ციმბიდიუმი

ერთერთი ყველაზე ლამაზი ორქიდეაა გრძელი საყვავილე ღერებით და მსხვილი ყვავილებით. მისი ქოთანში აყვავება სახლის პირობებში საკმაოდ რთულია. მოვლის რა საიდუმლო წესები უნდა იცოდნენ, მისი სახლში ასაყვავებლად?
მოვლა - ეს მცენარე მიწისზედა ორქიდეებს ეკუთვნის. ფალენოპსისის და სხვა ორქიდეებისგან განსხვავებით მას არ უყვარს პირდაპირი მზე ,სიცხე, სჭირდება ხშირი მორწყვა, უფრო მძიმე მიწა, რომელიც ინახავს ტენს ფესვებთან. ყვავილობისთვის სჭირდება დღე-ღამური ტემოპერატურის ცვლა, გრილი გამოზამთრება და მომატებული ჰაერის ტენიანობა. ამის გამო ჩვენს პირობებში სახლში უჭირს აყვავება.
განათება - თუ ზამთარში მზე არასაკმარისია, ოქტომბრიდან მარტამდე ციმბიდიუმი უნდა იდოს ს. მხარეს ფანჯარაზე, სადაც მაქსიმალურ განათებას მიიღებს, თბილი დღეების დადგომისას კი იგი გადააქვთ აღ. ან დას. მხარეს ,რომ მზემ არ დაუწვას ფოთლები. უკეთესია, თუ გარეთ გაიტანთ აივანზე ან ბაღში, ოდნავ მოფარებულში. იგი საჭიროებს განათებას, მაგრამ სიცხე არ უყვარს და ვერც მზის პირდაპირ სხივებს იტანს. ოქროსფერ-მწვანე შეფერილობა ფოთლებზე ნიშნავს, რომ იგი საკმაო ოდენობის სინათლეს იღებს, თუ 
მუქი მწვანეა მისი ფოთლები, საჭიროა მცენარის გადადგმა უფრო ნათელ ადგილზე.
ტემპერატურა - ზამთარში კარგადაა სიგრილეში,10-15გრ ზე. მაგრამ სახლებში,სადაც ცენტრალური გათბობაა, ასეთი ტემპერატურა არ არის,თუ შემინული ლოჯი არ გაქვთ.კერძო სახლში შეიძლება მცენარის დადგმა გრილ ტერასაზე, ან ცარიელ სასტუმრო ოთახში ,სადაც არაა გათბობა., როცა ღამით ტემპერატურა მიაღწევს 12გრ ს, იგი გარეთ გააქვთ აპრილ-ოქტომბრის შუალედში. ზაფხულის დასაწყისში მისი საყვავილე ღეროს ჩამოყალიბება იწყება. ამ პერიოდში საჭიროა დღე-ღამის ტემპერატურის ცვლილება. გარეთ გატანილი მცენარე უნდა დაიცვათ მწერების და მავნებლებისგან, მაგ, უნდა დადგათ მაღალ სადგამზე.
გაყოფა და გადარგვა - მისი გადარგვა ხდება 3 წელიწადში ერთხელ ყვავილობის მერე. კარგი მოვლის პირობებში მისი მწვანე ბულბა წარმოქმნის 1-2 შვილეულ მცენარეს წელიწადში, ამიტომ იგი სწრაფად ბევრდება ქოთანში, მისი დაყოფა არაა ძნელი.თუ ქოთნის ცენტრში ბულბა მშრალი და ყავისფერია, გარშემო  მწვანე და ფესვები ხშირი, იმდენად ,რომ ქოთანში თითიც ვერ ეტევა, მისი გადარგვის დროა უკვე.მცენარეს ფრთხილად იღებენ ქოთნიდან. ზოგჯერ ძველი და ახალი ფესვები მჭიდროდ ეხლართება ერთმანეთს, ქვედა ნაწილში შედარებით ძველი, მშრალი და ნაცრისფერი  ფესვებია, ახლები კი  უფრო ღია მწვანე ფერისაა და თითქმის მიწის ზედაპირზეა. მჭრელი სუფთა დანით მიწის ქვედა ნაწილს აჭრიან საღი ახალი ფესვების დონემდე. მერე ისე, რომ ისინი არ დაზიანდნენ, მოაცალეთ მიწა და დაანაწევრეთ მცენარე, მერე კი ცალ-ცალკე ჩარგეთ. ციმბიდიუმის დაყოფისას  თითო ნაწილს უნდა დარჩეს ერთი ძველი ყავისფერი ბულბა 2-3 ახალ მწვანესთან ერთად. ძველი ბულბები სჭირდება მცენარეს, რადგან მასში ინახავს სასარგებლო ნივთიერებებს და წყალს, რომ საჭიროებისას გამოიყენოს. დანაწევრებულ მცენარეს რეცხავენ გამდინარე წყლით, ათვალიერებენ, საღ ფესვებს უმოკლებენ 10 სმ მდე, ძველებს ფრთხილად აჭრიან. მერე აშრობენ ჰაერზე, მოსაშუშებლად, ახალ მცენარეებს რგავენ ქოთნებში,ისე, რომ ფესვები არ დაზიანდეს, მიწას ფრთხილად უტკეპნიან გარშემო. ახალი  ქოთანი ზომით ოდნავ დიდი უნდა იყოს ფესვთა სისტემაზე.  
გრუნტი - ციმბიდიუმის ჩასარგავად იყენებენ ასეთი შემადგენლობის სუბსტრატს -წიწვოვნების ხის ქერქის ნამტვრევებს 2წილს, ხავს სფაგნუმს 2წილს, და თითო- თითო წილს  ხის ნახშირს და პერლიტს.მისთვის მნიშვნელოვანია სფაგნუმი, თუ მცენარე მაღალ ტემპერატურაზე აქვთ ოთახში. შეიძლება იყიდოთ მზა სუბსტრატიც ორქიდეა ციმბიდიუმისთვის.
მორწყვა და სასუქი - მას რწყავენ მაშინ, როცა მიწა ცოტათი შეშრება. ზაფხულში გარეთ გატანილ ციმბიდიუმს   წვიმაც რწყავს. მისი ნაკლებობისას კი დამატებით რწყავენ. სიცხეში პულვერიზატორითაც ნამავენ მცენარეს. ასე ჰაერის მაღალ ტენიანობასაც ინარჩუნებენ. ზამთარში იდეალური ტემპერატურის პირობებში  2კვირაში ერთხელ რწყავენ. უფრო მაღალ ტემპერატურაზე კი - მეტჯერ.სასუქი სჭირდება გაზაფხულიდან ყვავილობამდე, მეორე ან მესამე მორწყვისას. მერე კი გაზაფხულამდე არ აძლევენ .
 ყვავილობა - კარგი მოვლის დროს საყვავილე ღეროები ამოსდის ზაფხულის ბოლოსკენ. მათ  სპეციალურ ბამბუკის ჯოხებზე ამაგრებენ.ასე ისინი სწორად გაიზრდებიან და არ გადატყდებიან. ციმბიდიუმი გარეთაა მანამ, სანამ ღამით ტემპერატურა 10-12გრ ზე არ დაეცემა.  როცა კვირტები გაშლას დაიწყებს, შეაქვთ ოთახში. ყვავილობას იგი ზამთარში იწყებს. და ეს ძალიან ლამაზი სანახავია. ერთ საუვავილე ღერზე ზოგჯერ 30მდე ყვავილია.ისინი 2 თვემდე რჩებიან  ღერზე,. თუ ლარნაკისთვის უნდათ, გადაჭრიან ძირში ფესვამდე  და დებენ წყალში, ისე, რომ არ ელოდებიან ყვავილობის დასრულებას. იგი საკმაოდ დიდხანს ძლებს ლარნაკში.

08 February 0 0

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно