როგორ უნდა მოირწყას დახურულ სისტემაში ჩარგული ფალეონოფსისი

ფაელეონოფსისი რადგან ეპიფითური მცენარეა, კარგად ეგუება ჩარგვის სხვადასხვა მეთოდებს.
დახურული სისტემა მოიაზრებს ნახვრეტების გარეშე გამჭირვალე ქოთანში ფალეონოფსისის ჩარგვას, სადაც სუბსტრატად გამოყენებულია: ხის ქერქი, ხავსი სფაგნუმი, ხის ნახშირი და კერამზიტი.
ამ სისტემას თავისი მინუსები და პლიუსები აქვს.
პლიუსი: 1) ნებისმიერ ინტერიერს უხდება მაღალ გამჭირვალე ქოთანში მოყვავილე ორქიდეა.

2) იშვიათად ჭირდება მორწყვა. დახურული სისტემა ძირითადად მათთვის არის საუკეთესო, ვინც ხშირად მოგზაურობს და რამდენიმე კვირა უწევს ყვავილის დატოვება მარტო.

მინუსი: 1) იკავებს დიდ ადგილს. დახურულ სისტემაში ფალეონოფსის ეზრდება დიდი ფესვები და ფოთლები. მოუხერხებელია მათთვის, ვისაც ბევრი მცენარე ჰყავს.

2) ქილა, რადგან არის შუშის ის მალე ცხელდება მზეზე და ასევე მალე ცივდება, რაც ფესვების გაცხელებას, ხოლო შემდეგ გადაციებას იწვევს. ფესვები რომ არ ,,მოეხარშოს“, ხოლო შემდგომ არ „გადაუცივდეს“ საჭიროა შუშის ქოთნის, როგორც მზისგან დაცვა, ასევე ცივი იატაკისგანაც.

3) თუ ქოთანში არ არის ჩაყოლებული მილი, რომელიც წყლის ამოსატუმბად გამოიყენება, მაშინ ქოთნის 90 გრადუსით გადახრა ხდება საჭირო, რომ წყალი გადმოიღვაროს. ამ დროს სუბსტრატში არსებული ფესვები მოძრაობენ სუბსტრატთან ერთად და ორქიდეა სტრესს ღებულობს.

4) გრუნტში გაუფილტრავი წყლისგან და სხვადასხვა სასუქებისგან ილექება მარილები და გრუნტი უფრო მალე ხდება შესაცვლელი.
დახურული სისტემის გრუნტში მარილები მინიმალური რაოდენობით რომ იყოს და გრუნტი დიდხანს ემასხურებოდეს ფალეონოფსის ამისათვის გაფილტრული ან უკუოსმოსური მეთოდით გამოხდილი წყლით უნდა მოირწყოს. ასეთი წყალი მარილებს არ შეიცავს. მაგრამ თვეების განმავლობაში ორქიდეას ასეთი წყლით მორწყვა იწვევს მცენარეს გამოფიტვას, რაც იმითაა განპირობებული, რომ გაფილტრულ წყალში არ არის მიკრო და მაკრო ელემენტები, რომლითაც ასევე იკვებება ორქიდეა. 
რომ დაბალანსდეს ორქიდეას კვება და მოხდეს გრუნტის დაცვა მოჭარბებული მარილიანობისაგან, აუცილებელია გაფილტრული წყლის რამდენიმე მორწყვის შემდეგ მოირწყოს ჩვეულებრივი ონკანის წყლით, რომელიც იქნება ნადგამი, ოთახის ტემპერატურის. მაგ.
3 მორწყვა გამოხდილი წყლით, ხოლო 1 მორწყვა ონკანის წყლით. ამასთან აუცილებელია ფალეონოფსისი იკვებოს სასუქით. სასუქები დიდი რაოდენობით მარილებს შეიცავენ. ამიტომ სასურველია სასუქი გაიხსნას გამოხდილ ან უკუოსმოსური სისტემით გაფილტრულ წყალში. დახურულ სისტემაში ჩარგულ ორქიდეას სასუქი უნდა მიეცეს ფოთლებიდან. ეს ხდება წვრილ პირიანი შესასხურებლის გამოყენებით. (ნაჩვენებია ვიდეოში) თავად მორწყვა ხდება ასე: შუშის კოლბა, რაშიც ფალეონოფსისია ჩარგული უნდა გადაივსოს პირამდე, თუმცა ორქიდეას ყელს არ უნდა ფარავდეს. წყალი უნდა იყოს ან ოთახის ტემპერატურის ან თბილი 30-35 გრადუსის. თუ სუბსტრატი კარგად იწოვს წყალს ორქიდეა ამ წყალში 15 წუთი უნდა გაჩერდეს, თუ სუბსტრატი დაუმუშავებელია და წყლის შეწოვა მალე არ ხდება, მაშინ 30 წთ. თბილი წყალი „მიძინებულ“ ფესვებს „აფხიზლებს“ და ზრდაში მოდიან.
ფალეონოფსის ასევე ძალიან უყვარს თბილი დუშის მიღება. იქ, ტროპიკებში, სადაც ორქიდეას სამშობლოა, წვიმა თბილია და სახლის პირობებში, თბილი დუშის დახმარებით მცენარეს ვეხმარებით მომენტალურად გახსნას ბაგეები, რომ ისუნთქოს. ბაგეები ფოთლების უკანა მხარეს არის განლაგებული. ასე მნიშვნელოვანი თუ რატომ არის ბაგეების გახსნა, ამ თემაზე საუბარი შორს წაგვიყვანს.
უფრო დაწვრილებით მორწყვის შესახებ ნაჩენებია ქვემოთ მოცემულ ვიდეოში. 


Loading the player...
02 March 0 1 163
Загрузка...
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно