გულისაბა - ღამის ლამაზმანი (Mirabilis)

მცენარე ღამითმოყვავილეთა ოჯახის წარმომადგენელია. გვარში კი 60 სახეობაა. სამშობლო ამერიკაა. მისი ლათინური სახელი ქართულად საოცრებას ნიშნავს და მართლაც, იგი ძალიან საინტერესო მცენარეა. ხალხური სახელი კი უკვე გვატყობინებს, როდის უნდა ველოდოთ მის გაშლას. პირველად ამ მცენარით აცტეკები დაინტერესდნენ. მათ გამოჰყავდათ სხვადასხვა ფერის ყვავილებიანი მცენარეები. დღეს საოცრად ბევრი ჯიში არსებობს, თუმცა წინაპარი მცენარეც შენარჩუნებულია სამშობლოში და ველურად ახლაც ხარობს. მისი ბოლქვისებური ფესვები კარგად უძლებს იქაურ გვალვას და განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება.

მექსიკის დაპყრობის მერე ესპანელებმა მცენარის თესლი ევროპაში ჩაიტანეს - ჯერ ესპანეთში, მერე ინგლისში, მერე კი უკვე სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა, განსაკუთრებით ადვილად შეეგუა თბილ კლიმატურ პირობებიან ქვეყნებს.- ეგვიპტე, მაროკო. ერთერთ ჯიშს კი ყვითელ-ვარდისფერი ზოლებით და ნარინჯისფერი წინწკლებით “მარაკეში” ჰქვია.

გამრავლება - იგი ადვილად მრავლდება თესლით, ბუჩქის დაყოფით ან ნახევრადგახევებული ტოტებით.

თესლს წინასწარ ალბობენ ერთი დღით, თესავენ 2 -2 ცალს ერთ ქოთანში, სადაც ფხვიერი მსუბუქი მიწაა. ნათესის ამოსვლის მერე ერთ ქოთანში ერთ ძირს სტოვებენ. გრუნტში კი გადააქვთ იმავე პერიოდში, როდესაც პომიდვრის ჩითილებს რგავენ.

ტოტებს აფესვიანებენ მსუბუქ ტორფნარევ სუბსტრატში ქვიშის დამატებით. იგი იმდენად ადვილად მრავლდება თესლით, რომ ზამთარში მის გორგლოვან ფესვებს არ ინახავენ. მაგრამ გორგლებით გაზრდილი მცენარე უკეთ და უფრო ადრე ყვავილობენ, განსხვავდება ზომებიც და შენარჩუნდება ფერიც. მათ იღებენ ყინვებამდე და ინახავენ მშრალად სიბნელეში, როგორც გეორგინას.

მოვლა - ნოემბრის ბოლოდან, როდესაც ერთწლიანი ტოტები კვდება, მარტის შუამდე, იგი მოსვენების პერიოდში იმყოფება, ამ პერიოდში მხოლოდ 2 თვეში ერთხელ რწყავენ. გორგლებს აშორებენ დამატებით ფესვებს, ინახავენ ტორფნარევ ნახერხში დაბალ ტემპერატურაზე. გაზაფხულზე მას რგავენ სუბსტრატში, რომელშიც შედის 2 წილი თიხნარ-კორდის მიწა, 1,5 წილი ტორფი, 1 წილი ქვიშა, 0,5 წილი აგურის ნამტვრევები და 0,25 წილი დოლომიტის ფქვილი.

ყვავილი სურნელოვანია, მისი სუნი უკეთ იგრძნობა სამხრეთ რეგიონებში, შედარებით ახლო მანძილიდან. მას ხშირად ნახავთ გზისპირა ბორდიურებში დარგულს. მცენარე კარგად ეგუება მეზობლად სოინჯს, ხავერდას, გვირილას,სხვა ერთწლიან მცენარეებს.

ღია გრუნტში იგი სწრაფად იბუჩქება, სიმაღლით 1მ ს აღწევს. განშიც 1მ ია.
 მაქსიმალურ სიმაღლეს აღწევს მზიან ადგილზე მდიდარ ნიადაგზე დარგული. რეგულარული მორწყვით.

მცენარე კარგად იზრდება, ბევრ ყურადღებას არ საჭიროებს, ამიტომ გამოადგება მათ, ვისაც ბევრი დრო არ აქვს დღისით და მხოლოდ დილა-საღამოს შეუძლია დახედოს მცენარეებს. სხვა სახელიც აქვს მცენარეს - 4 საათი. სწორედ ამ დროს იშლება მისი ყვავილი. თუმცა ღრუბლიან ამინდში უფრო ადრე იშლება და მეტ ხანს სძლებს. მზეში, სიცხეში ან ქარში ღამის სიგრილის დადგომისთანავე იშლება, დილით კი იხვევა და კოკორს ემსგავსება, მერე კი ჭკნება. 

ლამაზი ფერის და ფორმის ფოთლების გამო მცენარე ყვავილობამდეც და მის მერეც არ ჰკარგავს მომხიბვლელობას.

გულისაბას ყვავილები სხვადასხვა ფერისაა - ჟოლოსფერი, მეწამული, წითელი, ვარდისფერი, ყვითელი, ნარინჯისფერი, თეთრი, არის ჭრელ ფერებშიც - 2-3 ფერი ერთ ყვავილში. ხანდახან გვხვდება უფრო უცნაური შეფერილობაც - ყვავილის ნახევარი ერთ ფერშია, მაგალთად ჟოლოსფერი, მეორე კი ყვითელი. სურნელი უფრო მკვეთრად იგრძნობა თეთრ, ღია-ყვითელ ან მკრთალ ვარდისფერ ყვავილებში. 

მცენარეს საოცრად ბევრი თესლი აქვს და ერთ წელს აღებული თესლი მეზობლებსაც შეიძლება დაურიგოთ.

უხვად ყვავილობისთვის მას სჭირდება მზიანი უქარო ადგილი. კარგად იზრდება ნახევრადჩრდილშიც, მაგრამ ასე ნაკლები ყვავილი ექნება. მიწა უნდა იყოს ზომიერად ნოყიერი, კარგად დრენირებული. ვერ იტანს მჟავე ნიადაგს და დაგუბებულ წყალს. ამიტომ ზომიერად რწყავენ. კვება სჭირდება წლის განმავლობაში რამდენჯერმე. - კომპლექსური სასუქით, ხშირად უფხვიერებენ მიწას და აშორებენ სარეველებს.

მცენარე მრავალწლიანია სწორმდგომი ღერებით და გორგლისებრი ფესვებით. თბილ კლიმატურ პირობებში კარგად იზამთრებს და თვითჩათესვით ადვილად მრავლდება. ცივ რეგიონებში ზრდიან, როგორც ერთწლიან მცენარეს. და ყოველ წელს თესავენ.

მისი გაზრდა სულაც არაა რთული, მცირე მონდომება და გულისაბა დიდხანს გაგახარებთ ლამაზი და სურნელოვანი ყვავილებით. იგი მშვენიერი სამკაული იქნება თქვენი ეზოსთვის. სხვა სტატიები დააჭირეთ აქ 
 

25 June 0 1 870
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно