ვეგეტაციის პირობებში უხვად რწყავენ მიწის ზედა ფენის გაშრობისას. შემოდგომა-ზამთარში კი ორ დღეში ერთხელ, ან უფრო ნაკლებადაც. მარტიდან თანდათან უმატებენ ისევ მორწყვას ფრთხილად, რომ ხელი არ შეუშალონ კოკრების ჩამოყალიბებას. მიწის გამოშრობა ბოლომდე არ შეიძლება,არც ზედმეტი მორწყვა ივარგებს. წყალი უნდა იყოს თბილი, ნადგამი, ,შიგ უმატებენ 2-3წვეთ ლიმონის წვენს 1ლ ზე. თუ არასწორად მორწყავთ, ფოთოლი გაყვითლდება და წვრილი გაიზრდება.
შესხურება - მას ჰაერის მაღალი ტენიანობა მოსწონს , განსაკუთრებით კოკრობისას. ზოგჯერ ქოთანს დებენ სველ კერამზიტიან სადგამზე. ყვავილის გაშლამდე ასხურებენ კიდეც, მერე კი ფოთლებს სველი ღრუბლით წმენდენ. თუ ყვავილს მოხვდა წყალი, ყავისფერი ლაქები უჩნდება და დეკორატიულობა მცირდება.
კვება - ახალგაზრდა მცენარე მორიგეობით უნდა კვებოთ მინერალური და ორგანული სასუქით 2კვირაში ერთხელ.მოზრდილებს ყოველკვირეულად კალციუმის გარეშე სასუქით გაზაფხულ-ზაფხულში.თუ ფოთოლი ყვითლდება, ასხურებენ რკინის სულფატს.ეს ხშირად შველის.
გასხვლა - მოყვავილების შემდეგ აუცილებლად სხლავენ, აშორებენ სუსტ ტოტებს, და ხშირავენ ვარჯს, ტოტებს სიგრძეში ანახევრებენ. ვეგეტაციის დროს ტოტებს თავს აწყვეტენ ,რომ ახალი ტოტები და ზედ ახალი კოკრები გაიზარდოს. მოჭრილ ტოტებს აფესვიანებენ.
გადარგვა - ესაჭიროება აუცილებლობის დროს ყვავილობის მერე ან ადრე გაზაფხულზე, ახალგაზრდა მცენარეს რგავენ ყოველ წელს, მოზრდილს კი - 2-3 წელიწადში ერთხელ. ამავ დროს აჭრიან ფესვსაც, მცენარეს რგავენ ფხვიერ მჟავე მიწაში -ქვიშის, ტორფის კორდის და წიწვიან მიწაში ტოლი თანაფარდობით. 2კვირაში ერთხელ რწყავენ ლიმონიანი წყლით -3-4წვეთი 1ლ წყალზე, კიდევ ამატებენ 0,5გრ რკინის სულფატს, ან წყალს ურევენ ტორფს და ცოტა ხნით დგამენ - ესეც ამჟავებს წყალს.
გამრავლება ტოტით - შემოდგომაზე ან გაზაფხულზე ტოტებს 10სმ სიგრძეზე ჭრიან და რგავენ ტორფნარევ ქვიშაში. მანამდე ცოტა ხნით დებენ მარგანცოვკაში.ზემოდან კონტეინერს აფარებენ ცელოფანს ,დებენ 25გრ ზე , პერიოდულად ანიავებენ და მიწას ნამავენ.სტიმულატორის დახმარებით ტოტები უფრო სწრაფად დაფესვიანდება. დაფესვიანებულ მცენარეს დაახლოებით ერთ თვეში რგავენ ქოთნებში.სადაც ტორფის,ქვიშის და წიწვოვანი მიწის ნარევი ყრია.
შხამიანობა - მცენარის ნაყოფი შხამიანია, იწვევს ფაღარათს, მასთან მუშაობის მერე კი საპნით იბანენ ხელს.
სამკურნალო თვისებები -  ხალხური მედიცინა მისი ნაყოფის და ფესვის ნახარშს იყენებს სიცხის დამწევ, ანთების საწინააღმდეგო, სისხლის აღმდგენ  საშუალებად, ასევე კანის დაავადებების, სტომატიტის, სიყვითლის ,მასტიტის. ჰეპატიტის, გრიპის სამკურნალოდ.
დაავადებები - ტემპერატურის ცვლილებას მცენარე ვერ იტანს, განსაკუთრებით კოკრობის დროს.
ფოთოლი შავდება და ცვივა - მიზეზი მიწაში ბევრი წყალი, მით უფრო სიცივეში.
კოკრები ცვივა - არარეგულარული მორწყვის გამო. მშრალი ჰაერიც აცვენს კოკრებს და 16გრ ზე დაბალი ტემპერატურაც.
მცენარე ყვითლდება - ხისტი წყლით მორწყვის ან მიწის გადაციების გამო.
ფოთლები ფერს კარგავს - დაბალი ტემპერატურის ან ჰაერის მაღალი ტენიანობის დროს.
მავნებლები - ბუგრი, ფარიანა და აბლაბუდა ტკიპა ემტერება უმეტესად.
სახეობები - ჟასმინისებრი გარდენია - გვხვდება იაპონიასა და ჩინეთში ზღვის დონიდან ნახევარ კმ ზე ზემოთ. ტროპიკულ ტყეში ცხოვრობს, იზრდება 2მ მდე ბუჩქი, მარადმწვანეა.მუქი მწვანე პრიალა  ფოთლები და თეთრი სურნელოვანი ყვავილი აქვს, რომელიც დროთა განმავლობაში ყვითლდება.ყვავილები ერთადაა 3-5 ცალი, ან თითო-თითო ტოტების ბოლოებზე.ყვავის ივლის-ოქტომბერში ძირითადად, თუმცა შეიძლება სხვა დროსაც იყვავილოს. მისი უამრავი ჯიშია გამოყვანილი.

თარგმანი თამარ სუპატაშვილის

09 February 0 0

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно