კოლერია


კოლერია მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა.მისი გაზრდა საკმაოდ ადვილია,მაგრამ რატომღაც ის შედარებით ნაკლებადაა გავრცელებული ყვავილების მოყვარულებში,მიუხედავად იმისა,რომ ლამაზად ყვავის და ყვავილობა ხანგრძლივი აქვს.

კოლერია /ლათ.Kohleria/ - ბალახოვან მცენარეთა გვარი, გესნერისებრთა ოჯახი /Gesneriaceae/, საპირისპიროდ განლაგებული რბილი ფითლებით.დეკორატიული ოთახის მცენარე.კოლერიას სამშობლოა ამერიკის ტროპიკები.

კოლერიების გვარს /Kohleria Regel/ მიეკუთვნება დაახლოებით 65 სახეობის მცენარე.გავრცელებულია მექსიკიდან ცენტრალურ ამერიკამდე,კოლუმბიაში,კუნძულ ტრინიდადზე.

სახელწოდება წარმოსდგება ბუნებრივ მეცნიერებათა პედაგოგის მაიკლ კოლერის სახელიდან,რომელიც ცხოვრობდა ციურიხში XIX საუკუნეში.

ამ გვარის წარმომადგენლები - მრავალწლიანი ბალახოვანი ან ნახევრადბუჩქოვანი მცენარეებია,ქერცლინი ბოლქვვების მქონე ფესურებით.ფოთლები განლაგებულია ერთმანეთის საპირისპიროდ,ფორმით წაგრძელებული კვერცხისებური,სიგრძით 12-15 სანტიმეტრია,სიგანით -8. ფოთლის კიდეები მომრგვალოდ დაკბილულია,ზედაპირი ხშირბუსუსიანი.სახეობის მიხედვით ფოთლების ფერი შესაძლოა იყოს მუქი მწვანე მოწითალო ძარღვებით,ან ზეთისხილისფერი მწვანე ღია ფერის ცენტრალური ძარღვით.ფოთლის ფერი შესაძლოა მოვერცხლისფრო ან ბრინჯაოსფერიც იყოს.ბუსუსების ფერიც სხვადასხვაგვარია - თეთრიდან მოწითალომდე.

კოლერიები ძალიან უხვად ყვავიან. საყვავილე ღეროები ფოთლის უბეებიდან ამოდის,ყვავილები ერთეულია ან 2-3,ზარის ფორმის,სიგრძით 5 სანტიმეტრამდე.ზოგიერთი სახეობის კოლერიას ყვავილი სათითეს მოგვაგონებს.ყვავილის პირი ფართოდაა გახსნილი,აქვს ხუთი ბლაგვი წილი,როლმებიც შეფერილია წინწკლებით და შტრიხებით.ყვავილების ფერი ბუნებრივ სახეობებს სხვადასხვაგვერი აქვთ: ვარდისფერი თეთრი პირით, ხშირი მუქი ვარდის ფერი წინწკლებით,ნარინჯისფერ-წითელი ყვითელი პირით და მუქი წითელი ლაქებით,წაბლისფერი თეთრი წინწკლებით და პირით,ვარდისფერი ნახატით და სხვა მრავალი.

კოლერია შესაფერისია თბილი შენობისთვის, ისევე როგორც ახიმენესი.კულტურაში მიღებულია მრავალი ჰიბრიდი სახეობათშორისი შეჯვარების შედეგად.ჰიბრიდები ყვავილის შეფერილობას მატებენ ალუბლისფერს,ფუქსიისფერს,ოქროსფერს,ამეთვისტოსფერს,მწვანე და ‘’ვეფხვისებურ’’ შეფერილობასაც კი.ცნობილია სტანდარტული,კომპაქტური და მინიატურული ფორმები.

კოლერიას მოვლა ბევრად ადვილია, ვიდრე სხვა გესნერისებრთა მცენარების.ისინი კარგად ეგუებიან ჩვეულებრივი ოთახის პირობებს.

მოვლის თავისებურებები ტემპერატურა. კოლერიას ზომიერი ტემპერატურა სჭირდება.ზაფხულში +20-25 გრადუსი.თუ მცენარე ყვავილობას წყვეტს,ესეიგი ის მოსვენების მდგომარეობაში გადადის,ამიტომ უმჯობესია უფრო ნაკლებ ტემპერატურაზე ამყოფოთ - დაახლოებით +15-17 გრადუსზე.კოლერიასთვის ადგილის შერჩევისას გაითვალისწინეთ,რომ მას არ უყვარს ორპირი ქარი.

განათება. კოლერია სინათლისმოყვარული მცენარეა.მას კარგად განათებული ადგილი ესაჭიროება,მაგრამ ზაფხულში არ უნდა ხვდებოდეს პირდაპირი მზის სხივები.მოსვენების პერიოდში,თუ კოლერია ფოთლებს არ დაყრის,მას ასევე კარგი განათება ესაჭიროება.

მორწყვა.ზრდისა და ყვავილობის პერიოდში,ანუ გაზაფხულიდან შემოდგომის ჩათვლით კოლერია ზომიერად უნდა მოირწყას.ნიადაგი ბოლომდე არ უნდა გამოშრეს,მაგრამ არც ზედმეტი სისველე არ უნდა დაუშვათ.ზამთარში მორწყვა მკვეთრად უნდა შეამციროთ.თუ ზამთარში მიწისზედა ნაწილი გახმა,ნიადაგში დარჩენილი ფესურები დროდადრო მაინც უნდა დაატენიანოთ,რომ არ გახმეს.

ჰაერის ტენიანობა. კოლერიას შეუძლია მშრალი ჰაერის პირობებში ზრდა,მაგრამ მას მაინც ტენიანი ჰაერი ურჩევნია.თუმცა მისი ხავერდოვანი ფოთლები ვერ იტანს დასველებას.მაღალი ტენიანობის შესაქმნელად დანამეთ მცენარის გარშემო ჰაერი და არა თვითონ მცენარე.ასევე შეგიძლიათ კოლერიას ქოთანი ნესტიან ხავსზე ან კერამზიტზე მოათავსოთ.მოსარწყავად გამოიყენეთ რბილი,ნადგამი,ოდნავ თბილი წყალი.

გამრავლება. კოლერიას გამრავლება სხვადასხვა მეთოდით შეიძლება - ფესვების დაყოფით,კენწეროს კალმებით,თესლით.ყველაზე მარტივია ფესვების დაყოფით გამრავლება და დაკალმება.

გამრავლება უპრობლემოდ შეიძლება წელიწადის ნებისმიერ დროს,მაგრამ დაფესვიანება უფრო სწრაფად ხდება გაზაფხულზე.კალმები ჩადეთ წყალში და ფესვების გამოტანის შემდეგ ჩარგეთ არაღრმა ქოთნებში.ჩამოჭრილი ფესვების ნაწილი ფრთხილად ჩარგეთ ნიადაგში 2 სანტიმეტრის სიღრმეზე და მორწყეთ,ნიადაგი არ უნდა გამოშრეს.

გადარგვა. გადასარგავად გამოიყენება ფართო და არაღრმა ქოთანი.აუცილებელია დრენაჟი.სასურველია კოლერია ყოველწელს გადაირგას,წლის განმავლობაში ის ძლიერად ვითარდება.

სასუქი. კოლერიას კვებავენ აქტიური ყვავილობის პერიოდში,აპრილიდან სექტემბრამდე,სპეციალური სასუქით,რომელიც მოყვავილე მცენარეებისათვისაა განკუთვნილი.მოსვენების პერიოდში მცენარეს სასუქი არ ესაჭიროება.

დაავადებები და მავნებლები. კოლერია - უპრეტენზიო მცენარეა,მავნებლებით იშვიათად ავადდება.თუმცა მაინც შესაძლოა გაუჩნდეს ბუგრები ან აბლაბუდიანი ტკიპა,რის გამოც ფოთლები და ყლორტები ხმება და დეფორმირდება.წყლის სიჭარბის გამო შესაძლოა კოლერიას ლპობა დაეწყოს.

ასევე უნდა გახსოვდეთ,რომ კოლერია - ნაზი მცენარეა,ფოთლების მექანიკური ზემომოქმედების და მათზე წყლის წვეთების მოხვედრის გამო მათზე ჩნდება ლაქები,ფოთლები ხმობას იწყებს და ცვივა,ფუჭდება მცენარის გარეგნული მხარე.

მოვლა. მცენარეს გააჩნია მკვეთრად გამოხატული მოსვენების პერიოდი.ზაფხულში მას ნათელ და თბილ ადგილზე ათავსებენ,სადაც სასურველია ჰაერის მაღალი ტენიანობა იყოს,რეგულარულად აწვდიან ორგანულ და მინერალურ სასუქს,რწყავენ ზომიერად.სასურველი ტემპერატურაა +18-22 გრადუსი.საჭიროა საკმარისი რაოდენობის სინათლე და მზის პირდაპირი სხივების მოჩრდილვა.შესხურება რეკომემდებული არ არის,რადგან ბუსუსიან ფოთლებსე წყლის წვეთები ლაქებს ტოვებს.შემოდგომით,ყვავილობის დამთავრების შემდეგ მორწყვა უნდა შემცირდეს.ზამთარში,მოსვენების პერიოდის დადგომისას,მცენარის მიწისზედა ნაწილი კვდება.დარჩენილი ფესვებიანი ქოთანი შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილზე +12-14 გრადუს ტემპერატურაზე.გაზაფხულზე ფესურები უნდა გადარგათ ფოთლოვანი ტყის მიწის,კორდის მიწის,ტორფის და ქვიშის ნარევში /2:1:0,5:0,5/,კარგი დრენაჟის მქონე არაღრმა ქოთანში.

გაზაფხულზე შესაძლოა ფესურებით და კალმებით ან თესლით გამრავლება,რომელიც მიიღება ხელოვნური დამტვერვით.თესლი ითესება ტორფის და ქვიშის /1:1/ ნარევში.ამონაყარი საჭიროებს ორჯერ პიკირებას - უნდა გადაირგას უფრო თავისუფლად,წამოზრდილი ჩითილები ირგვება ცალკე ქოთნებში.კალმების დაფესვიანება ხდება ტორფის და ქვიშის ნარევში /1:1/.

სახეობები. სათითესებურ ყვავილიანი კოლერია - Kohleria digitaliflora.

მოზრდილი ბალახოვანი სწორღეროებიანი მცენარე,80 სანტიმეტრამდე სიგრძის ყლორტებით და მიწისქვეშა ქერცლოვანი ფესურებით.ფოთლები განლაგებულია საპირისპიროდ,კვერცხისებური წაგრძელებული ფორმის,სიგრძით 12-15 სანტიმეტრი,სიგანით 7-8.ღია მწვანე ფერის.ყვავილები განლაგებულია ფოთლის უბეებიდან ამოსულ საყვავილე ღეროზე 2-3 ცალად.ყვავილის ფორმა ზარისებურია 3-5 სანტიმეტრი სიგრძის,ძირში განიერი პირისაკენ უფრო შევიწროებული ფორმის,ყვავილის ფურცლის კიდეები 5 ნაწილიანია, ზემოდან მოყვითალო მწვანე,ზედა ორი წილი მუქი ჟოლოსფერია.მთელი მცენარე ხშირი თეთრი ბუსუსითაა დაფარული.

მიმზიდველი კოლერია - Kohleria amabilis წინა სახეობისაგან გამოირჩევა სიდაბლით,ფოთლები უფრო ფართე აქვს,კვერცხისებური ფორმის,მოვერცხლისფრო-მწვანე,ფოთლის ძარღვები მოიისფრო ყავისფერია.ყვავილები შედარებისთ მომცროა /2 სმ/,მკვეთრი ვარდისფერი შეფერილობის,ჟოლოსფერი წინწკლებით.

ფუმფლაყვავილიანი კოლერია - Kohleria eriantha

ეს სახეობა ახლოსაა სათითესებურ ყვავილიან კოლერიასთან.ხასიათდება მუქი მწვანე ხავერდოვანი ფოთლებით,ბუსუსები მოწითალო ფერისაა.ყვავილები ნარინჯისფერ-წითელია,სიგრძით 5 სანტიმეტრი,ქვედა წილებზე ყვითელი წერტილებით. ჩვნი ჯგუფში გასაწევრიანებლად ლინკს https://www.facebook.com/groups/yvavilebi/
 

22 September 0 1 602
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно