ხვიარა მცენარეები აივნისთვის

მყუდრო გარემოს შექმნაში და აივნის გალამაზებაში ყვავილების დახმარება შეუფასებელია. ისინი ალამაზებენ გარემოს, ასუფთავებენ ჰაერს. აივანზე განსაკუთრებით ლამაზია ხვიარა მცენარეები, რომლებიც მწვანე მასით ლამაზ და ბუნებრივ კედელს ქმნიან. უმეტესი მათგანი გამოირჩევა ხანგრძლივი და უხვი ყვავილობით, რაც ახალისებს შენობის ერთფერ და შეუხედავ კედლებს. 

როგორ შევარჩიოთ ხვიარები - ბევრი ფაქტორის გათვალისწინებაა საჭირო, თუ ასეთი მცენარეების ყიდვას გადაწყვეტთ. ზოგს მზე სჭირდება, ზოგი შემინულ აივანზე ხარობს კარგად.

ღია ლოჯიებს არ  გამოადგება კატაბარდა. მას ძლიერ სუსტი ტოტები აქვს, რაც მალე ტყდება ძლიერ ქარში. მცენარე ჰარმონიულად უნდა გამოიყურებოდეს შენობის ფონზე, ამიტომ უნდა შეირჩეს კონტრასტული ფერები. მაგალითად, აგურის შენობას მოუხდება თეთრ ან ყვითელყვავილიანი მცენარეები.

შეუმინავ აივნებზე კარგად იზრდება ტემპერატურის ცვალებადობისადმი  მედეგი მცენარეების ერთ ან მრავალწლიანი სახეობები.

თუ აივანი მზიანია, შეიძლება დედოფლის ყვავილის, აბილილის, ცხრატყავას ან ჩინური ლიმონურის ყიდვა. თუ ჩრდილიანი მხარეა, ირგვება სურო, იგი კარგად უძლებს ძლიერ ქარსაც. მაგრამ ყინვამედეგი არაა, ამიტომ ზამთარში სახლში შეაქვთ. უფრო გამძლეა ამერიკული უსურვაზი და ნებისმიერ აივანს მოუხდება. თუ აივანი ჩრდილოეთით გადის, მცენარეს იმგვარად დებენ, რომ ოთახში მზის სხივების შემოსვლას ხელი არ შეუშალოს.

შედარებით  თბილ რეგიონებში აივნისთვის გამოდგება ხვიარა ვარდები, ცის-ვაზი.

დარგვა - ხვიარა მცენარეებს რგავენ ღრმა ხის ყუთებში, დაახლოებით 1 მ სიგრძით, ნიადაგი უნდა იყოს ფხვიერი, ნოყიერი, რაც შედგება კორდის, ფოთლოვანი მიწის და ქვიშისგან, ყუთის ძირში ყრიან კერამზიტს ან კრამიტის ნატეხებს დრენაჟისთვის.

კატაბარდას რგავენ ყუთში, რომლის სიმაღლე 65 სმ მდეა, მას დებენ აივნის იატაკზე და სიმაგრისთვის დამატებით უკეთებენ ლითონის ცხაურს.

პოპულარული ხვიარები აივნისთვის - ერთერთი ყველაზე  ცნობილი მცენარე კატაბარდაა, მას მოსწონს როგორც შემინული აივნები, ისე ღიაც. ოპტიმალური მდებარეობა სამხრეთი ან აღმოსავლეთი მიმართულებაა. ყუთს აუცილებლად უნდა ჰქონდეს სადრენაჟე ხვრელები, რომ წყალი გამოვიდეს და არ დაგუბდეს. მათ დებენ აივნის გვერდითა ან უკანა კედლებთან. კატაბარდას ბევრი სახეობა და ჯიშია დღეს ცნობილი, მაგრამ შედარებით ხშირად  გვხვდება ჟაკმანა, ინტეგრიფოლია, ფლორიდა, ვიტიცელა. მათ რეგულარული მორწყვა და მიწის გაფხვიერება სჭირდებათ. ასევე საჭიროა ტოტების აკვრაც. გვიან შემოდგომაზე კი ტოტებს ხსნიან საყრდენიდან და ყუთს ზემოდან ადებენ, მერე კი ნახერხს აყრიან. ასე  შეიძლება მათი დატოვება გარეთ, თუ 12 გრ ს დაბლა არ ცდება ტემპერატურა. ძლიერ ყინვებში ყუთი აუცილებლად შეაქვთ სახლში.

აბილილი -   ერთწლიანი სწრაფადმზარდი ხვიარაა, ხანგრძლივმოყვავილე. აქვს დიდი ზომის ყვავილები - 12 სმ მდე დიამეტრის. ცისფერი აბილილი გვიან შემოდგომამდეც ყვავილობს, კონტეინერს დებენ მზიან მხარეს.

სურნელოვანი ბარდა -  ასევე ერთწლიანია. ყვავილებს საოცარი სურნელი აქვთ, მოკლე დროში იგი 3 მ მდე იზრდება, კარგად უძლებს ყინვებსაც. მას აპრილში რგავენ, დიდყვავილიან მცენარეებს შედარებით ნაკლები თესლი აქვთ.

ამერიკული უსურვაზი - მრავალწლიანი მცენარეა. ყუთი, სადაც იგი ირგვება, საკმაოდ დიდი მოცულობის უნდა იყოს, ყუთის ძირში იყრება დრენაჟის მოზრდილი ფენა, მერე კი ნოყიერი და ფხვიერი მიწა, მცენარეს სჭირდება კომპლექსური სასუქით რეგულარული კვება. ჩვენი ჯგუფი ფეიზბუქში, გადადით ბმულზე https://www.facebook.com/groups/yvavilebi/ თარგმანი თ სუპატაშვილის

22 June 0 3 295
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно