ტუია - ბაღის წიწვოვანი მშვენება


იგი შიშველთესლოვანი მარადმწვანე  წიწვოვანი მცენარეა. მიეკუთვნება კვიპაროსისებრთა ოჯახს, სამშობლო აღმ აზია და  ამერიკაა, აქედან მოხვდა ევროპაში. ლანდშაფტურ დიზაინში იგი გამოიყენება როგორც ჯგუფურ ნარგავებში, ისე ცალკეც. შეიძლება საერთოდაც ეზოს საბაზისო მცენარე იყოს და მის შესაფერისად მოეწყოს მერე მთლიანად ეზო.

ტუია არის ბუჩქიც და იზრდება ხის სახითაც -ბუნებაში მისი სიმაღლე 70მ ს აღწევს, კულტურაში კი იშვიათად აღწევს 11მ ს. ასაკთან ერთად წიწვები იცვლება - ახალგაზრდას ღია მწვანე ფერი აქვს, მერე კი მუქდება.

მცენარე კარგად ეგუება გარემოს და უძლებს არასასურველ პირობებს. დასავლურ ტუიას მშვენივრად გადააქვს ცივი ზამთარი.

დარგვა - მისი დარგვა შეიძლება გაზაფხულზეც და შემოდგომითაც. უმჯობესია გაზაფხულზე, რომ მომზადებული და მომაგრებული შეხვდეს ზამთარს.

ადგილი - უნდა იყოს კარგად განათებული, მაგრამ შუადღეზე მოჩრდილული, რომ მცენარე მზის გულზე მთელი დღე ყოფნისას არ გაუწყლოვდეს და არ  გახმეს. 

 იგი ცუდად ეგუება ქარიან ადგილსაც, არ მოსწონს ორპირიც, ამიტომ მას რგავენ სახლთან, ღობესთან ან სხვა უკვე დიდ მცენარეებთან ახლოს.

ნიადაგი, არ უნდა იყოს დიდად ნოყიერი. კორდის მიწა ტორფნარევი ქვიშით - იდეალური ვარიანტია მისთვის.

ორმოს ზომა 30-40 სმ ით მეტი უნდა იყოს დიამეტრში და 20-30 სმ ით სიღრმეში მცენარის ფესვებზე. ორმოს ძირში ყრიან კომპოსტს ან გადამწვარ ნაკელს. დარგვის წინ ფესვებს უდებენ წყალში  ცოტა ხნით  - ასე იგი უკეთ ეგუება ახალ ადგილს. მერე ნერგს დებენ ორმოში ისე, რომ ფესვის ყელი მიწის პირზე იყოს, მიწას ჩაყრიან, კარგად დატკეპნიან, მერე კი უხვად რწყავენ - 15-20 ლ წყალი ერთ ძირზე. პირველი 2 კვირა ასევე უხვად რწყავენ.

მოვლა -  მისი მორწყვა სჯობს არა ფესვთან ნაკადად, არამედ წვიმისებურად, ზემოდან, რომ მთელი ვარჯი დასველდეს.  ასე წყალი მტვერსაც აშორებს, ფოთლის ფორები კარგად იხსნება, მცენარე თავისუფლად სუნთქავს და ზრდა უფრო აქტიურად მიმდინარეობს.

კვება - გაზაფხულობით შეაქვთ მინერალური სასუქი.

გასხვლა -მცენარე კარგად ექვემდებარება გასხვლას, შეიძლება ნებისმიერი ფორმის მიცემა, სხლავენ გაზაფხულზე, სანამ კვირტებს სძინავთ. გასხვლას იწყებენ 3 წლის მერე.

მცენარეს ადვილად ეწვება ფოთოლი მზეზე, ამიტომ ჩამოფარება სჭირდება - ან ტუიას თხელ ქსოვილს შემოახვევენ ხოლმე, ან კიდევ უწყობენ კარავის მსგავს მოწყობილობას. თუმცა ასე მისი დიდი ხნით დატოვება არ შეიძლება.

დაავადებები -  ზოგჯერ უჩნდება სოკო, რაც აზიანებს წიწვებს და ტოტებს, მისი აღმოჩენისას მცენარე უნდა დამუშავდეს რამდენჯერმე.

იშვიათად აწუხებს მავნე მწერებიც, რასაც ებრძვიან სპეციალური პრეპარატებით.

ზამთარში  -  შემოდგომიდან მის მორწყვას და კვებას ამცირებენ. 5 წლამდე ფუთავენ, ღეროს ირგვლივ კი მულჩირებას უკეთებენ ტორფით. თოვლმა შეიძლება ტოტები დაამტვრიოს, ამიტომ ვარჯს კრავენ თოკით, მაგრამ მჭიდროდ-არა. რომ არ დაზიანდეს. თუ ზამთარში ტემპერატურა დიდად ცვალებადია, შეიძლება დაუსკდეს ქერქი. ასეთ შემთხვევაში უსვამენ ბაღის მალამოს ამ ნაპრალებში, მერე კი ქერქს მჭიდროდ კრავენ თოკით, რომ ჭრილობა შეხორცდეს.

სახეობები - ყველაზე პოპულარულია დასავლური ტუია, მას ბევრი ჯიში აქვს, რომლებიც მცენარის ფორმის მიხედვით იყოფა ჯგუფებად.

კოლონისებრი და კონუსის ფორმის - სმარაგდი - იზრდება 2 მ მდე, ტოტები ვერტიკალური და მცირედ დატოტვილია.

ბრაბანტი - 1,5-2მ მდე სიმაღლის და 4 მ მდე დიამეტრის მცენარე მოგრძო ყავისფერი გირჩებით.

ბურთისებრი - ვუდვორდი - ჯუჯა, მაგრამ განიერვარჯიანი მცენარე  მუქი მწვანე წიწვებით

დანიკა - ესეც დაბალი ჯიშისაა, ეფექტური, მწვანე ფერის წიწვები ზამთარში ყავისფერდება, ქერქი კი წითელია.

კასკადური - ფილიფორმისი - 1,5მ  კონუსური ფორმის ხეა, გრძელი ტოტებით, რომლებიც მერე არ იტოტება, ჩამოკიდებულია და კასკადის ეფექტს ქმნის.

ერიკასებრი - ერიკოიდესი - ძალიან ჰგავს ღვიას, ვარჯი დიდი და ფუშფუშაა, ძლიერ დატოტვილი, მოყვითალო მწვანე რბილი  წიწვებით.

გადარგვა - ზოგჯერ საჭირო ხდება მოზრდილი მცენარის გადარგვა. იგი ადვილად იტანს გადარგვას, სწრაფად ეგუება ახალ ადგილს,

მისი უპრეტენზიობის მიუხედავად, ტუია მშვენივრად გაალამაზებს ნებისმიერ ეზოს. მისთვის ნებისმიერი ფორმის მიცემაა შესაძლებელი გასხვლით, ასე, რომ თუ გადაწყვეტთ წიწვოვნის დარგვას ეზოში, ყურადღება მიაქციეთ ამ მცენარეს. ჩვენი ჯგუფი შემოგვიერთდიტ მოცემულ ლინკზე. https://www.facebook.com/groups/yvavilebi/

   
19 September 0 2 847
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно