გრევილია

მარადმწვანე მოყვავილე მხოხავი ან სწორმდგომი ბუჩქი ან ხეა, გავრცელებულია ავტრალიაში. გვარში 400 მდე სახეობაა, მათგან მხოლოდ 5 გვხვდება სხვა ტერიტორიაზე. მცენარეები ერთმანეთისგან განსხვავდება ზომით, ფორმით და ყვავილების ფერით. ყვავილები მტევნისებრ ყვავილედებადაა შეკრული. პოპულარული სახეობებია “მსხვილი, როზმარინის ფოთლისებრი, კანდელისმაგვარი, ბენკსი” და სხვ.

მოვლა სახლის პირობებში - მას სახლშიც ზრდიან, როგორც დეკორატიულ მცენარეს საოცრად მიმზიდველი ყვავილების გამო, თუმცა მისი გაზრდა მოთმინებას და ყურადღებას საჭიროებს, სჭირდება სპეციალური პირობები, რასაც მხოლოდ ორანჟერეებში ახერხებენ.

განათება - სჭირდება მკვეთრი გაბნეული განათება მთელი წლის განმავლობაში 10-12 სთ დღეში. ზამთარში დასჭირდება დამატებითი განათების მოწყობა.

ტემპერატურა - გაზაფხულ-ზაფხულში კარგადაა 19-25გრ ზე. შემოდგომაზე და ზამთარში კი უფრო სიგრილეში დებენ - 6-12 გრ ზე.

მორწყვა - მას უხვად რწყავენ მარტიდან ოქტომბრამდე, სხვა თვეებში კი ზომიერი მორწყვა უნდა, მიწის გამოშრობა ცუდად აისახება მის ყვავილობაზე. სარწყავი წყალი უნდა იყოს რბილი, ნადგამი, ოთახის ტემპერატურის. ჰაერის ტენიანობა - მას მოსწონს მაღალი ტენიანობა, მშრალ ოთახში კი ფოთლები უყვითლდება, მერე ხმება და ცვივა. ამიტომ სჭირდება მაღალი ტენიანობის შენარჩუნება რეგულარული უხვი დანამვით.

ნიადაგი - მისთვის ოპტიმალურია ნარევი 2 წილი წიწვოვანი, 1 წილი ტორფიანი და 1 წილი ფოთლოვნი მიწის, 0,5 წილი ქვიშის, ცოტა ხის ნახშირის და აგურის ნაფხვენებისგან. ნიადაგი უნდა იყოს სუსტად მჟავე, ნოყიერი და მსუბუქი, ასევე კარგი ჰაერგამტარი. ქოთანში დარგვისას საჭიროა დრენაჟის კარგი ფენაც, რომ წყალი ფესვებში არ დაგუბდეს.

სასუქი - მცენარეს სჭირდება კვება რეგულარულად კომპლექსური მინერალური სასუქით 2 კვირაში ერთხელ მარტ - ოქტომბრის შუალედში.

გადარგვა - პირველი 3 წელი ყოველ გაზაფხულზე უნდა გადაირგას, მერე კი ყოველ 3 წელიწადში. უფრო დიდ ასაკში მხოლოდ მიწის ზედა ფენას უცვლიან.

გასხვლა - მცენარე საკმაოდ სწრაფად იზრდება, შენობაში დიდ ადგილს ითხოვს, ამიტომ სჭირდება ფორმის მიმცემი გასხვლა, ასე იგი მეტ დეკორატიულობას შეინარჩუნებს. გამრავლება - შესაძლებელია თესლით, კალმით.

თესლით მცენარეს ამრავლებენ თებერვალში, სათბურის პირობებში, კარგი განათების ქვეშ, მისთვის საჭირო ტემპერატურასა და ტენიანობაზე.

კალმით გასამრავლებლად იყენებენ ნახევრადგახევებულ ტოტებს, რომელზეც 2-3 მუხლია. გადანაჭერს ამუშავებენ ფესვწარმოქმნის სტიმულატორით, მერე კი დებენ სველ ქვიშაში და ასათბურებენ.

დაავადებები - მას მავნებლები არ აწუხებენ. დაავადებებიდან კი მხოლოდ არასწორი მოვლით შეიძლება დაზიანდეს, კერძოდ - მშრალი ჰაერი, მაღალი ტემპერტურა, მიწის ჭარბი ან არასაკმარისი მორწყვა, არეული კვება- ეს ყველაფერი დეკორატიულობას აკარგვინებს მცენარეს.

სახეობები - ბენკსი - საშუალო სიმაღლის ხე ან ბუჩქი მკვეთრად წითელი ყვავილებით, რომლებსაც გრძელი გადაღუნული მტვრიანები აქვს. -მსხვილი - მაღალი ხე, ბუნებაში იზრდება 15 მ მდე, აქვს ნარინჯისფერი ყვავილები ზემოთ მიმართული ბუტკოთი. ყვავილედი ფოთლის უბედან ვითარდება და ჰორიზონტალურადაა მოთავსებული ტოტზე. -კანდელისებრი - ფართოვარჯიანი ბუჩქი 3მ დიამეტრის და სიმაღლის, ბუმბულისებრი ფოთლებით და თეთრი ყვავვილებიანი ყვავილედებით. -როზმარინის ფოთლისებრი - საშუალო სიმაღლის ბუჩქი წიწვისებრი ფოთლებით და მტევნისებრი ყვავილედებით, რომელშიც წითელი და თეთრი ყვავილებია. შემოგვიერთდით ჩვენს ჯგუფში ფეიზბუქზე https://www.facebook.com/groups/yvavilebi/
 

04 July 0 831
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно