თურქული მიხაკი - დარგვა, მოვლა

მცენარე მიხაკისებრთა ოჯახს ეკუთვნის. წარმოშობით ს ევროპიდანაა. ბუნებაში იზრდება მდინარის პირას, ჭალებში. კულტურაშია 1573წ დან. დღეს თითქმის ყველა ეზოში გვხვდება,ზრდიან ალპურ გორაკებზე, ბორდიურებზე, ზოგჯერ ნიადაგმფენად.

ბალახოვანი მრავალწლიანი მცენარეა, მაგრამ ზრდიან 2წლიან მცენარედ, აქვს სწორმდგომი ღერები 30-75 სმ, მოპირდაპირედ განლაგებული ფოთლებით და უამრავი სურნელოვანი, ხუჭუჭა ან მარტივი 3 სმ მდე დიამეტრის ყვავილები თეთრი, წითელი, ვარდისფერი, კრემისფერი ერთფერი ან ჭრელი, ხავერდოვანი, შეკრული ფარისებრ ყვავილედად. იშლება მეორე წელს ივნისიდან და ერთ თვეს ყვავილობს. პირველ წელს მხოლოდ ფოთლის როზეტები აქვს. ნაყოფი კოლოფია შავი ბრტყელი თესლით. მწიფს აგვისტოში, ამოსვლისუნარიანია 3-5 წელი. შეიძლება მისი  მოჭრა და თაიგულად ჩაწყობა - სძლებს წყალში 2- კვირამდე.

დათესვა - ჩითილებად თესავენ მარტში ან აპრილში სუბსტრატში, რომელიც ბაცი “მარგანცოვკითაა” დამუშავებული. იგი შედგება ქვიშანარევი ფოთლოვანი ნეშომპალისგან. კონტეინერის ძირში იყრება დრენაჟი, ზემოდან ტენიანი სუბსტრატი. თესავენ 1 სმ სიღრმეზე 2 სმ დაშორებით ერთმანეთისგან, ზემოდან აფარებენ თეთრ ქაღალდს და დებენ 16-18 გრ ზე, პერიოდულად ნამავენ მიწას. 

ჩითილების მოვლა - როცა ნათესი ამოვა, კონტეინერს დებენ სინათლეში უფრო დაბალ ტემპერატურაზე - 12-14 გრ ზე, ხშირად სჭირდება დამატებითი განათებაც. მეორე წყვილი ნამდვილი ფოთლების გამოჩენის მერე ხდება პიკირება ტორფიან ქოთნებში, მათ რეგულარულად რწყავენ და ფრთხილად უფხვიერებენ მიწას. ღია  გრუნტში გადააქვთ მაისის ბოლოს, როცა კარგად დათბება, მანამდე გაკაჟების მიზნით ხშირად გააქვთ გარეთ.

თესვა ღია გრუნტში - ასე შეიძლება მაისის ბოლოს - ივნისის დასაწყისში, როცა მიწა კარგად  გათბება.  ასევე შეიძლება დათესვა ოქტომბერშიც, მაგრამ მაშინ მიწა მშრალი უნდა იყოს, ნათესს კი მულჩირება უნდა ტორფით ან ნახერხით. გაზაფხულზე მულჩას აშორებენ.

მცენარეს სჭირდება მზიანი ადგილი, 2 კვირით ადრე მიწა უნდა გადაიბაროს 20-25 სმ ზე და შეაქვთ კომპოსტი ან ნეშომპალა და ნაცარი - კვ მ.ზე 6 კგ სასუქი და ერთი ჭ ნაცარი. ასევე შეიძლება 1 ს კ ნიტროფოსკა და 1 ჩ კ აგრიკოლა. გადაბარულ ადგილს აფარებენ პოლიეთილენის პარკს. დათესვის წინ აკეთებენ კვლებს 1,5 სმ სიღრმით და 15 სმ დაშორებით  ერთმანეთისგან. კარგად რწყავენ და თესავენ. მერე აფარებენ უქსოვ ქსოვილს.

მოვლა - მცენარეს რეგულარული მორწყვა სჭირდება - კვირაში 2 ჯერ კვ მ ზე 10-15 ლ. ცხელ ზაფხულში - მეტჯერაც. წყალი მცენარეს არ უნდა მოხვდეს, რომ დამწვრობა არ მიიღოს. ჭარბი მორწყვისას შეიძლება ფესვები დაულპეს. თუ ნახავთ, რომ  მას როზეტები ულპება, უნდა დამუშავდეს ხომის ხსნარით 40გრ 10ლ წყალზე.

რამდენჯერმე სჭირდება სასუქის შეტანა - პირველად - როდესაც ნათესი 10-12 სმ იქნება 1 ს.კ. ნიტროფოსკა და 1 ს კ აგრიკოლა. მეორედ კოკრობის დასაწყისში - 10 ლ წყალში 1ს კ სუპერფოსფატი და კალიუმის სულფატი, მესამედ კი ყვავილობისას 10ლ წყალში 1 ს.კ. აგრიკოლა

მორწყვის, წვიმის ან სასუქის  შეტანის მერე მიწას აფხვიერებენ, რომ მეტი წყალი შენარჩუნდეს ნიადაგში, ხშირად სჭირდება სარეველების მოშორებაც და მომჭკნარი ყვავილების მოჭრა 10 სმ ზე მიწიდან. ერთ თვეში ახალი ტოტები გაეზრდება და ისევ იყვავილებს. 

მცენარე ყინვაგამძლეა, მაგრამ სჯობს ტორფქვეშ გამოზამთრება

დაავადებები - კარგი პირობები თუ არის გარემოში, იგი არ ავადდება, არც მწერები აწუხებენ ხშირად. მაგრამ იგი გრძნობიარეა მძიმე ლითონების და მტვრიანობის მიმართ ქალაქში. მისი დაავადებებიდან აღსანიშნავია:

- ფუზარიოზი - სოკოვანი დაავადება, რაც აზიანებს მცენარის ქსოვილებს, ფოთლები თანაბრად ყვითლდება და ჭკნება, მაგრამ არ ცვივა, ღერო წითლდება, ყვავილი ბოლომდე არ იშლება, ფესვები ლპება. ასეთი მცენარე უნდა განადგურდეს, გარშემო კი უნდა დამუშავდეს ფუნგიციდით 2 კვირიანი ინტერვალით.

- ჟანგა - ესეც სოკოა, აზიანებს ფოთოლს, ყუნწს და ღერებს. მათ უჩნდება გაბერილი ყვითელი ლაქები, ღერები ხმება და ტყდება. ჭარბად მორწყვისას, აზოტიანი სასუქის  შეტანისას ან კალიუმის ნაკლებობისას დაავადება სწრაფად პროგრესირებს. მცენარეს ამუშავებენ ბორდოს ხსნარით, ან რაიმე ფუნგიციდით. მავნებლებიდან ემტერება მახრა და ყურბელა. პირველი აზიანებს ფესვებს, მეორე კი ფოთილს, ახალ ტოტებს ან ყვავილს, მათ წინააღმდეგ საჭიროა მიწის გადაბარვა და ხაფანგების მოწყობა

სახლში - იგი სახლშიც შეიძლება გაზარდოთ, კარგად ეგუება ნახევრადჩრდილს და 15-18 გრ ოპტიმალურ ტემპერატურას, ნიადაგი კი უნდა იყოს ნოყიერი, ნეიტრალური, ქვიშის, ტორფის და კორდის მიწის ნარევი 1:1:2. ფესვის ყელი დარგვისას მიწის ზედაპირზე უნდა იყოს. დასაბუჩქად მცენარეს ტოტებზე თავს აწყვეტენ 5-7 ფოთლის მერე. მიწა ქოთანში მუდამ ტენიანი უნდა იყოს, სიცხეში კი საღამოს დანამვა სჭირდება. ერთი თვიდან უკვე სასუქი სჭირდება ყოველ 10 დღეში - შეაქვთ კომპლექსური მინერალური, რასაც აზავებენ წყლით და უმატებენ რძეს, ამ ხსნარით ნამავენ მიწას პულვერიზატორით. კვება სჭირდება გაზაფხულიდან ოქტომბრამდე.

სახლში  მას ხშირად სტუმრობს აბლაბუდა ტკიპა, ბუგრი და ცრუფარიანა. მათ ებრძვიან საპნიანი სხნარით, მერე კი ასხურებენ ქრისტესისხლას ნაყენს. თუ არ უშველა, აქტელიკით. აქტარით ან სხვა პრეპარატით ამუშავებენ.

მისი გავრცელებული ჯიშებია - დიადემა, სკარლეტ ბიუთი. ჰაიმატლანდ, შნეებალ, ვაის რიზენ. ეგვიპტელი, უნდინა, ასევე პოპულარულია ინგლისური ჯიშები - ვი ვილი, რონდო, რაუნდებაუთი,- 15-20 სმ სიმაღლის მცენარეებია,  შედარებით ახალი ჯიშია ჰოლანდიური ნოვერნა - 40-45 სმ მცენარე დიდი  სხადასხვა ფერის ყვავილებით, რომლებიც ბურთისებრ ყვავილედადაა შეკრული. ყვავილობს დათესვის წელსვე. ჩვენი ჯგუფი ფეიზბუქზე მოცემულია ლინკის სახით https://www.facebook.com/groups/yvavilebi/

თარგმანი:თ.სუპატაშვილის
 

16 June 0 2 906
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно