გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

ჩრდილისამტანი ოთახის მცენარეები

არსებობენ ოთახის მცენარეები, რომლებიც თავს კარგად გრძნობენ დაბალი განათების პირობებში და ისინი დღეს საოცრად პოპულარულები არიან. გარდა ამისა, ასეთი მცენარეები უპრეტენზიო და ადვილი მოსავლელია, მათ დებენ არა მხოლოდ რაფაზე, არამედ ოთახის სიღრმეშიც, დეკორატიული აქცენტირებისთვის. ბევრია ოთახის მცენარე, რომელიც იტანს ჩრდილს და არიან ისეთებიც, ვისაც მოსწონს ჩრდილში ყოფნა. ამის წყალობით მწვანე შტრიხები შეაქვთ ინტერიერში, დღეს ჩრდილის მოყვარული მცენარეები პოპულარობით ლამაზადმოყვავილე და ეგზოტიკურ მცენარეებსაც კი ეჯიბრებიან, კარგი ადაპტირების უნარით გამოირჩევიან ოთახის სიღრმეში, ნაკლებ განათებას იღებენ იმ დანარჩენ მცენარეებთან შედარებით, რომლებსაც ყვავილობისთვის მეტი განათება ესაჭიროებათ. მთლად სიბნელეში ვერცერთი მცენარე ვერ ხარობს, მაგრამ ბევრს არც ისე მეტი ინტენსიობის სინათლე სჭირდება ზრდისთვის, ბევრსაც ხელოვნური განათებაც ჰყოფნის, ამიტომ განისაზღვრა მცენარეთა ჯგუფი, რომლებიც შეიძლება ნებისმიერ ადგილას დაიდოს ოთახებში. მაქსიმალურად დასაშვები ადგილი ჩრდილისმოყვარული მცენარეებისთვის 2მ ის დაშორებაა ჩრ. მხარის ფანჯრიდან და 3მ სხვა ორიენტაციის ფანჯრის რაფებიდან. ასეთი მცენარეების წყალობით შესაძლებელია გალამაზდეს სამუშაო კაბინეტების, საძინებლის, სააბაზანოს კუთხეები. მათ განსხვავებული ტექსტურა აქვთ, და არც ისე მოსაწყენ მცენარეებს წარმოადგენენ, როგორც ზოგს მიაჩნია. სხვაობა ჩრდილისამტან და ჩრდილისმოყვარულ მცენარეებს შორის არსებობს, მიუხედავად მათი მსგავსი უნარისა, იცხოვრონ ნაკლებგანათებულ ადგილზე. პირველი ჯგუფი უნივერსალურია ამ მხრივ, კარგად გრძნობენ თავს ჩრდილშიც, ნახევრადჩრდილშიც, მეტად განათებულ ადგილზეც კი. მეორე ჯგუფს კი არ შეუძლია არსებობა განათაებულ ადგილებზე და მხოლოდ ჩრდილში გრძნობენ თავს უკეთ. ჩრდილისტანი მცენარეები ბუნებაშიც მაღალი ხეების ქვეშ იზრდებიან ტროპიკებსა და სუბტროპიკებში, მათ შესახებ ანოტაციებში წერენ, რომ ისინი კარგად გრძნობენ თავს ჩრ. მხარეს რაფაზე, ან რომ კარგად იზრდებიან ხელოვნური განათების პირობებში. ის მცენარეები, რომლებიც მოსვენების პერიოდში საჭიროებენ ჩრდილში გადადგმას, ჩრდილისმოყვარულ მცენარეებად არ ჩაითვლებიან. ასპიდისტრა: ერთერთი ყველაზე ეფექტური დეკორატიულფოთლიანი ოთახის მცენარეა, მისი გაზრდა სავსებით შესაძლებელია რაფიდან მოშორებით, მაგრამ ამ შემთხვევში უნდა აარჩიოთ მწვანე ფოთლიანი სახეობა ან შეეგუეთ, რომ ტრადიციულ თეთრ ზოლებს მცენარე ჩრდილში დაჰკარგავს. ხორციანი რიზომიდან ამოდის გრძელყუნწზე გრძელი ოვალურ - წაგრძელებული ფოთლები, რომლებიც ფორმით შროშანისას ჰგავს. ყვავილი საკმაოდ შეუხედავია ვარდისფერი შეფერილობის მიუხედავად და მიწის ზედაპირზე ფორმირდება მხოლოდ. მცენარე ერერთი ყველაზე უპრეტენზიოა და გამოდგება ყველაზე ბნელი ადგილებისთვის, მოსავლელად მარტივი, არ რეაგირებს ტემპერატურულ ცვლილებებზე, ჰაერის ტენიანობაზე, ზაფხულში შეიძლება მისი გარეთ გატანაც. ერთადრთი, რაც არ მოსწონს, ჭარბი მორწყვა და მზის პირდაპირი სხივებია. სჭირდება გრილი გამოზამთრება 12-15 გრ ზე. ქლოროფიტუმი: ითვლება კლასიკურ ოთახის მცენარედ. ეფექტური შესახედაობის, გრძელი ლანცეტისებრი ფოთლებით, რომლებიც მკვრივ როზეტებს ქმნიან, პერიოდულად გვერდიდან ამოაქვს გრძელი პწკალი, წვერში ახალი პატარა შვილეული როზეტით, რომელიც მალე ფესვიანდება და დამოუკიდებელ მცენარედ შეიძლება იქცეს. მისი ბევრი ახალი ჯიში არსებობს ხუჭუჭა, განიერი, ჭრელი ფოთლებით. იგი კარგია ქოთანშიც, ამპელურ კშპოებშიც. სიმაღლით სულ 40 სმ მდეა, მაგრამ პწკალების წყალობით მეტ ტერიტორიას იკავებს და ზოგჯერ დიდ კასკადურ მცენარედ იქცევა. იგი ნებისმიერ პირობებს ეგუება, მაგრამ განათების მხრივ ნაკლებ სინათლეს შეგუება სჭირდება თანდათან - უცებ განათებული ადგილიდან ჩრდილში გადადება დეკორატიულიბას სწრაფად უკარგავს. თუმცა, თუ იგი თავიდანვე ჩრდილში იზრდებოდა, პრობლემაც არ შეიქმნება. იგი კარგადაა სიცხეში, სიცივეში, სიმშრალეში, თუმცა სჯობს პერიუდულად მისი დანამვა. აგლაონემა: მისი უამრავი სახეობა და ჯიში არსებობს სხვადასხვა ფერის და ფორმის ფოთლებით, სიმაღლით 30-60სმ, ბუჩქოვანი მცენარეა. დიდი ფოთლების გამო ღერები თითქმის არ ჩანს, კარგი მოვლისას იგი სახლშიც იყვავილებს და ამოაქვს თეთრ საფრიანი ტარო ყვავილედი. მიუხედავად იმისა, რომ ჭრელი ფოთლები ჰკარგავენ ვერცხლისფერს ჩრდილში, დეკორატიულობას მაინც ინარჩუნებენ.  იგი კარგად გრძნობს თაცვს 20-25 გრ ზე, სჭირდება რეგულარული მორწყვა და იშვიათად კვება. ეპიპრემნუმი: ოთახის ულამაზესი ლიანა, ადრე სცინდაპსუსის სახელით იცნობდნენ. აქტიურად გამოიყენება ეკოდიზაინში. ტოტების სიგრძე 3მ ს აღწევს, სწრაფად იზრდება და თავისუფალ სივრცეს ადვილად ითვისებს. ზოგჯერ მის ტოტებს საყრდენზე ამაგრებენ, თუმცა თავისუფლად მიშვებული მცენარე კიდევ უფრო დიდზე იზრდება, მას დიდი, ოვალური ფოთლები აქვს, მწვანე ან ჭრელი. განსაკუთრებული ჩრდილისამტანობით გამოირჩევა ფრთისებრი ეპიპრემნუმი ან ოქროსფერი ეპიპრემნუმი. მცენარე კარგად გრძნობს თავს მზეზეც, ჩრდილში ზოგი სახეობა სიჭრელეს ჰკარგავს, მაგრამ ამით მისი დეკორატიულობა დიდად არ ზარალდება. ალოკაზია: დეკორატიული ტროპიკული მცენარეა დიდი ჭრელი ფოთლებით. სიმაღლით 2მ ს აღწევს, მცენარე ვითარდება რიზომებიდან, აქვს მკაცრი ხაზოვანი ფორმები. გრძელ, გულისებრი დაკბილულკიდიანი ფოთლები გრძელ წვრილ ყუნწზეა, მუქ ზედაპირზე სხვადასხვა ფერის ლაქები, წინწკლები და ზოლები და მსხვილი რელიეფური ძარღვები აქვს. ალოკაზიის ზოგ სახობას ფოთოლი სცვივა ზამთარში, მაგრამ დღეს არსებული ბევრი ჰიბრიდი ინარჩუნებს ფოთოლს მთელი წლის განმავლობაში. მოვლა არც ისე მარტივია. მართალია, იგი იტანს ჩრდილს, მაგრამ სჭირდება ჰაერის მაღალი ტენიანობა, ტემპერატურის მკაცრი კონტროლი, არ უნდა გამოშრეს მიწა და არც ზედმეტად მოირწყას. დაცული უნდა ჰქონდეს მოსვენების პერიოდიც, იგი პრეტენზიულია სუბსტრატის მიმართაც, ამიტომ მხოლოდ გამოცდილი მეყვავილეებისთვის გამოდგება სოლეიროლია: ჰგავს წვრილფოთოლა ბაღის ხალიჩას, და თითქოს ასეცაა - ნიადაგმფენი მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, ხუჭუჭა ტექსტურით. ბუნებაში იზრდება კორსიკასა და სარდინიაზე და იქ შეიძინა ეს თვისება. იგი იზრდება კლდეებზე, ქვებს შორის, ყველაზე ჩრდილიან ადგილებში, მზეზე იგი პრაქტიკულად არ იზრდება, მაგრამ ოთახში ადაპტირდება ნახევარჩრდილშიც. იგი საკმაოდ ეფექტურად გამოიყურება ფანჯრიდან მოშორებით. დღეს ჭრელი ჯიშებიც არსებობს, მაგრამ ჩრდილს უკეთ ეგუება მწვანე მცენარე. სხვა პირობებიდან - იგი კარგად გრძნობს თავს სიცხეშიც და სიცივეშიც, მოსწონს ზამთრის სიგრილე, ეჩვვევა ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებასაც. ვუანიეს ტეტრასტიგმა: ეს მცენარეც ლიანაა, მისი ფოთლები წაბლისას ჰგავს, მოყვარულებში იგი სახლის ყურძნის სახელითაა ცნობილი. ხვიარა ლიანა სწრაფადმზარდი, უპრეტენზიო, დიდი 5 ნაწილად დანაკვთული დაკბილულკიდიანი მუქი მწვანე ფოთლებით იზრდება 4 მ მდეც კი და საკმაოდ დიდი ადგილი სჭირდება, მასიურობის მიუხედავად ჰაეროვნად და მომხიბლავად გამოიყურება. მცენარე ამტანი და უპრეტენზიოა, ვარჯის ფორმირება შესაძლებელია საყრდენზეც, მაგრამ იგი მხოლოდ ჩრდილში იზრდება. მას მოსწონს სუფთა ჰაერზე ყოფნა, ოთახის კუთხეში კი ჰაერი არ მოძაობს და იქ მავნე მწერების გავრცელების საშიშროებაა. მას მოსწონს ზომიერი კვება, ჰაერის ტენიანობა, კარგად რეაგირებს მშრალ ჰაერზეც, იტანს გასხვლასაც. ჩვენი ჯგუფი ფეიზბუქში https://www.facebook.com/groups/yvavilebi/


 



11 July 0 12 386

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно