ჰიპოესტესი სახლში

მიეკუთვნება აკანთოსებრთა ოჯახს. მარადმწვანე მცენარეა, უმეტსად გვხვდება მადაგასკარზე, ს აფრიკაში, ინდოეთში. სახელი ბერძნულია და სახლის ქვეშას ნიშნავს - ყვავილის თავისებური აგებულების გამო მცენარე პოპულარულია და კარგად იზრდება სახლის პირობებში. ზოგან მას ქუჩებშიც რგავენ კლუმბებში.

იგი ბუჩქად იზრდება, უხვად დატოტვილია. ფოთოლი კვერცხისებრია, ტოტზე მოპირდაპირე განლაგებით. ფოთლები მწვანეა  პატარა სხვადასხვა ფერის ლაქებით - უმეტესად წითელი, თეთრი ან ვარდისფერი. ყვავილები მილისებრია, თანაყვავილები ფარავენ გვირგვინის ფურცელს.

სახეობები - ფოთლის ფერების მიხედვით უამრვი სახეობაა. 

ყველაზე პოპულარულია სისხლისფერ-წითელი ჰიპოესტესი. იგი მადაგასკარის ბინადარია. მარადმწვანე ბუჩქია 50სმ სიმაღლის. ფოთლები მუქი მწვანეა წითელი წინწკლებით და მეწამული ძარღვებით, 8სმ სიგრძის. ყვავილი წვრილი მეწამული თეთრი შიგა ნაწილით. მისგან დღეს უამრავი ჯიშია მიღებული. მათგან პოპულარულია Confetti და  Splash, 30სმ სიმაღლის მცენარეები.

კიდევ ერთი სახეობაა - Hypoestes phyllostachya რბილი იისფერ-წითელი ფოთლებით და ლავანდისფერი ერთეული ყვავილებით. 

საინტერესო სახეობაა Hypoestes aristata - უხვი ყვავილებით, 1 მ სიმაღლის იზრდება. ფოთოლი მწვანე, ყვავილი ღია ვარდისფერი - იისფერია.

მოვლა - მცენარე რომ ჯანმრთელი იყოს, რამდენიმე წესის გათვალისწინებაა საჭირო. სახლში მოტანილ მცენარეს 2 კვირით დებენ კარანტინში, მერე უნდა გადაირგას საშუალო ქოთანში კარგი დრენაჟით და ახალი მიწით. ქოთანი უნდა დაიდგას აღმოსავლეთ ან დასავლეთ მხარეს. ჩრდილოეთით განათება ნაკლებია და ფოთლები გაფერმკრთალდება, ტოტებიც გაეწელება,

განათება - ჩრდილოეთ მხარეს მცენარე სწრაფად იწყენს, სამხრეთით კი მზისგან დასაცავად ჩამოფარება უნდა.  განათების ნაკლებობა  ფერად ლაქებს უქრობს ფოთლებზე. მას 10სთ იანი განათება სჭირდება. ამიტომ ზამთარში დასჭირდება ხელოვნური განათება.

ტემპერატურა - ოპტიმალურია 20-25 გრ. სიცხეში სუსტდება, უხვად აორთქლებს წყალს. ამიტომ ხშირად უნდა დაინამოს. შემოდგომა-ზამთარში ტემპერატურა 17გრ ზე დაბლა არ უნდა ჩამოვიდეს. დაბალი ტემპერატურა იწვევს ფოთოლცვენას და მცენარის სიკვდილს. მას არც ორპირი მოსწონს და არც ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება.

მორწყვა - უხვი მორწყვა სჭირდება მთელი წელი, ვინაიდან ტროპიკული  მცენარეა, რწყავენ მიწის ზედა ფენის შეშრობის მერე. ჭარბი მორწყვაც არ ვარგა - ფესვებს დაულპობს და მოკვდება. სიცივეში 2 დღეში ერთხელ რწყავენ.

ჰაერის ტენიანობა - ტროპიკულ ქვეყნებში მაღალი ტენიანობის მსგავსად სახლშიც ასევე მაღალი ტენიანობა სჭირდება, ამიტომ ხშირად უნდა დაინამოს. ზაფხულში -დღეში რამდენჯერმე. იყენებენ ნადგამ წყალს. ზოგჯერ ქოთანს დებენ სველ კერამზიტიან სადგამზე ან იყენებენ ჰაერის დამატენიანებელ ხელსაწყოს.

სასუქი - ქოთანი უნდა იყოს განიერი და დაბალი, ნიადაგი უნდა იყოს მსუბუქი, ფხვიერი, სუსტადმჟავე და მისი შემადგენლობა ასეთია - 2 წილი ფოთლოვანი მიწა, 1 წილი ნეშომპალა,ან ქვიშა და 1 წილი ტორფიანი მიწა. ქოთნის ძირში უნდა ჩაყაროთ დრენაჟი.

სასუქი სჭირდება 3-4 კვირაში ერთხელ - გაზაფხულ-შემოდგომამდე - უმეტესად კალიუმიანი. იგი ხელს უწყობს ფოთლის ფერის შენარჩუნებას. აზოტი ცოტა უნდა იყოს სასუქში. მისი სიჭარბე ფოთლის გაფერმკრთალებას იწვევს.

გადარგვა - 2-3 წელიწადში უნდა გადაირგას. თანდათან მას ფოთლები სცვივა ტოტების ქვედა ნაწილში და შიშვლდება, ყვავილობაც ნაკლებია. ამიტომ მცენარეს მთლიანად ცვლიან ყოველ 2 წელიწადში. ბუჩქმა რომ დეკორატიულობა შეინარჩუნოს,  ტოტებს თავს ხშირად აწყვეტენ. პერიოდულად კი ფორმირებისთვის სხლავენ.

გამრავლება - ხდება ორგვარად - კალმით ან თესლით. 

დაკალმება შეიძლება მთელი წელი. მოჭრილ კალმებს 2-3 მუხლი უნდა ჰქონდეს. აფესვიანებენ წყალში, სადაც ნახშირია სათბურში 22 -24 გრ ზე. დაფესვიანებულები ირგვება ნოყიერ სუბსტრატში.

თესლი ითესება მარტში, მასაც ასათბურებენ. ზრდიან 15-18 გრ ზე, პერიოდულად ანიავებენ. რამდენიმე თვეში  უკვე მოზრდილი მცენარეები გექნებათ.

ყვავილობა - მცენარეს თეთრი ან ვარდისფერი ზანზალაკებივით ყვავილი აქვს. სწრაფად მოიყვავილებს და გვირგვინის ფურცლებს ყრის გარშემო. ყვავილობის მერე მცენარე იწელება და ფოთოლი უწვრილდება, ამიტომ მას საყვავილე ღეროს აჭრიან სანამ იგი ყვავილობას დაიწყებს.

დაავადებები - პრაქტიკულად არ ავადდება. მავნებლებიდან ემტერება ბუგრი, ცრუფარიანა, აბლაბუდა ტკიპა. საჭიროა მცენარისთვის ჰიგენური პირობების დაცვა, მოყვავილებული ტოტების მოჭრა, გამხმარი ფოთლების მოშორება.

პრობლემები - საკმაოდ რთულია მისთვის ოპტიმალური პირობების შენარჩუნება. საჭიროა კონტროლი სინათლის რაოდენობის, მორწყვის რეჟიმის, კვების, გადარგვის და გასხვლის.  არასწორი მოვლით უჩნდება პრობლემები:

ჭარბი მორწყვისას ფოთლები ყვითლდება და ჭკნება.

მშრალი ჰაერის გამო ფოთოლი ხმება და დეფორმირდება, სასუქში ჭარბი აზოტი იწვევს ფოთლის გაღიავებას.

სინათლის ნაკლებობისას ერთფერი ხდება ფოთოლი. მზით დამწვრობა ფოთლებზე მუქ ლაქებს აჩენს. ორპირი და ცივი ჰაერი ფოთლებს აცვენს.
 

17 June 0 1 825
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно