ბუგენვილია - მოვლა სახლის პირობებში

მარადმწვანე დეკორატიულად მოყვავილე ბუჩქია, მას ხშირად ქაღალდის ყვავილსაც ეძახიან. იგი ბუნებაში იზრდება ბრაზილიაში, სახელი კი ფრანგული აქვს. ეს ეგზოტიკური მცენარე ფრანგმა მეზღვაურმა ლუი ანტუან დე ბუგენვილმა აღმოაჩინა.

მცენარე ლამაზია ცოცხალ ღობედ, უხდება ასევე თაღებს, პატარა ეზოებს. უმეტესად მცენარე ბუჩქია, თუმცა გვხვდება ხეებიც, ტოტები ხევდება თანდათან, მას პატარა ეკლებიც აქვს. ფოთლებს სადა ზედაპირი და ოვალური ფორმა აქვს. ყვავილი წვრილი და ყვითელია. უფრო დეკორატიული კი მისი თანაყვავილია, მკვეთრად შეფერილი ჟოლოსფრად. სწორედ მასში ზის ყვავილი. დღეს არსებობს ასევე თეთრი ან წითელი ყვავილიანი ბუგენვილიაც. მას უმეტესად ეზოებისთვის ზრდიან, მაგრამ სინამდვილეში იგი ორანჟერეის ან ოთახის მცენარეა. იგი ხარობს ყველგან, სადაც ტემპერატურა წლის განმავლობაში 5 გრ ს დაბლა არ ჩადის.

მორწყვა - ზრდის და ყვავილობისას მას უხვად რწყავენ, მაგრამ მორწყვებს შორის მიწა რამდენიმე სმ ზე უნდა გაშრეს, არც გადაშრობა ივარგებს მიწის, თუ მორწყვა არასაკმარისია, კოკრები სცვივა. მოსვენების ეტაპზე მორწყვას ამცირებენ. მოსარწყავი წყალი უნდა იყოს ნადგამი, ქლორიგან თავისუფალი.

განათება - მას სჭირდება მკვეთრი გაბნეული განათება, მაგრამ მოსვენების ეტაპზე სჭირდება განათება მხოლოდ 5 სთ ით. მისთვის კარგია სამხრეთ ან დასავლეთ მხარე, სჭირდება სუფთა ჰაერიც, ამიტომ ზოგჯერ გარეთ გააქვთ, თუმცა უნდა მოარიდონ მზის პირდაპირ სხივებს, რომ ფოთლები არ დაეწვას.

ტემპერატურა -  ოპტიმალურია 22-30გრ, მოსვენებისას კი 5-7 გრ უნდა იყოს. ასე დაბალ ტემპერატურაზე ფოთოლი ცვივა, მაგრამ ეს ბუნებრივი პროცესია და მომავალ წელს ისევ ექნება ახალი ყვავილები და ფოთლები.  4 გრ ზე დაბლა მცენარე შეიძლება მოკვდეს.

ტენიანობა - ზაფხულის ცხელ დღეებში უნდა დაინამოს დილაობით, რომ საღამოს გაშრობა მოასწროს,

კვება - გაზაფხულ-ზაფხულის შუალედში შეაქვთ სასუქი 2 კვირაში ერთხელ, უმეტესად აზოტიანი და ფოსფორიანი . მოსვენების ეტაპზე არ კვებავენ.

გადარგვა - მცენარე უნდა გადაირგას რამდენიმე მიზეზის გამო  - თუ ქოთანში მიწა აღარაა, მცენარე ზომით აჭარბებს ქოთანს და ფესვები გარეთ უჩანს. ახალგაზრდა მცენარეებს 2 წელიწადში ერთხელ რგავენ.

ოპტიმალური ნიადაგი უნდა შედგებოდეს კორდის მიწის, ნეშომპალის, ტორფის და ქვიშისგან თანაბარი რაოდენობით. ქოთანი სჭირდება ღრმა, ფესვების კარგად ზრდისთვის.

გადარგვა ხდება გაზაფხულზე, მიწა კარგად უნდა მოირწყას, ახალ ქოთანში ყრიან დრენაჟის კარგ ფენას და ცოტა მიწას, მერე ამოაქვთ მცენარე ძველი ქოთნიდან, ათვალიერებენ ფესვებს და ჭარბ მიწას ფერთხავენ. თუ იმავე ქოთანში უნდა ჩარგან, მას კარგად  რეცხავენ, ფესვებს უმოკლებენ, მერე ვერტიკალურად  დებენ ქოთნის ცენტრში და ახალ მიწას შემოაყრიან და კარგად დატკეპნიან. რამდენიმე დღე გადარგულ მცენარეს დებენ ჩრდილში და არ რწყავენ.

გამრავლება - ყველაზე ეფექტურია  დაკალმება რაც გაზაფხულზე ხდება. მცენარეს აჭრიან პატარა ტოტს ერთი  კვირტით, ქვედა წყვილ ფოთოლს აშორებენ 

მას რგავენ სუბსტრატში, რომელიც წარმოადგენს ტორფნარევ ქვიშას.კონტეინერს დებენ  კარგ განათებაზე და სითბოში. სჯობს დასათბურება 25-30 გრზე. მას მერე, რაც მცენარე დაფესვიანდება,გადააქვთ ცალკე ქოთნებში ვარჯი რომ კარგად გაუვითარდეს, ქოთანი უნდა იყოს მჭიდრო, ასევე შეიძლება დაკალმება ბაღში დასარგავი ბუგენვილიასიც. კალმებს ჭრიან გაზაფხულზე - მაისში , სიგრძე - 10 სმ, რამდენიმე  სთ დებენ თბილ წყალში, მერე ავლებენ ზრდის სტიმულატორში და რგავენ გრუნტში, ზემოდან აფარებენ ქილას ან პოლიეთილენის პაკეტს, სანამ დაფესვიანდება. კიდევ მისი გამრავლება ხდება გადაწვენით - ნახევადგახევებულ ტოტებს სერავენ რამდენიმე ადგილზე და მიწაზე ამაგრებენ ისემ რომ დასერილი ნაწილი ეხებოდეს მიწას. მომდევნო წელს იუკვე მისი მოშორება და ცალკე დარგვა შესაძლებელი ხდება.

ყვავილობა - ბუნებრივ პირობებში იგი მთელი წელი ყვავილობს, სახლში - წელიწადში რამდენჯერმე, მაგრამ  კარგად გამოხატული მოსვენების პერიოდიც აქვს, როდესაც ფოთოლი ცვივა. 

დღეს მისი უამრავი ჯიში და ჰიბრიდია გამოიყვანილი ინდივიდუალური ნიშნებით, განსხვავებულია ყვავილის ფერიც - მეწამული, ვარდისფერი, ლილისფერი, აგურისფერი.  თუ იგი ბაღში იზრდება, ზამთარში დაფარება სჭირდება. ცუდად გადააქვს ზამთარი თეთრ ყვავილედებიან მცენარეს.

გასხვლა - მას ნებისმიერი ფორმა შეიძლება მივცეთ გასხვლით, მთავარია არ დაუშვათ შეცდომა.

ეს თებერვალში ხდება. გასხვლის მერე ახალი ნაზარდის სიგრძე არ უნდა აღემატოს 7 სმ ს. ძველ ტოტებს ახლისგან არჩევენ გახევების ხარისხით, გახსვლისას აცლიან ძველ ტოტებს, რაც მცენარის ზრდას და ყვავილობას აფერხებს. ძირითადი ტოტების მოჭრისას ტოვებენ ერთ ფოთოლს და ერთ საფოთლე კვირტს.

დაავადებები - ზოგადად გამძლე მცენარეა, მაგრამ ხანდახან უჩნდება ბუგრი, აბლაბუდა ტკიპა, ცრუფარიანა. მათ აღმოსაჩენად საჭიროა მცენარის რეგულარული და გულმოდგინე დათვალიერება. მათ წინააღმეგ იყენებენ ქიმიურ პრეპარატებს. პროფილაქტიკისთვის იცავენ ჰიგიენას, წმენდენ მტვერს, აშორებენ გამხმარ ფოთლებს და მომჭკნარ ყვავილებს.

მცენარე შეიძლება არ ყვავილობდეს რამდენიმე მიზეზის გამო: 

არ ჰყოფნის სუფთა ჰაერი, სინათლე, ირწყვება ჭარბად. მაშინ იგი უნდა გადაიდგას სინათლეში, ხშირად უნდა გაიტანონ აივანზე და დარეგულირდეს მორწყვის რეჟიმი. ძველ  გახევებულ ტოტებზე კოკრები არ ჩნდება.

დღეს ეს მცენარე ძალიან პოპულარულია, ხანგრძლივყვავილობის გამო, იგი უპრეტენზიო და კარგი მოსავლელია. თუ დროულად და სწორად გასხლავთ, იყვავილებს უხვად და  ხანგრძლივად. ჩვენი ჯგუფი ფეიზბუქში მოცემულია ლინკის სახით. https://www.facebook.com/groups/yvavilebi/
    
15 June 0 2 925
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно