აბუსალათინი - მცენარე, რომელსაც არ სჭირდება მოვლა ( Rícinus)

საკმაოდ უცნაური მცენარეა, მაღალ ღერზე წვერში განიერი დიდი ფოთლები აქვს, რომლებიც ნეკერჩხლისას ჰგავს. 

სულ რამდენიმე ასეთი მცენარის დარგვა თქვენს ბაღს ტროპიკულ ბაღნარად აქცევს და მშვენიერ ეფექტურ პალმის მგავს კომპოზიციას შექმნის. მისი ლათინური სახელი ტკიპას ნიშნავს და ასე ალბათ თესლის მსგავსების გამო ეწოდა ამ პარაზიტ მწერთან. თუმცა კიდევ ბევრ სხვა სახელსაც ეძახიან - “კასტორკა, თურქული კანაფი” და სხვ. მისი სამშობლო აფრიკაა და იქ მრავალწლიან მცენარედ იზრდება. მისი თესლი ეგვიპტის ფარაონების აკლდამაშია ნაპოვნი.

ჩვენში იგი იზრდება როგორც სითბოსმოყვარული ერთწლიანი მცენარე. იზრდება 3 მ მდე. საკმაოდ უპრეტენზიოა, მოსწონს მზიანი ადგილი, ვერ იტანს ხანგრძლივად სიცივეში ყოფნას. თესავენ ღია გრუნტში, როდესაც მიწა კარგად გათბება - მაისის მეორე ნახევარში.

მას მოსწონს ფხვიერი ნოყიერი ტენიანი შავმიწა ნიადაგი. მრავლდება თესლით, რაც მწიფს რამდენიმე ცალი ერთ ნაყოფში, რომელიც წარმოადგენს ეკლებიან ბურთისებრ კოლოფს. ჩითილებად ითესება მარტ - ივნისის შუალედში, აპრილში დათესილი სწრაფად იზრდება, არ იწელება მისი ტოტები და საკმაოდ მძლავრ მცენარედ ყალიბდება, რომელზეც სრულყოფილი თესლი მწიფდება.

დათესვა - 10 თესლიდან 6-7 ამოდის, და საკმაოდ ნელა, ამიტომ მისი სწრაფი ზრდისთვის თესლის სკარიფიკაციაა საჭირო - დათესვის წინ თესლს ხეხავენ ზუმფარით, მერე ალბობენ ერთი ღამით ზრდის სტიმულატორში - ეპინი, ჰეტეროაუქსინი. 

ითესება თითო თითო 2 სმ სიღრმეზე ლიტრიან პლასმასის ქოთნებში, რაშიც მიწა ნახევრამდე ყრია. ასე დამუშავებული თესლი 5-6 დღეში ამოდის. ზოგჯერ თესლი რთულად თავისუფლდება ცხიმიანი კანისგან და მაშინ მას ფრთხილად აშორებენ.

როცა ჩითილებს პირველი ნამდვილი ფოთოლი ამოუვა, ჭურჭელი გადააქვთ შედარებით გრილ ნათელ ადგილას 15 გრ ზე, მცენარის ზრდასთან ერთად ქოთანში ამატებენ მიწას, ქოთნის პირამდე. შეიძლება მცენარის პიკირებაც დაგჭირდეთ რამდენჯერმე.

ღია გრუნტში მცენარე გადააქვთ, როდესაც ყინვების საშიშროება გადაივლის. იმისთვის, რომ ფესვები არ დაზიანდეს, გადარგვის წინ იგი კარგად ირწყვება და მერე ფრთხილად ამოაქვთ. პირდაპირ გრუნტში თესავენ მაისში, რომ ახალგაზრდა მცენარეები არ გაფუჭდეს გაზაფხულის ყინვების გამო. ორმოში დებენ 2-3 თესლს ერთად.
 

მოვლა - მას თითქმის არ სჭირდება მოვლა. ზაფხულის განმავლობაში იგი სწრაფად იზრდება და მხოლოდ მორწყვა სჭირდება - 5 დღეში ერთხელ 10ლ წყალი ერთ მცენარეზე. მოსწონს სასუქის შეტანაც - უმეტესად აზოტის, განსაკუთრებით ყვავილედის ფორმირებისას. მის თესლში შხამიანი ნივთიერება რიცინი შედის, მისი ჭამა არ შეიძლება - 6 ცალი თესლი უკვე სასიკვდილოა. ასევე სასიკვდილოა მისი მწვანე მასაც, თუმცა მას სასუქად იყენებენ და ასევე მწერების წინააღმდეგ საბრძოლველადაც.

სახეობები - დღეს მცენარის რამდენიმე ჯიში და ფორმაა კულტურაში - ჩვეულებრივი - სიმაღლე 1მ ია.

ბორბონის - მისი სიმაღლე 3 მ ს აღწევს. აქვს წითელი ღერები და პრიალა ფოთლები.

ზანზიბარის - სიმაღლე 2 მ ია. ფოთოლი კი მუქი წითელი და უზარმაზარია  ინდური - მუქი მწვანე ფოთლები და შავი ღერო აქვს, იზრდება 1,2 მ მდე.  გიბსონის - 1,5მ იზრდება. აქვს მუქი წითელი ღერო და ფოთოლი. შემოუერთდით ჩვენს ჯგუფს ფეიზბუქში https://www.facebook.com/groups/yvavilebi/
 

04 July 0 1 869
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно