დიხონდრა - მოვლა სახლის პირობებში (Dichondra)


მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა ხვართქლასებრთა ოჯახიდან. ბუნებაში გვხვდება ამერიკა- ავსტრალია - აღ აზიაში. იგი ცხოვრობს ტენიან ტროპიკულ ტყეებში და ჭაობიან ადგილებში, სახელი ბერძნულია და ითარგმნება, როგორც 2 მარცვალი, მისი ნაყოფის თავისებური აგებულების მიხედვით.

მცენარეს აქვს გრძელი მხოხავი ტოტები, ამიტომ მას ზრდიან ამპელურად. დაფესვიანებაც ადვილად შეიძლება. მათზე მრგვალი ფოთლები მოპირდაპირე განლაგებითაა 3 სმ იან ყუნწებზე. აქვს წვრილი ყვავილი - ლილისფერი, მომწვანო ან თეთრი.

სახლში უმეტესად ზრდიან ვერცხლისფერ დიხონდრას, რომელსაც 2 სახესხვაობა აქვს - ზურმუხტისფერი ჩანჩქერი და ვერცხლისფერი ჩანჩქერი.

მოვლა - განათება მცენარეს სჭირდება განსხვავებული სახეობის მიხედვით. მწვანე ფოთლიან სახეობას შეუძლია ჩრდილშიც და მზეზეც გაიზარდოს. ვერცხლისფერს კი მხოლოდ მზიანი ადგილი სჭირდება.

ტემპერატურა - წლის დროის მიუხედავად სჭირდება 18-25 გრ. ზამთარში10გრ ზე ნაკლები არ უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მცენარე ვერ გაუძლებს და მოკვდება.

ჰაერის ტენიანობა - იგი იზრდება დაბალი ტენიანობის პირობებშიც, მაგრამ დადებითად რეაგირებს ფოთლების რეგულარულ დანამვაზე

მორწყვა - ქოთნის ძირში იყრება დრენაჟის სქელი ფენა, რადგან მცენარე ვერ იტანს დაგუბებულ წყალს. რწყავენ უხვად, მაგრამ ისე, რომ ფესვები არ დაუპლეს. თუ მორწყვა დაგავიწყდათ, ცოტა ხნს გაუძლებს უწყლობას. მორწყვის მერე სწრაფად გამოსწორდება მისი მდგომარეობა.

ნიადაგი - პრეტენზიული ნიადაგისადმი არაა. ოპტიმალურია უნივერსალური გრუნტი დეკორატიულფოთლიანი მცენარეებისათვის.

საკვები - თუ დარგვისას ნიადაგში არ იყო შეტანილი სასუქი, თვეში 2ჯერ კვება სჭირდება აპრილიდან სექტემბრამდე. სასუქად გამოდგება დეკორატიულფოთლიანი მცენარეებისთვის ვარგისი სასუქი. ზამთარში და შემოდგომაზე მცენარე მოსვენების პერიოდშია და კვება არ სჭირდება.

გადარგვა - იგი ერთწლიანია, ამიტომ ყოველ გაზაფხულზე აკალმებენ.

ზამთარში - მოზრდილი მცენარე გადააქვთ გრილ შენობაში, სადაც ის მოსვენების პერიოდს ატარებს გაზაფხულამდე. გამოღვიძების მერე ამონაყარს აშორებენ დედა მცენარეს და თავიდან რგავენ, როგორც დამოუკიდებელ მცენარეებს.

გამრავლება - შეიძლება თესლით, გადაწვენით ან კალმით. ითესება გრუნტში გაზაფხულის დასაწყისში, ასათბურებენ 22-24 გრ ზე. პერიოდულად ანიავებენ და ნამავენ. დაახლოებით 2 კვირაში ამოდის, იზრდება ნელა, ზრდასრული 3- 4 თვეში ხდება. 

უფრო ადვილია დაკალმება. მცენარეს აჭრიან 5-6 სმ სიგრძის ტოტებს. აფესვიანებენ დასათბურებულ მდგომარეობაში.

ყველაზე მარტივი კი გადაწვენაა. მცენარის ტოტს დებენ მიწაზე, ამაგრებენ რამდენიმე ადგილზე და აყრიან ტენიან მიწას ზემოდან. ფესვიანდება ერთ კვირაში, როდესაც ყველა მიმაგრებულ ნაწილს გამოუვა საკუთარი ფესვი, მათ აცალკევებენ

დაავადებები - ძალიან იშვიათად ავადდება. საკმაოდ გამძლეა მავნე მწერების მიმართაც, მაგრამ მცენარის კომბინირება პეტუნიასთან ან სხვა ასეთ საკარანტინო ერთწლიან მცენარეებთან შესაძლოა იმუნიტეტის სწრაფი დაქვეითების მიზეზი გახდეს. შემოგვიერთდით ფეიზბუქ ჯგუფში: სახლის მცენარეები და ყვავილები


 



28 December 0 487
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно