პეპერომია

დეკორატიულფოთლიან მცენარეთა შორის მოყვარულებს ერთი გამორჩეული მცენარე აქვთ, განსხვავებული ტექსტურის, ზომის, ხასიათის - ეს პეპერომიაა, კომპაქტური, სხვადასხვაგვარი. მრგვალი ან გულისებრი ფოთლები, ხუჭუჭა როზეტებად შეკრული პირველი ნახვისთანავე იპყრობენ მნახველს, ზოგი მარტივი, ზოგიც დიდებული, კლასიკური ან ველური - ერთმანეთს არცერთი სახეობა არ ჰგავს. ეს ბოლო წლებია, პეპერომია დიდი პოპულარობით სარგებლობს თანამედროვე ინტერიერისთვის. არჩევანი საკმაოდ დიდია, მოსავლელად ადვილი და სწრაფად ეწერება ნებისმიერ ინტერიერში. ფოთლის ფორმით ძალიან ჰგავს წიწაკას და სწორედ წიწაკისებრთა ოჯახის წარმომადგენელია, თუმცა გვარის მრავალფეროვნების გამო, ზოგ მცენარეს რთულად თუ გამოიცნობთ. იგი მარადმწვანე ბალახოვანი მრავალწლიანი მცენარეა სქელი ტოტებით. სახეობის მიხედვით ზოგს მოკლე, ზოგს სწორმდგომი, ხვიარა ან მხოხავი ღერო აქვს, მას აფასებენ ფოთლით, რომელიც მოკლე ყუნწზე ზის მორიგეობით და ხშირად ისე ხშირად, რომ ტოტი არც კი ჩანს. ფოთლებიც ხორციანი, სქელი, სხვადასხვა ზომის (1-15 სმ) ასევე განსხვავებული ფორმის, ტექსტურის (სადა, პრიალა, ხაოიანი, დაჭმუჭნული, რელიეფური) და ფერისაა (მუქი მწვანე, მეწამული, ვერცხლისფერი, სალათისფერი, ჭრელი). ყველაფერ ამას გარდა, ეს მცენარე ყვავილობს კიდეც გრძელი თავთავისებრი მკვრივი ყვავილედით, რომელშიც კრემისფერი ან მკრთალი მომწვანო ფერის ყვავილებია, ყვავილობის შემდეგ კი მსხმოიარობს მშრალი ნაყოფით, რომელიც ადვილად შორდება მცენარეს. ყვავილობა და მსხმოიარობა მთელი წელი გრძელდება.  სახეობები: უამრავ ბუნებრივ სახეობებს გარდა, ასევე ბევრი ჯიში არსებობს. პეპერომიის საუკეთესო სახეობებს წარმოადგენს: დაჭმუჭნული პეპერომია- ძალიან ეფექტური გულის ფორმის ხავერდოვანფოთლიანი მცენარე ფოთლის გოფრირებული ზედაპირით და ყავისფერ- მეწამული ფერით. ფოთლები როზეტივითაა შეკრული. სასიამოვნო პეპერომია - ეპიფიტია სუსტად დატოტვილი სწორმდგომი 30 სმ იანი სიმააღლის ტოტებით, ხავერდოვანი, ზემოდან ღია მწვანე და ქვემოდან მეწამული ფოთლებით ლაქებიანი - მსხვილფოთლიანი სახეობა, ბუჩქი ერთი შეხედვით ჰოსტას ჰგავს მწვანე პრიალა წაწვეტებული 15 სმ იანი ფოთლებით, და თეთრი ძარღვებით მათზე, ასევე სწორმდგომი სქელი ღერებით. სხვა სახეობებიდან აღსანიშნავია: ხავერდოვანი, მარმარილოსებრი, მხოხავი, ვერცხლისფერი და სხვ. ეს ოთახის მცენარე ძალიან ადვილი მოსავლელია, არ აქვს გამოხატული მოსვენების პერიოდი, მთელი წელი ფოთოლი ინარჩუნებს დეკორატიულობას და მხოლოდ განათების კომპენსირება სჭირდება სეზონის მიხედვით. იგი ადვილად ადაპტირდება გარემო პირობებთან. შესაძლოა მისი დადება რაფაზეც, ოთახის სიღრმეშიც. შეცდომებს მოვლაში იგი ადვილად ჰპატიობს, სწრაფად აღდგება, კარგად უმკლავდება სირთულეებს. ერთადერთი, რაც არ უყვარს - სინესტეა, მაგრამ მინიმალური მოვლის პირობებშიც კი იგი ულამაზეს მცენარედ რჩება. განათება: ეს მომენტი ყველაზე რთული მოსაგვარებელია მისი მრავალფეროვნების გამო, შესაბამისად, განსხვავებული პირობებიც სჭირდება. იმისთვის, რომ სწორად შეარჩიოთ პირობები, პირველ რიგში მისი დასახელება უნდა იცოდეთ, მერე კი მოცემული მცენარის საჭიროება განათების ინტენსიობაზე. სახეობების მიუხედავად, მათ საერთო წესებიც აქვთ: მწვანე პეპერომიები სადა პრიალა ფოთლებით ჩრდილისამტანებია. ხავერდოვანი, ჭრელი, მეწამული ან ვერცხლისფერი კი სინათლისმოყვარულები. მაგრამ შუადღეზე პირდაპირი მზის სხივებისგან დაცვა სჭირდებათ. აღ და დას მხარე ყველაზე მისაღებია მათთვის, ეგუებიან ნახევრადჩრდილსაც, მწვანე პეპერომიები კარგად გრძნობენ თავს ნახევრადჩრდილშიც და განსაკუთრებით ლამაზი ფოთლები ამოაქვთ ასეთ ადგილზე ყოფნისას. მათ შეუძლიათ ხელოვნურ განათებაზე არსებობაც. ყველაზე რთული მათ მოვლაში პირობების სტაბილური შენარჩუნებაა. ზამთარში ბუნებრივი განთების ნაკლებობისას ხელოვნურ სინათლეზე ან მზიან ადგილზე გადანაცვლება სჭირდება. თუ ასე არ მოიქცევით, მცენარე დეკორატიულობას დაჰკარგავს, გაუფერულდება და ზომაში შემცირდება ფოთლები,ტემპერატურა: სითბოსმოყვარული მცენარეა. სტაბილურობა აქაც აუცილებელი პირობაა, ზაფხულში - 22-23გრ, ზამთარში 16გრ მდე არ უნდა ჩამოვიდეს, საშუალოდ ,სტაბილურად 18გრ სჭირდება. მას არ მოსწონს განიავება, ორპირი, სუფთა ჰაერზე გატანა გარეთ. ზამთარში განსაკუთრებით საშიშია ორპირი. მორწყვა: მიუხედავად მათი აქტიური ზრდისა, ეს პატარა მცენარე რთულად ეგუება პირობების ცვლილებას. თუ მცირე ხნით გვალვას და ჭარბად მორწყვას კარგად იტანს, ხანგრძლივი დროით თუნდაც მინიმალური ფორმით - ძალზე საშიშია. მცენარეს რწყავენ ფრთხილად, მცირე ოდენობის წყლით, როცა მიწის ზედა ფენა შეშრება, ზამთარში კი მხლოდ მას მერე ირწყვება, როცა მიწა მთლიანად გაშრება. მნიშვნელოვანია წყლის ხარისხი - რწყავენ რბილი, თბილი, 3დღე ნადგამი წყლით. ასე თბილი მორწყვა განსაკუთრებით საჭიროა ზამთარში, როცა სუბსტრატის გადაციების საშიშროებაა. ჰაერის ტენიანობას დიდად არ აქვს მნიშვნელობა ამ მცენარისთვის და ტიპურ ოთახშიც მშვენივრად გრძნობს თავს. არ სჭირდება არც შესხურება. გამონაკლისს წარმოადგენს სადა ,პრიალა ფოთლიანი მცენარეები, რომლებსაც სჭირდება შესხურება 23გრ ზე მეტ ტემპერატურაზე. ფართოფოთლიან მცენარეებს პერიოდულად უწმენდენ ფოთლებს სველი ღრუბლით. წვრილფოთლიანებს კი ზაფხულში შხაპიც უხდებათ. კვება: სასუქი შეაქვთ მთელი წელი სტაბილურად, მხოლოდ პროცედურის სიხშირე მცირდება ზამთარში. ოპტიმალურია სტანდარტული დოზებით 2კვირაში ერთხელ სასუქის შეტანა მარტიდან ოქტომბრამდე, ნოემბერ - თებერვალში კი ყოველთვიურად. მათთვის გამოდგება კომპლექსური სასუქი დეკორატიულფოთლიანი მცენარეებისთვის შედარებით მეტი აზოტის შემცველობით. გადარგვა: სუბსტრატი ძალიან მნიშვნელოვანია, მცენარეს იმდენად ეშინია სინესტის, რომ მხოლოდ ფხვიერ, ჰაერ და წყალგამტარ მსუბუქ ნიადაგში უნდა ჩაირგას. ოპტიმალურია ფოთლოვანი მიწა ქვიშის, ტორფის და ნეშომპალის ნარევით. გადარგვა ხდება საჭიროებისას - როცა ფესვები სადრენაჟე ხვრელიდან გარეთ გამოაღწევს. მცენარეს რგავენ 2 წელიწადში ერთხელ. იგი გადააქვთ მიწიანად, რომ რაც შეიძლება ნაკლები ტრავმა მიადგეს ფესვებს. ქოთანი შედარებით მაღალი უნდა შეირჩეს, ვიდრე დიამეტრი აქვს, დაბლა საკმაოდ სქელ ფენად ყრიან დრენაჟს. მისი გაზრდა შესაძლებელია ჰიდროპონიკაზეც. დაავადებები: საკმაოდ მედეგ მცენარეს წარმოადგენს და იშვიათად ავადდება სუბსტრატის კომფორტული ტენიანობის დარღვევის შემთხვევაში. ამ დრის იგი ავადმყოფობს სხვადასხვაგვარი ლპობით. ახალ ჯიშებში კი გვხვდება სპეციფიური დაავადება- პეპერომიას ვირუსი, იგი მცენარის დაჯუჯავებას იწვევს და არ იკურნება. მავნებლებიდან ემტერება ცრუფარიანა, რასაც ებრძვიან ქიმიის გარეშეც ჩამობანვით. პრობლემები: დეკორატიულობის დაკარგვა, ლაქები ფოთლებზე ზედმეტი ტენის დროს სუბსტრატში; ჭარბი მორწყვსას ფოთლების ჭკნობა; მათი გაყვითლება და ჟანგისფერი ლაქების გაჩენა ჭარბი სასუქის შეტანისას; ფოთოლცვენა ხანგრძლივი უწყლობისას; ფოთლის წვერების გახმობა და ფოთოლცვენა ორპირში და ტემპერატურის მკვეთრი ცვლილების დროს; ფოთლების შეჭმუხვნა და ჭკნობა მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედებით. გამრავლება: საკმაოდ მარტივი გასამრავლებელი ოთახის მცენარეა, შესაძლებელია ბუჩქის დაყოფა ყოველი გადარგვისას, ისინი მალე ფესვიანდება და სწრაფად იზრდება. შეიძლება ფოთლის ან ღერო დაფესვიანებაც გაზაფხულ-ზაფხულში დასათბურებით 25 გრ ს შენარჩუნებით ამ პერიოდში. ასევე კარგად მრავლდება თესლითაც. ნათესი უნდა გაიზარდოს სტაბილურ მაღალ ტემპერატურაზე, კარგ განათებაზე, სტაბილური ტენიანობის პირობებში. პიკირება ხდება 2 ნამდვილი ფოთლის ამოტანის მერე. ჩვენი ჯგუფი ფეიზბუქში: https://www.facebook.com/groups/yvavilebi/


 



14 July 0 3 000
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно