რუდბეკია - მზე ეზოში

ეს ლამაზი მცენარე საოცრად უხდება ნებისმიერ ეზოს. მისი მკვეთრი ყვავილებით ყურადღებას აუცილებლად მიიქცევს. სახელი მცენარეს კლინემ უწოდა შვედი ბოტანიკოსების მამა-შვილის რუდბეკების პატივსაცემად. მას ბევრი ხალხური სახელიც აქვს - მზის ქუდი, შავთვალა სუზანა და სხვ, წარმოშობით ჩრ ამერიკიდანაა. მიეკუთვნება ასტრისებრთა ოჯახს. გვარში 40 მდე  სახეობაა, მცენარე ფესურიანია, მრავალწლიანი უპეტესად, აქვს სწორი მაღალი  ღერო - სახეობის მიხედვით 50-200სმ. ფოთლები 5-20სმ სიგრძის, ქვემოთ ყუნწიანია, ზედა ნაწილში კი ტოტზე ზის. და თასისებრი ან კალათა ყვავილედი 15 სმ დიამეტრით. ყვავილი სხვადასხვა ფერისაა - მკვეთრი ყვითელი, ნარინჯისფერი, ყავისფერი. გული კი შავი, მუქი ყავისფერი ან  ყვითელი. ნაყოფი მოგრძო თესლურაა. წვრილი, ნაცრისფერი თესლი ამოსვლის უნარს 2-3 წელი ინარჩუნებს.

გამრავლება - შესაძლებელია ფესურის გაყოფით ან თესლით. ითესება  ღია გრუნტში ივნისში კვლებში 15 სმ დაშორებით. ზემოდან თხლად აყრიან მიწას, მერე კარგად ნამავენ. შემოდგომაზე ამოდის როზეტები, მომდევნო წელს კი უკვე ბუჩქად ყალიბდება და იყვავილებს კიდეც. მას თვითჩათესვაც ახასიათებს.

ფესურის გაყოფა ხდება შემოდგომაზე.

დარგვა - მცენარე არ ითხოვს დიდ ყურადღებას, ხარობს თიხნარზეც, მოსწონს მზიანი ღია ადგილი,, მაგრამ ცუდად იტანს გვალვას,

მიწა წინასწარ უნდა მომზადდეს- იღებენ ორმოს. მიწის ზედა ფენას ცალკე დებენ, ქვედას - ცალკე, მერე ზედას აბრუნებენ ორმოში, რწყავენ, შეიძლება მულჩირებაც, ჩითილებისთვის მცენარეს თესავენ აპრილში, ნამავენ და ზრდიან 18 გრ ზე. 2 კვირაში ამოდის, მერე ტემპერატურას კიდევ ამცირებენ.16 გრ მდე. პერიოდულად კონტეინერები გააქვთ გარეთ ჩითილების გასაკაჟებლად. ყინვები რომ გადაივლის, უკვე მომაგრებულ ჩითილებს ღია გრუნტში რგავენ მუდმივ ადგილზე. პირდაპირ გრუნტში იგი მაისში ითესება. ერთ ადგილზე რუდბეკია  ცხოვრობს 3-5 წელი, ამიტომ შეიძლება ადგილის მულჩირება 5 სმიანი კომპოსტის ფენით.  5 წლის მერე იგი უხვ ამონაყარს იძლევა და დეკორატიულობა იკარგება, ამიტომ სჭირდება გადარგვა. ბუჩქს იღებენ მიწიდან, ყოფენ და ახალ ადგილზე რგავენ, ეს ხდება ადრე გაზაფხულზე, სანამ მცენარე აქტიურ ზრდას დაიწყებს ან გვიან, ყვავილობის მერე.

მოვლა - ადვილი მოსავლელი მცენარეა, ზომიერად რწყავენ, გვალვას ვერ იტანს, მაღალ ჯიშებს საყრდენი სჭირდება, ყვავილობამდე კარგია კალიუმიანი სასუქის შეტანა.

დაავადებები - მცენარე იშვიათად, მაგრამ მაინც შეიძლება დაავადდეს ნაცრით - მას უჩნდება თეთრი ნადები. დაავადებას მკურნალობენ კოლოიდური გოგირდის 1 % ხსნარით ან შაბიამნის ხსნარით, ზოგჯერ აწუხებს ნემატოდა - ფოთლებზე ჩნდება მურა ლაქები, მერე კი ხმება და ცვივა, მათ წინააღმდეგ იყენებენ ბაზამიდს, ნემაფოსს, ძლიერ დაზიანებულ მცენარეს თხრიან და ანადგურებენ.

სახეობები - მცენარე 2 ჯგუფად იყოფა - ერთ და მრავალწლიან ფორმებად. გავრცელებული მრავალწლიანი სახეობაა გაწეწილი რუდბეკია. მას კიდევ ოქროს ბურთსაც უწოდებენ. იგი კარგად უძლებს ყინვას, სწრაფად მრავლდება და  დიდ ბუჩქებს ქმნის.

მაღალი წვრილღერიანი  მცენარეა.ტოტების თავში კი ოქროსფერი ბურთებია - 10სმ იანი ყვავილედები, უმეტესად მკვეთრად ყვითელი, ყვავილობს ივლისში. -თმიანი ანუ ჰირტის რუდბეკია - ესეც მრავალწლიანია, მოსწონს სუსტადმჟავე ნიადაგი. მრავლდება თესლით, იზრდება 90 სმ მდე. აქვს ხუჭუჭა ან მარტივი ყვავილედები ნარინჯისფერი -მუქი ყავისფერი გულით, მკვეთრი ყვითელი ან წითელ - ყავისფერი ყვავილები -მუქი გულით. მისი ცნობილი ჯიშებია - Goldflamme,Riesenfeude MeineFreude 

-ჰიბრიდული - დაახლოებით 20სმ სიმაღლის მცენარეა, ყვავილის გული ამობერილი, ფერები კი წინა სახეობის მსგავსია, ყვავილობს ივნისიდნ უხვად. კარგად უძლებს ზამთარს, არ სჭირდება დაფარება, მრავლდება ბუჩქის დაყოფით ან თესლით. მოსწონს სუსტადმჟავე ნიადაგი. - ბრწყინვალე - 120სმ სიმაღლის მცენარე მკვეთრად ყვითელი ყვავილი გამობერილი გულით. ადრე რუდბეკიას გვარს აკუთვნებდნენ მეწამულ რუდბეკიასაც, მაგრამ დღეს იგი ექინაცეას გვარში შევიდა. ჩვენი ჯგუფი შემოგვიერთდით ფეიზბუქში https://www.facebook.com/groups/Geoorgian/
 

25 September 0 936
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно