ტორფიანი აბების გამოყენება
თანამედროვე გამოგონებებიდან მეყვავილეობაში ძლიერ პოპულრობით სარგებლობს ტორფიანი აბები. მათში ზრდიან თესლიდან მცენარეს, ან ბოსტნეული კულტურების ჩითილებს, ოთახის მცენარეებს, აფესვიანებენ ტოტებს ან ფოთლებს.
ტორფის აბებს მრგვალი ფორმა აქვს, მის მთავარ შემადგენელ ნაწილს ტორფი წარმოადგენს, რომელშიც ბევრი სასარგებლო ნივთიერებაა მცენარეებისთვის, იგი უფრო პროდუქტიულს ხდის მებაღის მუშაობას და დროის ეკონომის კარგი საშუალებაა.
აბების დანიშნულება - ერთი აბი სიმაღლით 3 სმ, დიამეტრი კი 8 სმ ია. გამოყენებამდე მას ალბობენ გასაჯირჯვებლად და ზომაში მოსამატებლად. წყლის შეწოვის მერე მისი სიმაღლე 5-6 ჯერ იმატებს, მხოლოდ ამის მერე შეიძლება მისი გამოყენება.
მიკროელემენტები და სხვა სასარგებლო ნივთიერებები აჩქარებენ თესლიდან მცენარის ზრდას, ასევე ჩითილების გაზრდას, რადგან მცენარეებისთვის ინდივიდუალურად სასარგებლო გარემოს ქმნიან.
აბების დადებითი თვისებები - შიგ დათესილი მაღალი ხარისხის თესლს 100 % იანი ამოსვლა აქვს. რაც მნიშვნელოვანია ძვირიანი თესლის დათესვისას,
რბილი ტორფი არ აზიანებს მცენარის ყველაზე სუსტ ფესვებსაც კი. გადარგვისას კი არაა აუცილებელი მცენარის ამ აბიდან ამოღება და ისე გადატანა. ფესვები, მთლიანად მცენარე მასში ყოფნისას არ განიცდის ჟანგბადის ნაკლებობას, არც ტენიანობა აკლია, რადგან ტორფი კარგი ჰაერ და წყალგამტარი მასალაა.
მის გამოყენებას არ სჭირდება სპეციალური ცოდნა და ბავშვიც კი შესძლებს მასთან მუშაობას.
ამ გზით მცენარის გაზრდა შეიძლება სახლში მცირე ტერიტორიაზე, რადგან ამ აბებს არ უკავია დიდი ადგილი. ყველა საჭირო ნივთიერება, რაც მცენარეს სჭირდება გასაზრდელად, ამ აბებშია. ეს აჩქარებს მის ზრდას და დროის ეკონომიაც არის დამატებით. ღია გრუნტში მცენარის გადატანისას იგი აღარ განიცდის სტრესს, როგორც სხვა მცენარე, რომელსაც ძველი ქოთნიდან ამოღება ესაჭიროება, რადგან ამ შემთხვევაში იგი აბიდან ამოუღებლად ირგვება გრუნტში.
გამოყენების პრინციპი - თავიდან აბებს დებენ წყლიან ჭურჭელში ისე, რომ ბადეს, რომელშიც გახვეულია აბი, ნახვრეტი ზემოთ ჰქონდეს, მასში ასხამენ 150მლ წყალს და დებენ ნახევარი საათით.
მას მერე, რაც აბი წყალს შეიწოვს და მოცულობაში რამდენჯერმე მოიმატებს, ჭარბ წყალს ღვრიან, შიგ კი დებენ თესლს ან მცენარეს. ჩათესვის სიღრმე დამოკიდებულია თესლის ზომაზე და მცენარის სახეობაზე. მერე მას ათავსებენ სათბურის პირობებში გარკვეული განათების, ტემპერატურის და ტენიანობის ქვეშ. პერიოდულად დასჭირდება დანამვა თესლის გაღივებამდე.
ტორფის აბების სარგებლიანობა - გამოსაყენებლად ადვილია. არ სჭირდება დიდი ფართობი.
შენარჩუნებულია სისუფთავე დარგვისას, მოვლისას. არ სჭირდება დამატებით ყურადღება მიწის ნარევის შედგენისთვის და არც ზედმეტი ხარჯია საჭირო მის საყიდლად.
აბების დახმარებით ძალიან ადვილია სუბსტრატის ტენიანობის გაკონტროლება. მცენარეს არ სჭირდება დამატებით კვება, სასუქი, რადგან შეიცავს ყველა საჭირო ნივთიერებას, მცენარის ფესვები აბებში თავისუფლად სუნთქავს, რის შედეგადაც ძლიერი და ამტანი მცენარე იზრდება. ჩვენს ჯგუფში ასევე მოცემულია როგორ გავაფუოთ ტორფირებული აბები https://www.facebook.com/maiko20071/videos/1460947953938959/