ფესვის ლპობა

ეს დაავადებაა. რომელსაც იწვევს სოკო Rhizoctonia, Pythium და Phytophthora, მას ხშირად კიდევ „შავ ფეხს“ უწოდებენ. სოკო აზიანებს ფესვს, იგი შავდება და ლპობას იწყებს. სველი სუბსტრატი უფრო ამწვავებს პროცესს. დაავადება ემართება მცენარეს, თუ იგი გაუსტერილებელ ნიადაგში ჩარგეს, დათესეს ან შეიძლება გავრცელდეს ქოთნიდან ან ინვენტარიდან, რითაც მუშაობდნენ დაავადებულ მცენარესთან. ყველაზე ადვილად ამ დაავადებით ზიანდება ბალბიფოთოლა. იებში კი მისი ნაირსახეობა გვხვდება ხშირად - ეს ფიტოფტოროზია. ფესვები თანდათან ლპება - ჯერ მცენარე იწყენს, ნელა იზრდება, ფოთლები ფერს იცვლის. მერე კი ფესვები ულპება და მცენარე კვდება, გამოუცდელ მეყვავილეს ჰგონია, რომ მორწყვა დააკლო და უფრო მეტად რწყავს, ეს კი ლპობას აჩქარებს. თუ ფოთლები მკვრივი და ტყავისებურია, მცენარე შედარებით ნელა კვდება. ჯერ ფოთოლზე ჩნდება მუქი ლაქები, ძირითადად ცენტრალური ძარღვის გასწვრივ. პროფილაქტიკა: ზედმეტი მორწყვა - ნიშნავს პროცესის დაჩქარებას და დაავადების სწრაფ გავრცელებას, ამიტომ საჭიროა ყურადღება მიექცეს მორწყვას. ფოთლით გამრავლებისას უნდა გამოიყენოთ საღი ფოთლები. დარგვის წინ ყველაფერი უნდა გასტერილდეს. ბრძოლა: თუ დაავადება შორსაა წასული, მცენარეს ანადგურებენ. თუ დაზიანება უმნიშვნელოა, დაზიანებულ ადგილს ჭრიან, ამუშავებენ ნახშირით, ან გოგირდით, მერე კი რგავენ დეზინფიცირებულ ახალ ფხვიერ სუბსტრატში. ფიტოფტოროზიან მცენარეებს ვერ შველიან, რადგან დაავადება გვიანობამდე შეუმჩნევლად ვითარდება. მიუხედავად ამისა, შეიძლება სცადოთ ბორდოს ხსნარით მისი დამუშავება მორწყვა, ან გამოიყენეთ კოლოიდური გოგირდი. ჩვენი ჯგუფი ფეიზბუქში https://www.facebook.com/groups/yvavilebi/?ref=bookmarks
07 July 0 1 008
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно