ეპიფიტები

ეს მცენარეები სახლდებიან სხვებზე, კერძოდ ხეებზე და ცხოვრობენ ზედ, მაგრამ არ პარაზიტობენ, - საკვებს იღებენ ჰაერიდან და არა იმ მცენარიდან, რაზეც ცხოვრობენ. ზოგი წვიმის დროს იგროვებს წყალს ფესვებში და მერე მის ხარჯზე ცხოვრობს მომდევნო წვიმებამდე. ისინი მაღალ ხეებს ირჩევენ სახლად, რომ ზემოთ მეტი სითბო-სინათლე მიიღონ.

ზოგჯერ თავად ისე იზრდებიან, რომ ფესვები მიწას სწვდება, ჩაეზრდება შიგ და ასე აგრძელებენ სიცოცხლეს. მათზე პირველი დაკვირვება ა. შიმპერმა მოახდინა ამერიკაში 1888 წ. ბუნებაში ეპიფიტები უმეტესად ტროპიკებში იზრდება, მომატებული ჰაერის ტენიანობის პირობებში. ჩვენთან ისინი ოთახის მცენარეებს წარმოადგენენ. ერთერთი ყველაზე ცნობილი ეპიფიტი ორქიდეაა. ზოგი მათგანი ძალიან პრეტენზიულია და მხოლოდ გარკვეულ სახეობის ხეზე ცხოვრობს.

ეპიფიტები გამრავლების და ცხოვრების ნირის მიხედვით რამდენიმე ჯგუფად იყოფა:

პროტოეპიფიტები - სქელი სუკულენტური ფოთლებით, სადაც გროვდება წყალი, მაგრამ შიგ არაა სპეციალური სტრუქტურა წყლის შესანახად, ამიტომ დიდხანს სიმშრალეს ან ჭარბ წყალს ვერ უძლებენ.

ბუდობრივი ეპიფიტები - გარეგნულად ჩიტის ბუდეს ჰგავს და ასეთი აგებულების გამო ჩამოყრილი ორგანული ნივთიერებების დაგროვება შეუძლია - ფოთლები, ტოტები ფრინველის სკინტლი. ეს ყველაფერი მერე ლპება და მათ საკვებად იქცევა. ზოგ მათგანს დიდი ფოთლები აქვს, ჯიბის მსგავსი და იქ შეიძლება ასეთი ნარჩენების დაგროვება,

რეზერვუარის მსგავსი ეპიფიტები - მათ დიდი სათავსოები აქვთ, სადაც 5 ლ მდე მტკნარი წყალის შენახვა შეუძლიათ, რასაც თანდათან გამოიყენებენ. ნახევრადეპიფიტები - სახლდებიან ხეების კენწეროებში, მაგრამ მერე ფესვები ეზრდებათ მიწამდე და უკვე ჩვეულებრივი მცენარის მსგავსად აგრძელებენ ცხოვრებას.

დენდრობიუმი - ორქიდეაა, ლამაზი და სურნელოვანი სხვადასხვა ფერის. ყვავილებით, ზოგჯერ ორფერშიც. ტოტი ცხოვრობს 2 წელი, მერე კვდება, მაგრამ მცენარე ამ დროისთვის ასწრებს ახალი ტოტის გაზრდას, ასე, რომ იგი თვითგანახლებადი მცენარეა. მოსწონს მზე, მაგრამ პირდაპირი სხივები ფოთოლს უწვავს. თუ განათება აკლია, ფოთოლი მუქი მწვანეა, თუ მეტია - სალათისფერი ხდება. კარგადაა 20-25 გრ ზე, მოსწონს ტენიც, მაგრამ მორწყვებს შორის სუბსტრატი უნდა შეშრეს. 
აფროდიტას ფალენოპსისი - ესეც ორქიდეაა, ლამაზი უსუნო ყვავილით, სჭირდება ტემპერატურა 22- 26 გრ, თუმცა აიტანს 36 საც. მაგრამ ასეთ სიცხეში მისი ზრდა ფერხდება. სჭირდება უხვად მორწყვა, რადგან იქ, სადაც იგი იზრდება, 80 % იანი ტენოანობაა მთელი წლის განმავლობაში. მცენარეს კვირაში 3ჯერ რწყავენ და ნამავენ. ყვავილობს იანვრიდან დეკემბრამდე. 
ვენერას თმა - ლამაზი გვიმრაა, იზრდება მთელი წლის განმავლობაში, უპრეტენზიო და ადვილი მოსავლელია, იყენებენ ცოცხალ ღობედ ოთახში. საკმაოდ გრძელი ვაიები აქვს, მათ თაიგულის დეკორირებისთვისაც იყენებენ, მაგრამ მალე ჭკნება, ამიტომ თაიგულის გატანამდე ცოტა ხნით ადრე აჭრიან მცენარეს. კარგად სძლებს სიცივეში, იზრდება 10 გრ ზეც. თუ თბილა ან 20 გრ ზე მეტია, სჭირდება დანამვა. მოსწონს განათებული ადგილი, მაგრამ არა - პირდაპირი მზე.
ზოლიანი ბლეტილა - ესეც ორქიდეაა, იისფერი ყვავილით, რომელსაც თეთრი ზოლები აქვს. უპრეტენზიოა, იზრდება ჩვეულებრივ ბაღის მიწაშიც. მაგრამ ურჩევნია სპეციალური სუბსტრატი. კარგადაა 20-25 გრ ზე. ზაფხულში გააქვთ გარეთ ან რგავენ ეზოში, სადაც არ მოხვდება პირდაპირი მზე. ღამის ია - პატარა ბალახოვანი ეპიფიტი. ბუნებაში მას იცავს კანონი, ამიტომ მისი მხოლოდ თესლი იყიდება.მცენარეს ზომიერად რწყავენ. მოსწონს განათებული ადგილიც. მაგრამ არა - პირდაპირი მზე. არ მოსწონს გადარგვა, ყვავილობს რამდენიმე თვე. 
ორქიდეა თეთრი წერო - ულამაზესი ეპიფიტი. ყვავილს გაფრენილი ჩიტის ფორმა აქვს, თეთრია და ოდნავ სურნელოვანი. გადარგვის მერე სჭირდება დამატებითი განათება. ზაფხულში მიწა სულ ნამიანი უნდა იყოს. ზამთარში კი რწყავენ შეშრობის მერე. ვერ იტანს 20 გრ.ზე დაბალ და 30 ზე მაღალ ტემპერატურას. 
მაიმუნის ჯადვარი - იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი სახეობაა. აქვს სასიამოვნო, თაფლის სურნელი, რაც ყვავილობისას მთელ სახლში იგრძნობა. მოსწონს ნახევრადჩრდილი, ფხვიერი ნამიანი მიწა, მაგრამ სძლებს ორქიდეის სუბსტრატშიც. უყვარს წყალი, მაგრამ ვერ იტანს გადაჭარბებულ მორწყვას.
მოვლა - რადგან ისინი უცნაურად მზარდი მცენარეებია, მოვლაც თავისებური სჭირდებათ. უნდა შეუქმნათ ის გარემო, რასაც სამშობლოში მიეჩვივნენ. თავისებური სუბსტრატიც უნდა შეურჩიოთ, რაც უმეტეს შემთხვევაში გარკვეული ხეების ქერქებია. ისინი დამუშავებული უნდა იყოს - თავისუფალი მავნებლებისგან, ამიტომ თუ თავად აგროვებთ ქერქებს. მერე დასჭირდებათ დეზინფიცირება ბაცი “მარგანცოვკით”. მავნებლები - ცრუფარიანა - პატარა თეთრი მწერი, ჭამს ფოთლებს. დებს კვერცხებს მცენარეზე და სწრაფად მრავლდება. განსაკუთრებით საშიშია მდედრი მწერი, მას აშორებენ სპეციალური პრეპარატებით.

-ფესვის ჭია - ადვილი შესამჩნევია ფესვებთან. ჭამს ეპიფიტის ფესვებს, აქვს სხვადასხვა ფერი - ნაცრისფრიდან ვარდისფრამდე, შეიძლება ცხოვრობდეს სუბსტრატშიც. მათი აღმოჩენისთანავე მცენარეს იღებენ სუბსტრატიდან, ფესვებს ურეცხავენ ”მარგანცოვკით და დებენ ახალ ქოთანში ახალ სუბსტრატში, ძველს კი აგდებენ.

-ბუგრი - ძალიან გავრცელებული მწერია, შეიძლება სხვა მცენარეებიც დააზიანოს. ცხოვრობს კოლონიებად და სწრაფად მრავლდება

-ფარიანა - პატარა ყავისფერი ხოჭოა მკვრივი ჯავშნით. ცხოვრობს ტოტებზე, ფოთლებზე ან ყვავილებში. მის გარშემო ყველაფერი წებიაა და მცენარესაც ყველაფერი ეწებება ადვილად. იკვებება მცენარის წვენით, ძნელი მოსაშორებელია. დაზიანებული მცენარე სხვებისგან უნდა განცალკევდეს აუცილებლად.

-ტრიპსები - ძალიან წვრილი და რთულად მოსაშორებელი მწერია. ჩანს შავი წერტილების და ღარების სახით, რასაც ისინი გადაადგილებისას სტოვებენ. საშიშია მათი მატლებიც. უმეტესად ცხოვრობენ ფოთლის ქვედა მხარეზე. ებრძვიან სპეციალური პრეპარატებით.

გამრავლება - მეთოდი დამოკიდებულია მცენარის სახეობაზე.

-ბუჩქის დაყოფა - ასე შეიძლება მოზრდილი მცენარის დაყოფა, უკვე გავითარებული ფესვებით და ბევრი ამონაყრით. ბუჩქს ფრთხილად ჩაჭრიან ბასრი დანით. ისე, რომ დანაყოფზე აუცილებლად იყოს 2 ფოთოლი და 2 ფსევდობულბა მაინც, გადანაჭერს აყრიან ნახშირს. მერე რგავენ და ყოველდღე ნამავენ. დაფესვიანების მერე იზრდება ახალი ტოტები.

-ამონაყრით - ზოგ ეპიფიტს ბევრი ამონაყარი უვითარდება. ელოდებიან, სანამ მათაც არ გაუვითარდება საკუთარი ფესვები, 4 სმ მდე მაინც, მერე ამ ნაწილს აჭრიან იმ ღეროს ნაწილთან ერთად, რაზეც გავითარდა, ამუშავებენ ნახშირით, რგავენ, მერე კი რწყავენ, როცა სუბსტრატი შეშრება.

-დათესვა - ყველაზე იაფი გზაა. შეძენილი თესლი დათესვამდე უნდა გაირეცხოს და გაშრეს. მერე კი ითესება სუბსტრატში და სათბურდება 20-24 გრ ზე.

სასარგებლო თვისებები - ზოგ ეპიფიტს სასარგებლო თვისებებიც აქვს სილამაზესთან ერთად.

-ლიქენას ტრადიციული მედიცინაც იყენებს და ხალხურიც - კანის დაავადებების, ტუბერკულოზის, გაციების, დამწვრობის სამკურნალოდ.

-დრინარია - იხმარება სტომატოლოგიაში სისხლმდენი და მტკივნეული ღრძილების სამკურნალოდ. ასევე კუნთების და მყესების დაჭიმულობისას.

-ბილბერგია - იყენებენ კანის დაავადებების, დამწვრობის, ჭრილობების დროს.

-ნეფროლეპისი - იგი მედიცინაში არ გამოიყენება, მაგრამ კარგად ასუფთავებს ჰაერს მიკრობების და მძიმე ლითონების მარილებისგან, რაც საკმაოდ საშიშია ჯანმრთელობისთვის.

ეპიფიტები ხშირად ყვავილობენ ლამაზი მკვეთრი ყვავილებით და აქვთ სასიამოვნო სურნელი. უმეტესობა მდგრადია მავნებლების მიმართ. მაგრამ თუ გსურთ, დიდხანს იცხოვრონ თქვენს გვერდით, ხშირად და ყურადღებით უნდა დათვალიერდეს მათი ფოთლები, ღერო, ფესვები და მანვე მწერების აღმოჩენისას სწრაფი მოქმედებაა საჭირო მათ გასანადგურებლად. ჩვენი ჯგუფი ფეიზბუქში გადადით მოცემულ ლინკზე https://www.facebook.com/groups/yvavilebi/

20 July 0 2 154
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно