ოთახის მცენარეები და ონკანის წყალი

ყალი მნიშვნელვან როლს თამაშობს მცენარეების ცხოვრებაში. მის შემადგენლობაზე დამოკიდებულია მცენარის ზრდა-გავითარება, ონკანის წყალში ბევრი მცენარისთვის საშიში ნივთიერებაა და მათი რაოდენობა ნორმაზე მეტია - მასში ბევრნაირი მარილია - ბრომის, ქლორის, ფტორის, ნატრიუმის. ფტორის მარილი მცენარეზე მომწამვლელად მოქმედებს. პალმა, დრაცენა ასეთი წყლით მორწყვის მერე ხშირად კვდება,ქლოროფიტუმი უპრეტენზიო მცენარედ ითვლება და მოსავლელად ადვილია, მაგრამ მასაც შეიძლება შეექმნას პრობლემები ონკანის წყლით მორწყვის გამო. - ფოთლებს წვერები უხმება ხოლმე. ქლორიანი წყალი მცენარეთა ზრდას აფერხებს და ფოთლებს ფერს უცვლის. ასე რომ არ მოხდეს, წყალს აჩერებენ ერთი ღამით და მერე იყენებენ სარწყავად. ასე ზოგი მავნე ნივთიერება ორთქლდება წყლიდან და მერე მორწყვა იმდენად საშიში აღარაა. ყველაზე დიდ ზიანს ასეთ წყალში მყოფი მარილები აყენებს მცენარეს. მარილები ხელს უშლის ფესვებს საჭირო რაოდენობით შეიწოვონ წყალი. მაგრამ არც მთლად მარილებისგან თავისუფალი წყალი ვარგა მათთვის, თუმცა ასე ჭკნობის პროცესი მეტად ხანგრძლივი იქნება. იგი კვდომას ფესვებიდან დაიწყებს. მნიშვნელობა არ აქვს მიწოდებული წყლის რაოდენობას და მორწყვის სიხშირეს, თუ მასში მარილის მეტი რაოდენობაა, ასეთ წყალს მცენარე ვერ შეითვისებს. ზოგს მიაჩნია, რომ რბილი წყალი ნაკლებად მავნებელია, მაგრამ ნატრიუმის ქლორიდი, რასაც წყლის დასარბილებლად იყენებენ, ასევე საზიანოა მცენარეებისთვის. იმისთვის, რომ მცენარეები თავს კარგად გრძნობდნენ,სჯობს დისტილირებული, წვიმის ან მტკნარი წყლით მორწყათ. შეიძლება ასე არც ისე მოსახერხებელია და ხარჯებს მოითხოვს, სამაგიეროდ, მცენარეები მშვენივრად გაიზრდებიან. მცენარე უხვად უნდა მოირწყას, თუ: -ეს ახალგაზრდა ნერგებია. - აქვს ძლიერი ფესვთა სისტემა. -აქვს დიდი ფოთლები. - ჩარგულია თიხის ქოთანში ან მას დიდი სადრენაჟე ნახვრეტები აქვს.

-მცენარე მოყვავილეა. -ზაფხული ცხელია, ზამთარში კი ჰაერი გამომშრალია. ზომიერი მორწყვა სჭირდებათ, როდესაც: -მცენარეს აქვს სქელი ფოთლები. ან არ აქვს ბევრი ფოთოლი. - კაქტუსები ან სუკულენტებია. -მცენარე პლასმასის ქოთანშია ან ლითონის ჭურჭელში. -ქოთანს არ აქვს სადრენაჟე ხვრელები -მოსვენების პერიოდში, -წვიმიან ან მოღრუბლულ ამინდში. -ოთახის ტემპერატურა ნორმის ფარგლებშია -მცენარის დაავადებისას, ან მცენარის მწერებით დაინვაზირებისას. -სუსტი ფესვები თუ აქვს. თუ მცენარე ჭარბადაა მორწყული:- ფერხდება ზრდა. ფოთლებზე ჩნდება ლაქები და ცვივა. მცენარე ობდება. არასაკმარისად მორწყვის შემთხვევაში - ფოთლები რბილდება, უხეშფოთლიან მცენარეებს ფოთოლი ცვივა, მოყვავილე მცენარეები აღარ ყვავილობენ, კოკრები კი არ იშლება და ისე ცვივა. სხვადასხვა საშუალებებით შეიძლება იმის გარკვევა, სჭირდება თუ არა მცენარეს მორწყვა. თუ ქოთანს მიუკაკუნებთ და ხმა ზარივით წკრიალაა, მას მორწყვა სჭირდება. თუ თითს ფრთხილად ჩადებთ მიწაში ან ხის ჯოხს ჩაარჭობთ, სისველის შეგრძნებისას სჯობს კიდევ შეიკავოთ თავი მორწყვისგან. მცენარე ირწყვება ხშირად და ზომიერად, სჯობს დღის პირველ ნახევარში. მას რწყავენ მანამდე, სანამ წყალი სადგამზე არ გამოჩნდება, მორწყვის საჭიროება მოწმდება ყოველ სამ დღეში.

24 June 0 1 493
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно