ორქიდეა ფანჯრის რომელ მხარეს უნდა იდგეს

სამხრეთის ფანჯარა: ყველაზე ნათელი ფანჯარაა განსაკუთრებით ზამთრის სეზონზე, აქ ყველაზე კარგად გამოიზამთრებენ თქვენი ორქიდეები. თუ დაბალ სართულზე ცხოვრობთ, ხოლო ფანჯრის წინ დიდი ხე დგას მზეს არ შემოუშვებს ფანჯარაში. ასეთ შემთხვევაში კარგ ვარიანტად ვერ ჩაითვლება.

თუ სინათლის საზომი ერთეულით   ვიტყვი ციფრებში, ფალეონოფსის ჭირდება 8 000 - დან 25 000 - მდე ლუქსი, ხოლო სამხრეთის ფანჯარაზე ზამთარში, როდესაც მზიანი ამინდია არის 7000 - დან 12 000 - მდე  ლუქსი, ხოლო მოღრუბლულ ამინდში 2.000-3.5000 ლუქსი.

გაზაფხულზე და ზაფხულში ეს ფანჯარა ძალიან ცხელია. აქ 70.000 ლუქსამდე ადის სინათლე.

ასეთ სიცხეს შეუძლია ფოთლების დამწვრობა გამოიწვიოს. საქმე იმაშია, რომ მკვეთრი განათების დროს აქტიურად ორთქლდება ქოთნიდან წყალი. სუბსტრატში როდესაც არ არის ტენი, ფოთლები კი ფესვებს სიგნალს გადასცემს, რომ წყლის მოხმარების დროა, სწორედ ამ დროს ხდება ფოთლების დამწვრობა. ეს შემდეგნაირად გამოიყურება:

კარგად მორწყილი სუბსტრატის შემთხვევაში ფოთლების დამწვრობის შანსი ნაკლებია. თუმცა უნდა ითქვას რომ ფოთლების დამწვრობის შესაძლებლობა მაინც არსებობს. აქ მზე დღის განმავლობაში დგას 6-8 საათამდე. მაღალ ტემპერატურაზე  პირდაპირი მზის სხივები ქოთანს აცხელებს, ცხელდება ფესვები და ფესვური სისტემა გადახურებას ვერ უძლებს, ჯერ ხმება, შემდეგ კი ლპება გამხმარი ფესვები. ამიტომ გარკვეულ ტემპერატურაზე შესაძლებელია აქ ფალეონოფსისების გაჩერება.

თუ ორქიდეას ფოთლებმა ფერი შეიცვალეს, და მათზე გაჩნდა ღია ლაქები ზაფხულის მწველ სინათლეს მოარიდეთ და გადადგით ფანჯარასთან მაგიდაზე, ან დღის ფარდა ჩამოაფარეთ ორქიდეებსა და მინას შორის. ეს კეთდება იმიტომ, რომ მინიმუმამდე დავიდეს ფოთლების გადახურება.

დასავლეთის ფანჯარა: გაცილებით მისაღები ვარიანტია ზაფხულის სეზონისთვის. რადგან აქ მზე იჭყიტება მხოლოდ დღის 2-3 საათის შემდეგ, 4 საათით. მაგრამ ზამთარში ბევრად უფრო ჩრდილიანი მხარეა. დასავლეთის ფანჯარაზე ზაფხულში სინათლე ფიქსირდება 20 000-დან 40 000-მდე ლუქსი, ხოლო ზამთარში  5.000-8.000 ლუქსი, რაც ზოგიერთი ფალეონოფსისი ჯიშისთვის კარგი ტემპერატურაა.

აღმოსავლეთის ფანჯარა:

მხოლოდ ზაფხულშია კარგი. მაგრამ ძალიან ბნელია ზამთრისთვის. ციფრულ ექვივალენტში ზამთრის სეზონზე აქ არის 2.000-4.000 ლუქსი, ხოლო ზაფხულში 20.000 ლუქსამდე. ესეც დილის 8 საათიდან 12 საათამდე.

ჩრდილოეთის ფანჯარა:

ბუნებრივი განათების თვალსაზრისით ზამთარშიც და ზაფხულშიც ეს ფანჯარა ყველაზე ბნელია. ციფრულ ექვივალენტებში აქ ზაფხულში 7.500 , ხოლო ზამთარში 300-500 ლუქსია. ორქიდეას ძალიან ცოტა ჯიში ძლებს ასეთ განათებაზე მხოლოდ თავს კარგად. 

ამიტომ ჩრდილოეთს ფანზარაზე გირჩევთ ფიტო ნათურების დამაგრებას.

გახსოვდეთ, რომ ორქიდეას კარგად ყოფნა არ განისაზღვრება ხშირი მორწყვით, დანამვით, გრუნტის სწრაფი გამოშრობით, სტიმულატორების , სასუქების მოხმარებით და ა.შ. რასაც მუდმივად გვეუბნებიან და გვარიგებენ როდესაც ორქიდეას პირველად ვყიდულობთ. ეს ყველაფერი მეორე რიგის ზრუნვაა. მთავარი და უმნიშვნელოვანესი ფაქტორი მცენარეზე სინათლის ზემოქმედებაა. ოპტიმალური სინათლე- ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ორქიდეას მოვლის დროს. ჯერ შეურჩიეთ ფანჯრის რაფაზე თქვენს ორქიდეას კარგად განათებული ადგილი და დააკვირდით როგორ ვითარდება, ხოლო შემდეგ სექტემბრიდან მარტის თვის ჩათვლით დაახმარეთ ფიტო ნათურები, ისეთი , რომელიც ფოტოსინთეზისთვის გამოდგება, ასეთი ნათურები გამოასხივებენ ლურჯ და წითელ ტალღებს.
ჩვენი ჯგუფი ფეიზბუქში მოცემულია ლინკის სახით: https://www.facebook.com/groups/OrqideisMovladamatiMetodebi/ 


Loading the player...
14 October 0 3 113
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно