მცენარეები თაგვების წინააღმდეგ

აგარაკზე მცენარეებს დაცვა სჭირდება, განსაკუთრებით მოსავალს - ბოსტნეულს, ხილს, მათ ხშირად აფუჭებენ მღრღნელები, კერძოდ- თაგვები. მათ წინააღმდეგ ყველა მეთოდი კარგია. ზოგი არც ისე ჰუმანურია. შხამმა შეიძლება შინაური ცხოველებიც მოწამლოს, ამიტომ ეძებენ შედარებით მშვიდობიან გზებს. ყველზე კარგი ამ მხრივ ისევ მცენარეებია, რომლებსაც ნახარშის სახით იყენებენ, ან ეკლების და არასასიამოვნო სუნის წყალობით დევნიან ამ არასასურველ სტუმრებს ბაღიდან. რა მცენარეებია ესენი?

1.ნარცისი - სტაფილოს, კარტოფილის დასაცავად მღრღნელებისგან გამოდგება ამ ყვავილის ბოლქვები. ზაფხულში თხრიან და კვლებს შორის აწყობენ მის ბოლქვებს ქინძის ტოტებთან ერთად, ზემოდან კი მულჩით ფარავენ. ნარცისი ტიტას ბოლქვებსაც დაიცავს მათგან. ნარცისს რგავენ ტიტების გარშემო.

2.უცუნა - ამ მცენარეს სატყუარად იყენებენ, მისი ყველა ნაწილი შხამიანია, უმეტესად იყენებენ მის თესლს -20გრ 1კგ ნებიმიერ ბურღულეულზე. შეიძლება ფქვილსაც შეურიოთ. ნარევს ყრიან მთელ ტერიტორიაზე, სადაც შეიძლება თაგვი იყოს. ეს მცენარე მშვენივრად იცავს კულტურებს, თუ ახლოსაა სადმე დარგული.

3.წყლის იელი - ბუნებრივი რეპელენტია და მცენარეებს იცავს არა მარტო მღრღნელებისგან, არამედ მწერებისგანაც. მის ტოტებს ტენიან თაგვების სოროში, ისინიც უკანმოუხედავად გარბიან.

4.ანწლი - ამ მცენრისგანაც გარბიან თაგვები. ხახვისნაირ და მრავალწლიან მცენარეების დასაცავად ანწლის ტოტებს აწყობენ ზემოდან ან შტამბურ მცენარეებს შემოახვევენ ტანზე.

5.პირეტრუმი - სადაც ეს მცენარე იზრდება, ვერც იქ ნახავთ თაგვებს.

მის ტოტებს აბამენ ზამთარში ხეხილზე, რომ მღრღნელებმა მათ ქერქი არ დაუღრღნან.

6.ქინძი - ასევე გამოდგება ამ საქმისთვის. მას თესავენ იმ ადგილებზე, სადაც ხშირად ნახულობენ თაგვებს. მის თესლს ან მშრალ ტოტებს კი ყრიან ბაღში ან ხეებს ახვევენ ტაბზე.

პომიდვრის მწვანე მასა - ეს უკვე საშემოდგომოდ ივარგებს. წვრილად ჭრიან და ახალგაზრდა ხეების და ბუჩქების ძირში ყრიან. თაგვებს არ უყვართ მისი სუნი და მერე ამ მცენარეებთან ახლოსაც აღარ მიდიან.

არსებობს ასეთი მცენარე- სამკურნალო ძაღლის ენა, რომელსაც თაგვისთვის აუტანელი სუნი აქვს. მის თესლს კი პატარა ეკლებიანი კაუჭები, რაც კარგად ეკრობა თაგვის ბეწვს, მათ კი ეს ძალიან არ მოსწონთ. რამდენიმე ეკალი მათ ბეწვზე და უკანმოუხედავად გარბიან ეზოდან. 

აბზინდასაც ვერ იტანენ თაგვები. მას ბაღის გარშემო რგავენ, ტოტებს კი კვლებში ყრიან.

სააფთიაქო გვირილა - თაგვები რომ გააქციონ, მის ყვავილებს ჭრიან და ყრიან ეზოში ან სახლში, ან კიდევ იქ, სადაც მოსავალს ინახავენ.

ასფურცელას სუნიც აფრთხობს თაგვს. კარტოფილის, ჭარხლის ან სტაფილოს დასაცავად მცენარეს კონებად ყრიან იქ, სადაც მათ ინახავენ.

თეთრი ძიძო - შეიცავს სუნიან ნივთიერებას, რასაც თაგვები ვერ იტანენ. ასე რომ, თუ ეს მცენარე ახლოსაა ბაღთან, თაგვები იქ ვერ გაჭაჭანდებიან.

სამსაგდულიანი ორკბილა - მცენარეს ცუდი სუნი და ხეშეში თესლი აქვს. თესლი ეკრობა მღრღნელს, რაც მას ძალიან აღიზიანებს.

თუ ამ მცენარეებმა არ უშველა ბაღს, მერე უკვე ხაფანგს ამზადებენ შხამიანი მცენარეების გამოყენებით.მათთან მუშაობისას ჰიგიენის წესების დაცვა აუცილებელია.

ტილჭირის გორგლებს ფხვნიან და 50გრ ს ურევენ 1კგ ფქვლს ან ბურღულს.

ლობელის შხამას ფესვების ნაყენს ასე ამზადებენ - 100გრ ფესვს დებენ 200მლ წყალში 4-5 დღე, უმატებენ მარილმჟავას. შიგ ყრიან მარცვლეულს და ელოდებიან, სანამ დაიბერება.

აბუსალათინის თესლს ფხვნიან და ურევენ რაფინირებულ მცენარეულ ზეთში.

რომელიმე ასე დამზადებულ სატყუარას დებენ თაგვების სიახლოვეს. ისინი ჭამენ მოწამლულ მარცვლეულს, ფქვილს ან ბურღულეულს, მერე კი შეგიძლიააAთ დაემშვიდობოთ სამუდამოდ. ჩვენი ჯგუფი ფეიზბუქში, შეგიძლიათ დაგვისვათ კითხვები სახლის მცენარეები და ყვავილები

13 January 0 331
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно