აგლაონემა სახლის პირობეში


ეს მცენარე საკმაოდ საინტერესო და სასარგებლოა. ბევრი სტატია იწერება, რომ იგი წმენდს ჰაერს, ამცირებს ბენზოლის და სხვა მავნე ნივთიერებების რაოდენობას ჰაერში, რომლებიც ხვდება იქ ავეჯის, პლასტიკატის ან ლაქ-საღებავებიდან აორთქლების გზით.

იგი ნიუკასებრთა ოჯახს ეკუთვნის, სამშობლო აღ ინდოეთის ტროპიკული ტყეებია, ხარობს ტყის ქვედა იარუსში, მდინარეების პირას.

მარადმწვანე მცენარე, შედარებით დაბალი, 70სმ სიმაღლის, მოკლე ხორციანი ღერებით, ხშირად ძირშივე იტოტება, იზრდება საკმაოდ ნელა. აქვს მოგრძო ლანცეტისებრი ფოთლები 10-15 სმ სიგრძის, მწვანე ან ჭრელი, ცენტრალური ძარღვი კარგად არის გამოყოფილი. იშვიათად ყვავილობს, ზაფხულში ამოაქვს ტარო ყვავილედი წვრილი ყვავილებით. ნაყოფი - მკვეთრად წითელი კენკრაა, რომელიც ერთ თესლს შეიცავს, მწიფდება 6-8 თვის განმავლობაში.

მისი წვენი აღიზიანებს ლორწოვან გარსს, მასთან მუშაობისას სჯობს ხელთათმანების ჩაცმა, მერე კი აუცილებელია ხელების დაბანა. ეს მცენარე არ აქვთ იქ, სადაც ბავშვები და შინაური ცხოველებია.

მწვანეფოთლიანი მცენარეები კარგად იზრდებიან შედარებით ჩრდილში, ჭრელფოთლიანები კი უფრო კარგ განათებას საჭიროებენ. ვინაიდან იგი ნელა იზრდება, ხშირი გადარგვა არ სჭირდება. სახეობები - მორიდებული - მწვანე ფოთლიანია და კარგად იტანს ჩრდილს. ცვალებადი - ბუჩქოვანი სწორმდგომი ღერებით , რამდენიმე ჯიში ჭრელფოთოლაა. 

-კუთხოვანი - არც ისე მაღალი მცენარე ფართო ფოთლებით და მოკლე ყუნწით, ნათელი შტრიხებით და ლაქებით. საყვავილე ღერო ერთი, 15 სმ სიმაღლის.ტარო კი 3 სმ ია სიგრძეში.

-ხუჭუჭა - კარგად დატოტვილი ბუჩქი დიდი ფოთლებით - 30სმ მდე სიგრძეში, ზედა მხარე მონაცრისფრო-ვერცხლისფერია. სელექციონერებმა ამ ბოლო ათწლეულში ბევრი ახალი ჯიში გამოიყვანეს.

მოვლა -იგი ტროპიკული მცენარეა და სითბო და ტენი სჭირდება, ვერ იტანს ცივ ორპირს და ვერც პირდაპირ მზის სხივებს.

განათება - მწვანეფოთლიან მცენარეს არ სჭირდება კარგი განათება და ყველგან კარგად ხარობს. ჭრელფოთლიანი კი კარგად იზრდება მკვეთრ გაბნეულ განათებაზე. მზის პირდაპირი სხივები იწვევს ფოთლის დამწვრობას.

ტემპერატურა - ზამთარში 16 გრ ს დაბლა არ შეიძლება და არც ორპირი.სხვა სეზონზე 20-25 გრ უნდა იყოს.

ტენიანობა - ჰაერის მაღალი ტენიანობა უნდა იყოს გარემოში, ამიტომ ზაფხულში ხშირად ნამავენ, ასევე ასუფთავებენ ფოთლებს მტვრისგან.

მორწყვა - ბუნებაში იგი უხვად ირწყვება რეგულარული წვიმის დროს ყოველდღიურად, მაგრამ სამაგიეროდ, მიწა ჰაერ- და წყალგამტარია. ვეგეტაციის პერიოდში უხვად უნდა მოირწყას, შემოდგომა-ზამთარში კი ამცირებენ, მაგრამ მიწის ბოლომდე გამოშრობაც არ შეიძლება. არც ჭარბი მორწყვა ივარგებს გრილ სეზონზე.

სასუქი - აქტიური ზრდის პერიოდში ხშირად სჭირდება მინერალური სასუქი, ზამთარში არ კვებავენ.

გადარგვა - მცენარე ნელამზარდია, მოზრდილს რგავენ 3-5 წელიწადში ერთხელ. მას ბევრი ამონაყარი აქვს, როდესაც ქოთანი მჭიდროა.

ნიადაგი - უნდა იყოს მსუბუქი, ფხვიერი, კარგად უნდა ატარებდეს წყალს. იგი უნდა შედგებოდეს ფოთლოვანი მიწის, ტორფის და ქვიშისგან 2:1:1 თანაფარდობით, სადაც კიდევ ხის ნახშირსაც უმატებენ.

გამრავლება - მცენარე მრავლდება თესლით, კალმით ან ამონაყრით. თუმცა პროცესი ხაგრძლივია. ყველაზე ადვილი გადარგვისას ბუჩქის გაყოფაა. კარგად დაფესვიანებულ ამონაყარს 3-4 ფოთლით აშორებენ დედა მცენარეს.

კალმად ივარგებს ტოტი, რომელიც დაიყო, ან ტოტს აჭრიან მცენარისგან, რომელიც უკვე დაბერდა და კარგად ეტყობა ღერო. მის წვერს აჭრიან, შეიძლება ღეროს დაჭრაც 4-5 სმ სიგრძის ნაწილებად და მერე რგავენ. მიწაში დარჩენილი ღერიდანაც მალე ახალი ტოტები და ფოთლები გაიზრდება. სითბოში მცენარე 2-3 კვირაში ფესვიანდება.

დათესვა რთული პროცესია.ითესება თებერვალში ფხვიერ მიწაში, ინამება და სათბურდება. მიწა მუდამ ნამიანი უნდა იყოს, დღეში ორჯერ კი განიავება უნდა. ნათესი გადააქვთ ცალკცალკე 5 სმ იან ქოთნებში. რწყავენ ზომიერად, უჩრდილავენ მზეს, ზაფხულობით დებენ ჩრ-აღ ან ჩრ -დას მხარეს ფანჯრებზე.

დაავადებები - ხშირად ემტერება ტრიპსები, ბუგრი, ფარიანა. მაღალ ტემპერატურასა და მშრალი ჰაერის პირობებში საშიშია წითელი აბლაბუდა ტკიპა, ამიტომ რეგულარულად სჭირდება ფოთლებს დათვალიერება, დროულად აღმოჩენილი მწერი ადვილი მოსაშორებელია. დაავადებებიდან ემართება სოკოვანი - ნაცრისფერი ლპობა, ფოთლის ლაქოვნება. მათ ებრძვიან ფუნგიციდებით.
ჩვენი ჯგუფი ფეიზბუქში შემოგვიერთდით: https://www.facebook.com/groups/yvavilebi/
 

21 July 0 2 138
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно