ოთახის მცენარეები და შინაური ცხოველები

ხშირად ბუნების სიყვარული გულისხმობს როგორც მცენარეების, ისე ცხოველების სიყვარულს. სახლში კი ამ ორივეს შეთავსება ზოგჯერ არც ისე ადვილია.

სანერვიულოა როგორც ცხოველები, ისე მცენარეები, თუმცა ხირად უფრო მეტად ფლორის წარმომადგენლებს ხვდებათ ხოლმე.

სახლში ყველაზე ხშირად ძაღლები და კატები ჰყავთ ხოლმე. მათ შეუძლიათ ზიანი მიაყენონ მცენარეებს - თათებით უთხრიან მიწას ქოთანში, ტეხენ ღეროებს, ფოთლებს, ხშირად ჭამენ კიდეც, და კიდევ უფრო ხშირად, აქტიური თამაშის დროს შეიძლება შემთხვევით წამოედონ, გადმოაგდონ ქოთანი და გატეხონ. ზოგჯერ, თუ კონტეინერი დიდია, კატა შიგ წვება ხოლმე, მცენარის სქელ ღეროს კი ბრჭყალების საქლიბად იყენებს. ზოგჯერ ცხოველებსაც ხვდებათ, ყველა მცენარის ჭამა არ შეიძლება. ზოგი შხამიანია და შეიძლება შინაური ცხოველები მოიწამლონ. ამიტომ ჯერ კარგად უნდა მოიფიქრონ, სად დადგან ესა თუ ის მცენარე შედარებით უსაფრთხოდ ცხოველებისთვის. ყოველივე ამის გათვალისწინებით მაინც შესაძლებელია ცხოველების და მცენარეების ერთად მშვიდობიანი თანაარსებობა ერთ ბინაში. მცენარეებს დებენ ისეთ ადგილზე, რომ ცხოველები ვერ მისწვდნენ - კედლის თაროებზე, ან ჩამოსაკიდ კაშპოებში. ასე განსაკუთრებით შხამიანი მცენარეების განლაგება შეიძლება, რომლებსაც შინაური ცხოველებისთვის ზიანის მიყენება შეუძლიათ. მცენარეებს სასიკეთო გავლენის მოხდენაც შეუძლიათ ცხოველებზე, კერძოდ, კატებზე - მათთვის თესავენ სპეციალურ ბალახს და ასეთ ქოთნებს ახლოს უდგამენ. ეს მცენარეები ეხმარება კატებს კუჭის გასუფთავებაში ბეწვისგან, რაც ხშირად ხვდება იქ ბეწვის გასუფთავებისას ალოკვის მერე. ასეთი მცენარეები მათ უფრო მოსწონთ, ვიდრე ჩვეულებრივი ყვავილები. მომავალში ისინი თავს დაანებებენ ოთახის მცენარეებს.

როგორ დავიცვათ მცენარეები ცხოველებისგან - ბევრი გამოცდილი მეთოდი არსებობს იმისთვის, რომ დააშინოთ ცხოველები და აიძულოთ, არ გაეკარონ მცენარეებს. ყველაზე მნიშვნელოვანია სუნი. ეს გამოცდილია, უფრო კატებზე, რადგან ძაღლებთან მოლაპარაკება უფრო ადვილია. შეიძლება სუნიანი სპრეის გამოყენება ან შინაური საშუალებების გამოყენება. კატას არ მოსწონს წითელი წიწაკის სუნი, არც სამედიცინო სპირტის სუნი. შეიძლება დაფხვნილი წიწაკა ჩაყაროთ პატარა ჭურჭელში და დადოთ მცენარეებთან, ან ბამბა დაასველოთ სპირტში, აორთქლების მერე სუნი მაინც დიდხანს რჩება ბამბაზე.კატას და ძაღლს არც ციტრუსების სუნი მოსწონს. ლიმონს, ფორთოხალს, მანდარინს კანს აცლიან და აწყობენ მცენარეებთან, მაგრამ გახმობის მერე კანი სუნს მალე ჰკარგავს და ახლის დადება ხდება საჭირო.შეიძლება ყავის მარცვლების დაწყობაც მიწაზე, მაგრამ პერიოდულად მისი შეცვლა იქნება საჭირო.

ქალაქის ბინებში მცხოვრები კატა გარეთ არ გადის ხშირად. მას სჭირდება ბალახი და ხშირად ჭამს სახლის მცენარეებს - ქლოროფიტუმს, დრაცენას, ისეთ მცენარეებს, რომლებიც გარეგნულად ბალახს ჰგავს, მაგრამ ზოგი ცხოველს წამლავს შხამიანობის გამო და შეიძლება მოკლას კიდეც. ცხოველის დასაცავად საჭიროა უსაფრთხო მეთოდების გამოყენება. თუ კატა ქოთანში მიწას თხრის, შეიძლება ქვების დაწყობა მიწაზე. კატა ძველებურ საქმიანობას ვერ შესძლებს და თავს დაანებებს მცენარეს. არსებობს კიდევ ფსიქოლოგიური მეთოდი - იყიდება სპეციალური მოწყობილობა, რომელიც ჰაერს უბერავს, თუ ცხოველი მცენარეს მიუახლოვდება. კიდევ შეიძლება სათამაშო წყლის პისტოლეტის გამოყენებაც - როდესაც კატა მიუახლოვდება, წყლის ჭავლს უშვებენ, კატას წყალი დიდად არ უყვარს, თანდათან მას მობეზრდება და თავს დაანებებს მცენარეს. ჩვენი ჯგუფი ფეიზბუქში https://www.facebook.com/groups/yvavilebi/

29 June 0 798
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно