ვრწყავთ მცენარეებს მივლინების დროს

თქვენ მიდიხართ, მცენარეები კი სახლში რჩებიან. თუ სუკულენტები გაქვთ, კიდევ არა უშავს - ისინი ადვილად იტანენ უწყლობას, სხვა მცენარეებს კი ურიგებთ მეზობლებს, ნათესავებს, მეგობრებს, ან გასაღებს უტოვებთ ვინმეს, რომ მოვიდეს და მორწყას ისინი. ან კიდევ ცდილობთ, ისე მოახერხოთ, რომ თავად მოირწყონ, ავტომატურად. 

ამისთვის უამრავი ხერხი მოიგონეს, აქ მხოლოდ რამდენიმეზე ვიტყვით - შედარებით მარტივ და ეფექტურ მეთოდებზე, მაგრამ იმისთვის, რომ ეს მეთოდები მართლაც გამოდგეს ეფექტური, მცენარეები უნდა გადადგათ ნახევრადჩრდილში - ასე წყლის აორთქლება ნაკლები იქნება. მცენარეები კარგად მორწყეთ და დანამეთ.

თუ რომელიმე მცენარემ მაინცდამაინც თქვენი წასვლის წინ გადაწყვიტა თქვენი გახარება ყვავილებით, ნუ მოგერიდებაათ და დააცალეთ კოკრები - აყვავებულს მაინც ვერ ნახავთ, მწვანე მასას მეტი წყალი დარჩება, თანაც მცენარეც დაისვენებს და მოგვიანებით ისევ იყვავილებს, როდესაც დაბრუნდებით და ჩვეული რეჟიმით გააგრძელებთ მის მორწყვას.

-პლასმასის ბოთლით - აკეთებენ ავტომატურ სარწყავს. გახურებული ნემსით 2 ნახვრეტს აკეთებენ ბოთლში - ძირზე და ბოთლის სახურავში. წყლით ავსებენ. მერე კი სახურავით ძირს არჭობენ ქოთანში 2-3 სმ ზე. ნახვრეტის ზომა მნიშვნელოვანია და იგი ცდებით დგინდება ცარიელ მიწიან ქოთანზე.

-ქსოვილი და ჭურჭელი - თუ ქოთანს სადრენაჟე ხვრელი აქვს, ქოთნის ძირს აფენენ რაიმე ქსოვილს, რომელიც წყალს კარგად იწოვს და ინახავს. ზემოდან ადებენ ქოთნებს.

-ჭურჭელი და ქსოვილი მილი - ეს ძველი მეთოდია და ეფექტურიც. დაგჭირდებათ დიდი პლასმასის ბოთლი და ზოლებად დაჭრილი ქსოვილი, ბინტი, შალის სქელი ძაფები. 

ქოთნებს დებენ იატაკზე, ბოთლს შედარებით მაღლა. დაჭრილი ქსოვილის ან ძაფების ერთი ბოლო უნდა ჩაიდოს ბოთლში, მის ძირამდე. მეორე ბოლოები კი ქოთნის მიწაზე. ქსოვილი შეიწოვს წყალს და გადასცემს მიწას. მაგრამ თუ სახლში ცხელა, ზოლები უცებ შრება და მორწყვა წყდება.

-ჰიდროგელი - ეს პოლიმერია, ძლიერ ჰიგროსკოპული - შეუძლია დიდი რაოდენობით წყლის შეწოვა, ზოგჯერ მას სუბსტრატის ნაცვლად იყენებენ და მაშინ ასე დარგულ მცენარეს იშვიათად რწყავენ. ამიტომ შეიძლება მცენარის გადარგვა ჰიდროგელიან ქოთანში.

-კერამზიტი- მას იგივე პრინციპით იყენებენ - ფორებიანი მასალა ადვილად იწოვს წყალს. ამიტომ მას ასველებენ და აწყობენ მიწის ზედაპირზე, ზემოდან კი აფარებენ ხავსს. თუ მცენარე თიხის ქოთანშია, შეიძლება მისი ჩადგმა დიდ პლასმასის ქოთანში, შუაში კი სივრცის ამოვსება სველი კერამზიტით. თიხას შეუძლია წყლის შეწოვა, რაც მერე მიწას მიეწოდება.

-კაპილარული ქსოვილი - იგი ხელოვნურია და შთანთქავს დიდი ოდენობის წყალს. გამოყენება მარტივია - ასველებენ კარგად, დებენ სწორ ზედაპირზე და ზემოდან ადებენ ქოთნებს მცენარეებით.

ქვემოთ რომ არ გავიდეს წყალი მაგიდაზე, ამ ქსოვილის ქვემოთ დებენ ცელოფანს. ქოთანი აწვება ქსოვილს და მისგან გამოდის წყალი.

-ავტომორწყვა - ესეც მარტივი და ეფექტურია. სისტემა შედგება წყლიანი ჭურჭლის, მილების და სამართავი მოწყობილობისგან, რომლის დაპროგრამებაც შეიძლება, რომ გარკვეული რეგულარობით ჩაირთოს - მორწყას მცენარეები დღეში 2ჯერ, 3 ჯერ ან როგორც საჭიროა. ჩვენი ჯგუფი ფეიზბუქში შემოგვიერთდით https://www.facebook.com/groups/yvavilebi/ თარგმანი თ სუპატაშვილის

24 June 0 1 196
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно