უცვეთელა - ბაღის ჟასმინი

ეს ერთერთი ყველაზე პოპულარული ლამაზადმოყვავილე და სურნლოვანი მცენარეა, მსგავსი სურნელის გამო ხშირად ერევათ ჟასმინში, რასაც ზრდიან ოთახში ან ორანჟერეებში.

მას ლათინური სახელი - Philodelphus  ეწოდა ეგვიპტის მეფის პტოლომეუს ფილადელფოსის სახელის მიხედვით. ბუნებაში გვხვდება ჩრ ნახევარსფეროში, ამერიკასა და აზიაში. მისი 60 მდე სახეობა არსებობს, უმეტესობა კულტურაშია. რუსული სახელი - чубушник ეწოდა რბილი მერქნის გამო, რისგანაც ამზადებდნენ ჩიბუხებს. მცენარის ყვავილებს ჯიშების მიხედვით სრულიად განსხვავებული სურნელი აქვს სელექციონერებიც ამ მომენტს უთმობენ დიდ ყურადღებას ახალი ჰიბრიდის გამოყვანისას. სურნელი მერყეობს ოდნავ შესამჩნევიდან მკვეთრამდე. არის ხილის, კენკრის სურნელიანი, გამონაკლისია ხუჭუჭა ფორმები, რომლებსაც პრაქტიკულად არ აქვთ სუნი, თუმცა სამაგიეროდ ყვავილობაა ხანგრძლივი. მცენარე სწრაფად გავრცელდა, რადგან ადვილად მრავლდება ტოტით და თესლით. მე 18 ს ში რუსეთში მხოლოდ მეფის ბაღებში ხარობდა ვარდთან და იასამანთან ერთად. ევროპაში იგი მე 14 ს ში მოხვდა მცენარე ჰორტენზიასებრთა ოჯახს ეკუთვნის. ფოთოლმცვენი ბუჩქია ტოტზე მოპირდაპირედ განლაგებული მარტივი დიდი ფოთლებით. ყვავილი თეთრი, შეკრული მტევნებად გვერდითა ტოტებზე, ყვავილობს მაისში, ყვავილობა გრძელდება 10 დღემდე. 

მარტივ ფორმებს გვირგვინის 4 ფურცელი აქვს, მტვრიანები -ბევრი. ნაყოფი კოლოფია ბევრი წვრილი თესლით. ბუჩქი იზრდება 1-4 მ მდე კარგად გადაშლილი ვარჯით, გვარში გვხვდება ყინვაგამძლე და სითბოსმოყვარული სახეობები.

სახეობები - პოპულარულია - კავკასიური, ჩვეულებრივი, მსხვილყვავილა, წვრილფოთოლა, ლემუანის და კიდევ ბევრი ჰიბრიდული ჯიში.

მოვლა - მუდმივ ადგილზე მცენარე ირგვება შემოდგომაზე. ასეთ დროს ადვილად ეგუება გარემოს. მიწა უნდა იყოს ნოყიერი, მსუბუქი, დრენირებული. სწორი მოვლით და გასხვლით ერთ ადგილზე 20-40 წელი ცხოვრობს. მერე გაახლება სჭირდება.  ნიადაგის მჟავეობის მიმართ პრეტენზია არ აქვს და იზრდება როგრც სუსტად მჟავე, ისე ტუტე ადგილზეც.

დარგვისას ფესვის ყელი 2-3 სმ ით ღრმად უნდა იყოს მიწაში. სხვა მცენარეებისგან და ერთმანეთისგან დაშორება 0,5-1,5 მ უნდა იყოს.

იგი ტენის მოყვარულია და ცხელ თვეებში ყოველკვირეული მორწყვა სჭირდება.მორწყვის მერე კი სარეველების მოშორება.

გაზაფხულობით უსხამენ ნაკელიან ხსნარს ან კომპლექსურ სასუქს შედარებით ჭარბი აზოტით. ყვავილობის მერე კი ფოსფორ-კალიუმიან სასუქს ან ხის ნაცარს. მზეზე მისი ყვავილები უფრო დიდია და უხვადაც ყვავილობს. ჩრდილში კი დეკორატიულობის შესანარჩუნებლად გასხვლა სჭირდება.ყვავილი მცენარეს ერთწლიან ტოტებზე ამოაქვს, ამიტომ ყვავილობის მერე აჭრიან  ამ ტოტებს. გასხვლით შეიძლება  მიშვებული ბუჩქის გაცოცხლებაც. ამიტომ ადრე გაზაფხულზე ფესვამდე აჭრიან ბევრ ტოტს და მხოლოდ რამდენიმე ძლიერს ტოვებენ, მაგრამ მათაც ამოკლებენ 25-30 სმ მდე. მიძინებული კვირტებიდან ახალი ტოტები იზრდება, მერე კი ლამაზი ვარჯი ყალიბდება.

 ჯუჯა და ოქროსფერფოთლიან ჯიშებს ჩრდილში საერთოდ არ რგავენ. გაზაფხულზე სანიტარულად სხლავენ. გაზაფხულ-შემოდგომაზე კი- ფორმირებისთვის და მცენარეზე სხვადასხვა წლოვანების ტოტებს ტოვებენ - 3-5 ცალ ერთწლიანს, 3 ორ-სამწლიანს,3-5 ოთხწლიანს. ექვს და მეტწლიან ტოტებს მთლიანად აშორებენ10 წლის მერე კი  ძლიერ გასაახალგაზრდავებელი გასხვლა სჭირდება. ბუჩქი სწრაფად იზრდება განში, ივითარებს უამრავ ტოტს, ისინი იწელება და ცუდად იზამთრებს, შეიძლება მოიყინოს და მოკვდეს კიდეც.

გამრავლება - უმეტესად მწვანე და გახევებული ტოტებით ამრავლებენ ივლისში და თებერვალში. შეიძლება თესლითაც გამრავლდეს, მაგრამ ჯიშის თვისებები არ ნარჩუნდება. 

თესლი გროვდება, როდესაც კოლოფი გაყვითლდება. მას აგროვებენ, აშრობენ, სანამ გასკდომას არ დაიწყებს. თესლი ცვივა. მათ ინახავენ ქაღალდის პაკეტებში სიგრილეში. ითესება ზამთარში წინასწარ მომზადებულ კვლებზე ან ჩითილებად სათბურში ან ორანჟერეებში.

თესლი წინასწარ ლბება თბილ წყალში სამი დღე, მერე თესავენ ყუთებში ზედაპირულად. 2 კვირაში ნათესი ამოდის, ერთ თვეში კი პიკირება იწყება. კიდევ ერთი მეთოდი გადაწვენაა, შეიძლება ბუჩქის დაყოფაც ან ფესვის ამონაყრით გამრავლებაც.

ზოგადად, იგი ადვილად მრავლდება ვეგეტატიურად. ერთ წელში ახალი მცენარეები ჩვეულებრივ ნერგებად იქცევა. ასეთი გზით ჯიშის თვისებები ნარჩუნდება.

დაავადებები - არასწორი მოვლისას ემართება ჟანგა, ნაცრისფერი ლპობა, სეპტორიოზული ლაქოვნება. მცენარეს ეტანება ბუგრი, აბლაბუდა ტკიპა, გრძელცხვირა. დაავადებულ მცენარეს ამუშავებენ ინსექტიციდებით და ფუნგიციდებით კვირტობისას, კოკრობისას და ყვავილობის მერე.

ჯგუფურ კომპოზიციებში - უცვეთელა კარგად ეწყობა სხვა ლამაზად მოყვავილე მცენარეებს - ჰორტენზიებს, ვეიგელას, გრაკლას. ეფექტურია ხეებთანაც მათი აჟურული ვარჯის ფონზე. დაბალ ჯიშებს რგავენ როკარიუმებში ან ალპურ გორებზე. მაღალ ჯიშებს გზის პირას ან ღობის გაყოლებაზე რგავენ ცოცხალ ღობედ. შეიძლება უცვეთელას და სხვა მოყვავილე მცენარეების ერთად დარგვით უწყვეტად მოყვავილე ჯგუფების შექმნა.

შეიძლება ფუმფულა და უსუნო უცვეთელას დარგვა მათი სიმაღლე 3 მ მდეა და ყვავილობენ ივლისში. თუ კომპოზიციას მრგვალი ფორმა აქვს, გარშემო ურგავენ დაბალ ჯიშებს, 2 მ მდე სიმაღლით, ივნისში მოყვავილეებს. მომდევნო იარუსი კიდევ უფრო დაბალია - ისინი ყვავილობენ ივნის-ივლისში, და სულ 30 სმ იზრდებიან.

მეზობლები -  უცვეთელასთვის კარგი მეზობლებია ასკილი, იასამანი, გრაკლა. ლამაზია შემოდგომაზე, როდესაც ფოთლები უყვითლდება სხვა მეწამულფერიანი ფოთლების მქონე მცენარეების გვერდით- წითელ ნეკერჩხალთან, სკუმპიასთან.

სურნელოვანი ჯიშები - სასიამოვნო მარწყვის სურნელი აქვს ჯიშებს: წვრილფოთოლას; “საჰაერო დესანტს”. ძლიერი სუნი აქვს “ლემუანს”, “ბელ ეტუალს”, გვირგვინოსანს.

უსუნო ჯიშები - ვისაც სუნზე ალერგია აქვს, მათთვის შეიძლება სუსტად სურნელოვანი ან უსუნო ჯიშების შეთავაზება. ესენია დიდყვავილა, ჩვეულებრივი, და სხვ. ბაღში სხვადასხვა ჯიშის უცვეთელას დარგვით ლამაზი კომპოზიციების შექმნა შეიძლება. ჩვენი ჯგუფი ფეიზბუქში დააჭირეთ და გადადით სახლის მცენარეები და ყვავილები 
 

27 September 0 1 662
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно