მაგნოლია

 გვარში გაერთიანებულია 80 მდე სახეობა, ბუნებაში გვხვდება აღ და სამხრეთ აზიაში, სუმატრაზე, ცენტრ ამერიკაში. სახელი ეწოდა ბოტანიკოს პიერ მაგნოლის პატივსაცემად. რელიქტური მცენარეა და ხარობდა ჯერ კიდევ ადამიანის გაჩენამდე დედამიწაზე. იგი ნაპოვნია იურიული პერიოდის  ნამარხებში, ასე რომ, შეიძლება ითქვას, -მაგნოლია ყვავილების დინოზავრია. ევროპაში მე 17 ს დან გამოჩნდა, მას რგავდნენ სასახლეების ბაღში,  ძალიან ლამაზი მარადმწვანე ან ფოთოლმცვენი ხეა, მაქსიმალური სიმაღლე 30მ მდე. აქვს პრიალა სქელი ტყავისებრი ფოთლები და ულამაზესი დიდი, სახეობის მიხედვით სრულიად განსხვავებული ყვავილები. გვირგვინის ფურცლები გრძელია , 6-15, ვარსკვლავის ფორმა აქვს ხშირად, ფერიც ბევრნაირია - თეთრი, ვარდისფერი, მეწამული, მოყვითალო, აქვს სასიამოვნო სურნელი. თუმცა ხანგრძლივად მასთან ყოფნისას ზოგჯერ თავს ატკიებს მისი სუნი, თავბრუსხვევას და იშვიათად გონების დაკარგვასაც იწვევს, ყვავილობის მერე რჩება გირჩის მგავსი ნაყოფი, სადაც თესლი მწიფდება.

სახეობები - ყველაზე გამძლე აზიური სახეობებია, კერძოდ, მაგნოლია კობუს - იაპონიიდან, უპრეტენზიო და ადვილი მოსავლელია. იზრდება 5 მ მდე, უხვად ყვავილობს ყოველწლიურად აპრილ-მაისში, ზრდიან თესლიდან ან ნერგით.

ტირიფისფოთოლა - ხე პირამიდული ვარჯით, ასევე იაპონიიდან, ყვავილობას იწყებს აპრილში თეთრი ზარის ფორმის ყვავილებით.

შროშანისებრყვავილა - ჩინეთში იზრდება, უხვად ყვავილობს მეწამული ფერის ბოკალის ფორმის ყვავილებით.

სულანჟის - სელექციური სახეობაა, ყინვას უძლებს, მაგრამ პრეტენზიულია, 5 ქვესახეობა აქვს. ყვავილობს უხვად  ვარდისფერი, ვარდისფერ-წითელი, მუქი მეწამული,თეთრ-ვარდისფერი ყვავილებით. შიშველი - ყველაზე ლამაზია, მაღალი ბუჩქია. ყვავილობს დიდი კრემისფერ-თეთრი ყვავილებით.

გამრავლება - შეიძლება თესლით, საჰაერო გადაწვენით ან კალმით.

დათესვა - თესლი გახვეულია წითელ ცხიმიან გარსში, რაც იცავს თესლს გამოშრობისგან,-მერე იგი ამოსვლის უნარს ჰკარგავს. თესლს აცლიან ამ გარსს და  თესავენ ყუთში, მერე კი ინახავენ გრილ ადგილზე - 6-10გრ ზე 4-5 თვე, რეგულარულად ნამავენ, 6 თვეში ნათესი ამოდის, მათ სხვა ქოთნებში რგავენ, რომლის სიმაღლე არანაკლებ 30სმ ია. პირველ წელს ნელა იზრდება. ივნისში ამოსდის პირველი ნამდვილი ფოთლები, აქტიურ ზრდას კი აგვისტოდან იწყებს. მცენარეს რეგულარულად კვებავენ მინერალური სასუქით აგვისტოს ბოლომდე. მერე იგი სწრაფად იზრდება და 1,3მ ს აღწევს, მაგრამ ასეთ მცენარეს უჭირს გამოზამთრება ღია გრუნტში. რის გამოც აციების მერე შეაქვთ ნათელ და შედარებით გრილ ოთახში. როდესაც ფოთოლს დაიცვენს, გადააქვთ სარდაფში. თუ ფოთოლს შეინარჩუნებს, მათ მაინც აჭრიან. გაზაფხულზე გადარგავენ ღია გრუნტში. ამგვარად მცენარის გაზრდა ცოტა რთულია, მაგრამ უპირატესობა აქვს - პირველ სეზონზე სწრაფად იზრდის მასას, მერე ადვილად უმკლავდება  სირთულეებს, მაგრმ დათესვიდან ყვავლობამდე სულ ცოტა, 10-12 წელია.

დარგვა  ღია გრუნტში - ეს უფრო სწრაფი და ძვირიანი მეთოდია, ყიდულობენ დაახლოები 1 მ სიმაღლის ნერგს მიწიანად. იმისთვის, რომ იმავე სეზონზე იყვავილოს, ნერგს უნდა ჰქონდეს 2 კვირტი მაინც. რგავენ აპრილში ან ოქტომბერში მზიან უქარო ადგილზე ჰუმუსიან ნიადაგში, ორმოს ზომები 2ჯერ მეტი უნდა იყოს, ვიდრე თან მოყოლილი მიწა. ორმოში ჯერ ყრიან კომპოსტს და ძვლის ფქვილს, დარგულ მცენარეს მიწას კარგად უტკეპნიან, გარშემო უკეთებენ თხრილს რგოლად  წყლისთვის.

მას ბევრი სასარგებლო თვისება აქვს და ხალხურ მედიცინაში იყენებენ ჭრილობის შემხორცებლად, რევმატიზმის, საჭმლის მომნელებელი სისტემის, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის, გასტრიტის, კოლიტის, არტერიული წნევის, ტემპერატურის  დროს, ასევე თმის ცვენის, კბილის და გულის ტკივილის, ბრონქული ასთმის და პნევმონიის, სიმსივნის საწინააღმდეგოდ

მოვლა ადვილია - რწყავენ უხვად, მხოლოდ ახალგაზრდა მცენარეს,  გვალვა თუ დიდხანს გაგრძელდა, - მოზრდილ მცენარესაც. ზამთარში დაფარება ახალ ნერგებს უნდა 3 წლამდე. დიდი მცენარე კი -30 გრ ყინვსაც უძლებს, გაზაფხულზე სჭირდება მულჩირება ტორფით ან კომპოსტით, აშორებენ გამხმარ ტოტებს, გასხვლა უნდა ახალგაზრდა მცენარეს მხოლოდ დეკორატიულობის მიზნით,  მიწა ფრთხილად უნდა გაფხვიერდეს, სარეველები კი ხელით მოითხაროს, მისი ზედაპირული ფესვების გამო. მას გადარგვა არ უყვარს, ამიტომ პირდაპირ მუდმივ ადგილზე რგავენ. მცენარე უხვად იტოტება და მის გარშემო არაფერს რგავენ 4მ რადიუსში. ჩვენი ჯგუფი ფეიზბუქში: ყვავილების მოვლა და მათი მეთოდები
 
12 October 0 933
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно