ყვავილების ავტომატური მორწყვა შვებულების დროს

როგორც ადამიანი ვერ გასძლებს წყლის გარეშე, ისევე უჭირს მცენარესაც, ადამიანს დასვენებაც სჭირდება, მაგრამ შვებულებაში წასვლისას ბევრს არ მოუვა თავში აზრად  მთელი მცენარეების წაღება თან, ან საეთოდ უარის თქმა დასვენებაზე მცენარეების მოვლის გულისთვის. უმეტესობა მთელ საქმეს ახლობლებს და მეზობლებს აკისრებს ხოლმე.

მაგრამ არც ესაა იოლი - კიდევ ახალი საქმის დაკისრება მოსარიდებელი თხოვნაა, თანაც ბევრმა შეიძლება არც იცოდეს, რომელ ყვავილს რამდენი და რა სიხშირით უნდა დაუსხას წყალი. ამ ყველაფრის აცილება შეიძლება ეფექტური და საიმედო მეთოდებით. 

დღეს მაღაზიებში შეიძლება ნახოთ რამდენიმე სასარგებლო მოწყობილობა, რაც უზრუნველჰყოფს მცენარეებისთვის წყლის ავტომატურად მიწოდებას. ეს ხელსაწყო გამოგადგებათ  მივლინების ან შვებულების დროს.

აქვაგლობი - წარმოადგენს მრგვალ კოლბას წვრილი ცხვირით. მას ავსებენ წყლით, გადმოაბრუნებენ და მიწაში არჭობენ ცხვირით. წყალი უცებ არ იღვრება და უზრუნველჰყოფს მცენარეს წყლით 2 კვირამდე. 
 

ბლიუმატი - შედგება კონუსისებრი ჭურჭლის და მილებისგან, კონუსი იდება მიწაში, მილები კი წყლიან ჭურჭელში, ხელსაწყოს აქვს სპეციალური მთვლელი, რაც უზრუნველჰყოფს წყლის ნორმირებულ მიწოდებას. მიწის გაშრობისას, სარქველი იღება და წყალი მიწას მიეწოდება, თუ საკმარისია, სარქველი იკეტება. სანამ რეზერვუარში წყალი არის, მცენარეც მარაგდება. 

კაშპო ავტომატური მორწყვით - მას სპეციალური სისტემა აქვს წყლის შენახვის და მიწოდების, რაც კაშპოს ძირშია. როცა მცენარე ირწყვება, ნარჩენი წყალი გროვდება მოწყობილობაში და მერე თანაბრად ნაწილდება. ზოგს ინდიკატორიც აქვს, რითაც შეიძლება რეჟიმის და ინტენსიობის რეგულირება  რამდენიმე კვირის ანგარიშით. 

ხელთ არსებული მასალებით - ასევე შეიძლება ამგვარი ხელსაწყოების გაკეთება.

წვეთოვნით - მის მილს უერთებენ წყლიან რეზერვუარს და მომჭერით არეგულირებენ წყლის მიწოდების ინტენსიობას. ნემსს არჭობენ ფესვებთან ახლოს, მაგრამ არაღრმად, რომ მიწამ არ დაუცოს თავი ნახვრეტს.

პლასმასის ბოთლით - ავსებენ წყლით, თავზე აფარებენ წვრილ ბადეს, მერე სახურავს ხვრეტენ ნემსით რამდენიმე ადგილას, გადაატრიალებენ და სახურავს არჭობენ მიწაში. ნახვრეტებიდან წყალი გაჟონავს მიწაში. ასეთი სარწყავი გამოდგება შედარებით დიდქოთნიანი მცენარეებისთვის, ან ტენისმოყვარულებისთვის, რადგან ამ მეთოდით ვერ ხერხდება  მორწყვის დარეგულირება.

კაპილარული ქსოვილით - ამ მეთოდით უფრო ნელა ირწყვება მცენარე. ნაჭერს ჭრიან, დებენ ქოთნის ქვემოდან, ერთ ბოლოს უშვებენ წყლიან ჭურჭელში. ქსოვილი იწოვს წყალს, მცენარე კი ქოთნის ნახვრეტიდან. ასეთ ქსოვილად გამოდგება კარგი ხაოიანი პირსახოცი.

ფიტილით - მცენარეს წყალი ფიტილის საშუალებით მიეწოდება. მის ერთ ბოლოს დებენ წყალში, მეორეს - მიწაში. წყლიანი ჭურჭელი შემაღლებულზე უნდა დაიდგას.) კიდევ რამდენიმე რჩევა - იმისთვის რომ მცენარემ ნაკლები წყალი შეიწოვოს, გადადგით ქოთანი გრილ და მოჩრდილულ ადგილას.

-ქოთნები დააწყვეთ მჭიდროდ და შუაში უფრო პრეტენზიულმცენარეებიანი ქოთნები მოათავსეთ.

-წასვლისას აუცილებლად კარგად მორწყვეთ  და დანამეთ მცენარეები.

ქოთნების გარშემო შეიძლება ხავსის ან  ჰიდროგელის დადება. თუ რომელიმე ძალიან პრეტენზიულია, მას პოლიეთილენის პაკეტიც დააფარეთ, რომელსაც ჰაერისთვის ნახვრეტები ექნება. ასე მისთვის სპეციალურ მიკროკლიმატს შექმნით.

იმისთვის, რომ ეს ყველაფერი მართლაც ეფექტური გამოდგეს, წინასწარ ჩაატარეთ ცდები, შეარჩიეთ ოპტიმალური დოზები, ინტენსიობა, მეთოდი, მაშინ თქვენი მცენარეები ისეთივე ხასხასა და ჯანმრთელი დაგხვდებათ შვებულებიდან დაბრუნებულს, როგორიც დატოვეთ. ჩვენი ჯგუფი ფეიზბუქში https://www.facebook.com/groups/yvavilebi/



 



18 June 0 6 398
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно