აპტენიას მოვლა


იგი მარადმწვანე სუკულენტური მცენარეა, სამშობლო აფრიკა და ამერიკის სამხრეთ ნაწილია. მისი სახელი - აპტენია - უფრთოს ნიშნავს და მიუთითებს თესლის აგებულებაზე.

იგი ნიადაგმფენი მცენარეა ხორციანი ტოტებით და ოვალური წვნიანი ფოთლებით. საოცრად ეფექტურია ყვავილობისას - ბევრი მეწამული ფერის პატარა მკვეთრი ყვავილით. მოგვიანებით მათ ადგილს მრავალკამერიანი კოლოფი - ნაყოფი იკავებს. თითო კამერაში ერთი მუქი ფერის მსხვილი თესლია.

სახლში უმეტესად ზრდიან გულისებრფოთლიან აპტენიას. მას წახნაგოვანი ნაცრისფერ-მომწვანო სქელი ღერო აქვს და ზედ მოპირდაპირედ ზის ლანცეტისებრი ან გულის ფორმის ფოთლები. ყვავილები ტოტების ბოლოებში ან ფოთლის უბეებში ვითარდება და მეწამული, იასამნისფერი ან ვარდისფერია.

მოვლა - არც ისე რთულია.

განათება - ზაფხულში მას გარეთ დებენ მზიან ადგილზე. სახლში ზაფხულში ჩამოფარება სჭირდება, რომ მზის პირდაპირი სხივებისგან დაიცვან.

ტემპერატურა - აქტიური ზრდის დროს გაზაფხულიდან შემოდგომამდე სჭირდება 22- 25 გრ. ზამთარში კი კომფორტულადაა სიგრილეში - 8-10 გრ ზე. თუ ასეთ პირობებს ვერ უქმნით, მაშინ დამატებითი განათება დასჭირდება.

ჰაერის ტენიანობა - იგი ერთერთი იმ იშვიათთაგანი მცენარეა, რომლის გაზრდაც მშრალ ჰაერზე შეიძლება. მაგრამ ზამთარში მისი დადება გამათბობელთან მაინც არ ივარგებს.

მორწყვა - გაზაფხულ-ზაფხულში ზომიერად ირწყვება, ზამთარში- ნოემბერ-თებერვალში იშვიათად, ხოლო დეკემბერ- იანვარში საერთოდ არ რწყავენ, თუ ტემპერატურული რეჟიმი დაცულია. მორწყვა სჭირდება მიწის ბოლომდე გაშრობის მერე. თუ წყალი აკლია, მისი ფოთოლი იჭმუხნება.

ნიადაგი - ოპტიმალური შემადგენლობა: კორდის მიწა და ქვიშა თანაბარი ოდენობით.

კვება - გაზაფხულიდან შემოდგომამდე სჭირდება თვეში ერთხელ კომპლექსური სასუქი სუკულენტების და კაქტუსებისთვის.

გასხვლა- დეკორატიულობის შესანარჩუნებლად მას სხლავენ, უმეტესად შემოდგომაზე, ვინაიდან მცენარე ზაფხულში ყვავილობს. თუ ზამთარში მას ტოტები გაეწელა და გაუშიშვლდა, მათ აჭრიან ზამთრის ბოლოს. 

გადარგვა - მცენარე სწრაფად იზრდება და მერე ქოთანში უჭირს, ფესვები მთლიანად ავსებს ქოთანს, ეს გარეგნობაზეც აისახება. ასეთ დროს მას გადარგავენ ხოლმე. ეს

სასურველია ზაფხულში მოხდეს, ახალი ქოთანი შედარებით დიდი უნდა იყოს. ქოთნის ძირში კი დრენაჟი უნდა ჩაიყაროს. გადარგვის მერე 3-4 დღე მცენარე შეიძლება არ მოირწყას.

გამრავლება - უპირატესად თესლით ან ტოტით ხდება. მარტივია ტოტის დაფესვიანება. ზრდასრულ მცენარეს აჭრიან ტოტს, აშრობენ რამდენიმე საათი ბნელ მშრალ ადგილას. მერე კი აფესვიანებენ წყალში, სველ ქვიშაში ან მსუბუქ გრუნტში. დაფესვიანება ხდება დაახლოებით 15 დღეში, მერე ტოტებს რგავენ ცალკე ქოთნებში.

თესლით გამრავლება რთულია და დიდი დრო უნდა. თესლს ანაწილებენ ქვიშიან მიწაზე, ზემოდანაც აყრიან ცოტას. ნათესი სწრაფად ამოდის, მერე კონტეინერი გადააქვთ ნათელ თბილ ადგილზე - 21 გრ ზე. რწყავენ ფრთხილად, რომ არ გადააჭარბონ და ნათესი არ დალპეს. ერთი თვის მერე ხდება პიკირება ცალკე ქოთნებში.

პრობლემები - მცენარე იშვიათად ავადდება ასევე იშვიათად ემტერება მწერებიც. თუმცა არასწორი მოვლისას იგი ავადდება.

მწერებიდან ზოგჯერ სტუმრობს ბუგრი. იგი ადვილი შესამჩნევია. იკვებება მცენარის წვენით, ამიტომ აპტენია მალე ხმება. კიდევ აწუხებს აბლაბუდა ტკიპაც, რომელიც ფოთლებზე აბამს ქსელებს. ისიც მცენარის წვენით იკვებება, რაც ასევე იწვევს ფოთლის ხმობას და ცვენას. მწერებს ებრძვიან ხახვის ან ნივრის ნაფცქვენების, ან თამბაქოს ნაყენით, ან კიდევ ინსექტიციდებით.

ჭარბი აზოტიანი სასუქით კვებისას ფესვები და ტოტები შეიძლება დაულპეს. ასეთ ნაწილებს აჭრიან, გადანაჭერს ამუშავებენ ფუნგიციდებით, მერე რგავენ ახალ ქოთანში. ზოგჯერ იცვენს ფოთოლს ჭარბი ან არასაკმარისი მორწყვის ან თბილი გამოზამთრების პირობებში. მან შეიძლება არ იყვავილოს, თუ აკლია განათება ან გამოიზამთრა სითბოში.

შეიძლება მცენარე დალპეს, თუ იგი ჭარბადაა მორწყული ან სასუქი გადამეტებულად მიეწოდა. ჩვენი ჯგუფი ფეიზბუქზე სახლის მცენარეები და ყვავილები

18 November 0 1 235
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно