ბეგონიას დაფესვიანება

ბეგონიას ფოთოლს შეუძლია რამდენიმე ახალი მცენარე მოგვცეს, თუ ფოთოლი დიდია, შვილეული ფოთლების რაოდენობა ათეულებს აღწევს. დიდი ფოთლის ერთიანად დაფესვიანებას აზრი არ აქვს. შთამომავლობის მისაღებად პატარა  ნაწილიც საკმარისია ძარღვით. დასაფესვიანებელი ფოთოლი ჯანმრთელი უნდა იყოს, დაზიანების გარეშე. სოკოს და მავნებლების გარეშე. მექანიკურ დაზიანებას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ისედაც ნაწილებად უნდა დაიჭრას.
რაც უფრო მეტი ძარღვი აქვს ფოთოლს, მით მეტი შვილეული მცენარის მიღება შეიძლება. ბასრი ინსტრუმენტით ვჭრით ფოთოლს, ფოთოლსაც ფრაგმენტებად ვანაწილებთ ისე, რომ ყველა ნაწილს მთავარი ძარღვი  ჰქონდეს. შეიძლება ეს ნაწილები ერთ ჭურჭელშიც ჩავრგოთ დასაფესვიანებლად. 
იმისთვის, რომ ფრაგმენტები დაფესვიანდეს, სუბსტრატი უნდა იყოს ღარიბი და ფხვიერი. შეიძლება ტორფის აბების გამოყენებაც, ერთჯერად ჭურჭელში აუცილებელია სადრენაჟე ნახვრეტის გაკეთება.  ახალჩარგული ფრაგმენტებიანი ჭიქები უნდა დაიდგას სათბურში. მაღალი ტენიანობის ქვეშ ისინი მალე დაფესვიანდებიან და ამონაყარსაც მალე გაიკეთებენ.დაფესვიანების მერე მათი ამოღება სათბურიდან შესაძლებელია, ჰაერის ჩვეული ტენიანობის -50 % დროს შვილეული მცენარეები ნელა, მაგრამ უფრო ძლიერი გაიზრდებიან.
თარგმანი თამარ სუპატაშვილის

29 January 0 0

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно