ბარაქის ხემ რომ იყვავილოს

ხალხში გავრცელებული აზრი, რომ ამ მცენარეს ოჯახში კეთილდღეობა მოაქვს და თუ კიდეც აყვავდება, ხვავი და ბარაქა დიდი ხნით დაიდებს ბინას  მათ ოჯახებში. იგი ბევრს აქვს სახლში, რადგან  უპრეტენზიოა და დიდი ყურადღება არ სჭირდება. 

იგი სუკულენტია, აქვს ხორციანი სქელი ფოთლები, მომრგვალებული, მონეტისებრი. ყვავილობა შედარებით იშვიათია სახლის პირობებში და იმისთვის, რომ აყვავდეს, გარკვეული წესების დაცვაა საჭირო. მცენარე არა მხოლოდ დეკორატიულია, არამედ სამკურნალო თვისებებიც აქვს. ჰაერში გამოჰყოფს ბევრ სასარგებლო ნივთიერებას და ზოგადად დადებითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე.

ბევრს სურს, იხილოს სახლში მოყვავილე მცენარე, მაგრამ ყვავილობა იშვიაათად დგება და დიდი მოთმინებაა საჭირო. 

მცენარე გავრცელებულია ს აფრიკაში და იქ ველურ ბუნებაში  მშვენივრად ყვავილობს კიდეც. მთელი დღე მზის გულზე, სითბოში ყოფნა აიძულებს მცენარეს სწრაფად გაიზარდოს, მაგრამ ჭარბი მზის სხივებიც არ ვარგა. შემოდგომა-ზამთარში ხანმოკლე დღეც ცუდ გავლენას ახდენს მცენარეზე. სახლის პირობებში მას დებენ  სწორი განათების ადგილზე, რომ სინათლეც ბევრი ჰქონდეს და მზის სხივებიც ნაკლებად ხვდებოდეს.

მოვლა - დარგვიდან იწყება, მიწის შემადგენლობას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ნებისმიერ მიწას ეგუება და ადვილად მრავლდება. გასამრავლებლად გამოდგება ტოტი, ფოთოლი. ორივე სწრაფად ფესვიანდება და მერე სწრაფად იზრდება.

ტემპერატურა - ბარაქის ხეს მოსწონს სუფთა ჰაერი, მაგრამ უნდა მოარიდოთ  ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებას. ამის გამო იგი გარეთ გააქვთ მხოლოდ თბილ სეზონზე. იგი კარგად გრძნობს თავს 20-25 გრ ზე. ზამთარში კი - 10-15 გრ ზე. 

მორწყვა - მცენარე ტენისმოყვარულიცაა, მაგრამ ბევრ წყალს ფესვებში ვერ იტანს - ზრდა ფერხდება და შეიძლება ფესვებიც დაულპეს. ამიტომ რწყავენ მხოლოდ მიწის ზედა ფენის გაშრობის  მერე.  ყვავილობის დაწყების მერე მორწყვას უმატებენ, სარწყავი წყალი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის.

კვება - დადებითად რეაგირებს რეგულარულ კვებაზე, სასუქი შეაქვთ თვეში 1-2 ჯერ. რადგან იგი სუკულენტია, სასუქიც დასჭირდება კაქტუსისთვის და სუკულენტისთვის გამოსადეგი.

გადარგვა - მას დროული გადარგვა უნდა მცენარის შესაფერისი ზომის ქოთანში.  გადარგვისას არ უნდა დაზიანდეს ფესვები, ამიტომ მას მიწიანად რგავენ. ახალი მიწა შედგენილობით წინას მსგავსი უნდა იყოს. 
ღეროს ფორმირება - ბარაქის ხის ღეროს გავითარებაც მოქმედებს ყვავილობაზე, როდესაც მცენარე 30სმ ს მიაღწევს, იგი უნდა გადაიჭრას, ასე მცენარე უკეთ დაფესვიანდება, გაივითარებს ახალ კვირტებს და ლამაზ ვარჯს გაიკეთებს.

ყოველდღიური მოვლა - მცენარე დიდხანს არ ყვავილობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იგი არასდროს არ იყვავილებს. მარტივი პროცედურების ყოველდღიური ჩატარებით ეს პერიოდიც მალე დადგება:

-ოთახს, სადაც მცენარე დგას, სჭირდება განიავება. მას სუფთა ჰაერი მოსწონს. -ძველი, გამხმარი ფოთლები და ტოტები უნდა მოშორდეს. -სწრაფადმზარდ ღეროს საყრდენი აუცილებლად  სჭირდება. -რეგულარულად უნდა გაუწმინდოთ ფოთლები ნამიანი ტილოთი, მცირე მტვრის ნადებიც კი, ფოთლების ნორმალურ სუნთქვას უშლის ხელს

ყვავილობა - ბევრს უნახავს მოყვავილე ბარაქის ხე ფოტოზე, მაგრამ ვისაც სახლში აქვს ეს მცენარე, უნდათ, საკუთარი თვალით იხილონ ასე აყვავებული მცენარე.  ყვავილი თეთრი, პატარა, ვარსკვლავის მსგავსია, ტოტების ბოლოებზე გამოდის და მთელი მცენარე ხშირად დაფარულია ასეთი ყვავილებით. ზოგ სახეობას ყვითელი ან ვარდისფერი ყვავილები აქვს. ჩვენი ჯგუფი ფეიზბუქში https://www.facebook.com/groups/yvavilebi/
 

23 June 0 19 959
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно