ფრეზია ღია გრუნტში

ძალიან ლამაზი ბოლქვიანი მცენარეა, მას ზრდიან ეზოშიც და სახლის პირობებშიც, ეს გვარი ეკუთვნის ზამბახისებრთა ოჯახს, ფრეზია მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა და აერთიანებს 20 სახეობას, ყველაზე ცნობილი მათ შორის ჰიბრიდული ფრეზიაა, იგი შექმნეს დაახლოებით ასი წლის წინ. მცენარის სამშობლო ს აფრიკაა, სადაც იგი სანაპიროზე იზრდება ბუჩქებს შორის. 

სახელი ეწოდა ფრიდრიხ ფრიზის, გერმანელი ბოტანიკოსის და ექიმის პატივსაცემად. მცენარე ნაზი და ელეგანტურია სასიამოვნო სუნით, რომელიც თეთრი შროშანას სუნს ჰგავს და ამის გამო ზოგჯერ კაპის შროშანას უწოდებენ. ასეთი თვისებების გამო დღეს ფრეზია პოპულარობის პიკზეა, მას ასევე იყენებენ მოსაჭრელ კულტურადაც. ყვავილი დიდხანს არ ჭკნება, ნებისმიერ თაიგულს ალამაზებს, სასიამოვნო სურნელის გამო საინტერესოა პარფიუმერებისთვის, გამოიყენება ლანდშაფტურ დიზაინშიც .წითელ- ყვითელ ფერებიანი მცენარე უფრო სწრაფად იზრდება სხვა სახეობებთან შედარებით.

ჰიბრიდული ფორმა დიდია, 1 მ მდე. აქვს შიშველი, დატოტვილი ღერო, ბოლქვი დაფარულია თხელი ყავისფერი ქერცლებით. ფოთლები გრძელია - 15-20სმ, 3-5 სმ ყვავილები შეკრულია ცალმხრივ მიმართულ ყვავილედად, ფერი კი ნებისმიერია - თეთრი, იისფერი, ყვითელი, ვარდისფერი, კრემისფერი, წითელი, ცისფერი, შეიძლება შიგა ნაწილი კონტრასტული ფერისაც იყოს. ნაყოფი - კოლოფია.

სახეობები - ყველაზე ხშირად გვხვდება ჰიბრიდული ფრეზია, რომელიც მიიღეს არმსტრონგის  ფრეზიის შეჯვარებით სხვა სახეობებთან. ამ სახეობებმა მისცეს დასაბამი ბევრ ჯიშს.

- არმსტრონგის - 65-70სმ სიმაღლისაა, ალისფერი, ვარდისფერი ან წითელი ყვავილით, ყვავილი სურნელოვანია, შეკრული საგველა ყვავილედად 3-5 ცალი. ფოთოლი ხმლისებრია, გრძელი. ყვავილობს მაის - ივნისში.

მის ერთერთ ჯიშს წარმოადგენს კარდინალი - წითელი, მაღალი მცენარე. ერთი ბოლქვიდან სამი საყვავლე ღერო ამოდის 35 სმ სიმაღლის. საგველა ყვავილედში 9-11 ცალია ერთად. ყვავილი მუქი წითელია, ყვითელი ლაქებით და მტვრიანებით, ბუტკო ლურჯია, მისი თავი კი იისფერი.

-ჰიბრიდული - 1მ მდე სიმაღლის, კარგად დატოტვილი, 5-7 სმ დიამეტრის სურნელოვანი იისფერი, ჟოლოსფერი, ყვითელი ან ორფერა ყვავილებით.

მისი ჯიშია ბალერინა - თეთრყვავილიანი მცენარე, ყვავილედში 12 მდე ყვავილით, საყვავილე ღერო 25-30სმ ია, აქვს ნაზი სურნელი.

როზ მარი - 20-25სმ იან საყვავილე ღერზე 7 ჟოლოსფერი ყვავილი შეკრულია ყვავილედად

-თეთრი ფრეზია - მინიატურულია, სულ 40სმ მდე იზრდება, აქვს წვრილი ღერები, ყვავილედში 2-5 თეთრი  ან ყვითელ-ნარინჯისფერი ყვავილია. ყვავილობს აპრილში.

მისი ჯიშია ალბა - თეთრი დიდი ყვავილები იისფერი ზოლებით ყვითელ შიგა ნაწილზე.

კიდევ ერთი ჯიშია სურნელოვანი - ყვითელი ყვავილები 3-7 ერთად, სუნი ძლიერ ჰგავს თეთრი შროშანას სუნს.

სამივე სახეობაში არის მარტივი და ხუჭუჭა ფორმები.

მას ზრდიან ორანჟერეებში ან სათბურში, სადაც ქმნიან მისთვის პირობებს, იგი ღია გრუნტშიც შეიძლება ჰქონდეთ, მაგრამ ცივ ზამთარს ვერ უძლებს და ამიტომ მიწიდან იღებენ შემოდგომაზე. მისი სახლში გაზრდაც შესაძლებელია,  ასე გაზრდილი ზამთარში იყვავილებს. მისი მოვლის ზოგადი წესი არებობს  ყველა სახეობისთვის.

მოვლა - სინათლისმოყვარული  მცენარეა, სჭირდება 12- 14 სთ განათება, მაგრამ მზის პირდაპირი სხივები დამღუპველია, ამიტომ კარგია ნახევრადჩრდილი, ადგილი უნდა იყოს ორპირის გარეშე. ნიადაგი - ფხვიერი დრენირებული ტორფის, ფოთლოვანი მიწის, ნეშომპალის და კორდის მიწის ნარევი ტოლი თანაფარდობით, ნიადაგი უნდა იყოს სუსტადმჟავე.

კარგი ყვავილობისთვის ტემპერატურული რეჟიმის დაცვაა საჭირო. ყვავილობამდე 22 გრ უნდა იყოს. ყვავილის მოჭრა შეიძლება მას მერე, რაც ყვავილედში თუნდაც 2 ყვავილი გაიშლება. მომჭკნარი უნდა მოშორდეს, რომ მომდევნო ყვავილებს მეტი ენერგია და საკვები ნივთიერებები დარჩეთ მცენარისგან. ზოგ სახეობას სუსტი ღერები აქვს და საყრდენი სჭირდება.

ფრეზიას ტენიანი ჰაერი უყვარს, მაგრამ მცენარე ისე უნდა დაინამოს, რომ ყვავილზე არ მოხვდეს.ძლიერი სიცხე ან სიცივე ყვავილის დეფორმირებას იწვევს ან ცარიელი კოკრები ვითარდება.

ღია გრუნტში - სანამ მცენარეს ღია გრუნტში დარგავთ, ბოლქვები ცოტა უნდა წამოიზარდოს. მარტ-აპრილში წმენდენ ქერცლებისგან და სოკოვანი დაავადებების პროფილაქტიკისთვის 30 წთ დებენ ფუნდაზოლის ხსნარში, მერე კი ფხვიერ ნოყიერ  მიწაში 5 სმ სიღრმეზე და დებენ ნათელ რაფაზე.

შესაძლებელია მისი გაზრდა თესლიდან, თუმცა ხანგრძლივი პროცესი  და არც ისე საიმედოა. მიწას კარგად ნამავენ და ზედ აწყობენ თესლებს, მერე აფარებენ გრუნტს 2 სმ ფენად, ზემოდან კი მინას აფარებენ და დებენ განათებულ ადგილზე. 20 დღეში ამოდის. როცა ნათესი 2-3 სმ იქნება, მინას აშორებენ, მერე ხშირავენ, გრუნტში კი გადააქვთ მაისის შუა რიცხვებში, გარეთ ირგვება გაზაფხულზე, დაახლოებით მაისის დასაწყისში. რგავენ ისე, რომ სიღრმე 3-6 სმ იყოს, მათ შორის მანძილი 5 სმ, კვლებს შორის კი 15 სმ უნდა იყოს. ზემოდან მულჩად წიწვივან მიწას აყრიან ან ტორფს. აგვისტოში მცენარის ბოლქვიდან 1-3 საყვავილე ღერო ამოდის, და ოქტომბრის დასაწყისამდე იყვავილებს.

მოვლა ბაღში - მცენარეს სჭირდება კვება. პირველად აძლევენ ამონიუმის გვარჯილას. მერე თვეში ორჯერ კალიუმის მარილს და სუპერფოსფატს. ფრეზიას ხშირი გათოხვნა და მიწის გაფხვერება სჭირდება.

 აუცილებელია მორწყვის რეჟიმის დაცვაც-ზრდის და ყვავილობისას უხვად და რეგულრულად ირწყვება. ყვავილობა გრძელდება 3-6 კვირა, მერე მორწყვას თანდათან ამცირებენ სრულ შეწყვეტამდე. ასევე საჭიროა ჰაერის ტენიანობის გაზრდაც მცენარის დანამვით, ეს უნდა გაკეთდეს საღამოს, რომ მცენარემ ტენი კარგად  შეიწოვოს. ღია გრუნტში იგი ყინვებამდე აქვთ.

დაავადებები - იგივე აქვს, რაც ხმალას, კერძოდ, ემტერება ტრიპსები, ბუგრი, აბლაბუადა ტკიპა, გარდა ამისა - ქეცი, ფუზარიოზი და ლპობა ხშირია ამ მცენარისთვის. დაზიანებული მცენარეები უნდა მოშორდეს და განადგურდეს. თუმცა მათი თავიდან აცილება შესაძლებელია ბოლქვების პროფილაქტიკური დამუშავებით “მარგანცოვკით” შენახვამდე და დარგვის წინ.

ფრეზია სახლში - მისი ყვავილობა შემოდგომა - ზამთრის სეზონს ემთხვევა და ამიტომ მას ხშირად ზრდიან სახლში. იმისთვის, რომ მცენარე აყვავდეს იანვარში, ბოლქვებხ რგავენ სექტემბერში, წინასწარ ამუშავებენ ეპინით ან კორნევინით. ქოთნის ძირში ყრიან დრენაჟის ფენას და ხის ნახშირს, მერე კი შესაფერის სუბსტრატს - ქვიშა, კორდის და ნეშომპალიანი მიწა 1:2:1 თანაფარდობით და ცოტაოდენ სასუქს - კალიუმ - ფოსფორიანს. 15 სმ იანი დიამეტრის ქოთანში აწყობენ 5-6 ბოლქვს 5 სმ სიღრმეზე, დებენ 10-15 გრ ზე სინათლეში და არ რწყავენ, მაგრამ მას მერე, რაც ფოთოლი გამოჩნდება, გადააქვთ სითბოში 20-22 გრზე და იწყებენ მორწყვას.

მისი მოვლა სახლში გაცილებით ადვილია, ვიდრე გარეთ ან ორანჟერეაში. შემოდგომაზე, როცა სინათლის დღე მცირდება, მას კი 12სთ იანი განათება ესაჭიროება, უდგამენ დამატებით განათებას, თუ არაა საშუალება დადგან ქოთანი აღმოსავლეთ ან დასავლეთ მხარეს. სუსტ ღერებს დასჭირდება საყრდენიც,რადგან შეიძლება ყვავილის სიმძიმეს ვერ გაუძლოს და გადატყდეს.

მორწყვა ხდება ნადგამი წყლით, მას მერე რაც მიწის ზედა ფენა შეშრება. ყვავილობისას უხვად და რეგულარულად სჭირდება მორწყვა, გათბობის სეზონზე კი მის გარშემო ჰაერი მშრალი არ უნდა იყოს, რისთვისაც საჭიროა ხშირი დანამვა ან შედარებით სიგრილეში მცენარის გადატანა. დასჭირდება კვებაც - 2 კვირაში ერთხელ მინერალური სასუქით, სანამ ფოთოლი არ დაიწყებს ჭკნობას.

ყვავილობის შემდეგ - სახლის ფრეზიას საყვავილე ღერს და ფოთლებს აჭრიან, ბოლქვის მორწყვას აგრძელებენ კიდევ თვე-თვენახევარი, რომ შვილეული ბოლქვები გაივითაროს, მერე იღებენ მიწიდან, აუვნებლებენ “მარგანცოვკით”, აშრობენ და ინახავენ .

ღია გრუნტის მცენარეს-  სექტემბერ-ოქტომბერში, ფოთლების გაყვითლების მერე, სანამ ჩახმება, ბოლქვებს იღებენ მიწიდან, გადაჭრიან ფოთლებს, ასუფთავებენ, 30წთ დებენ დეზინფექციისთვის ფუნგიციდის ხსნარში - ფუნდაზოლი, მაქსიმი, ფიტოსპორინი. მერე აშრობენ 25 -28გრ ზე რამდენიმე დღე და დახარისხების მერე ინახავენ.

შენახვა - ბოლქვებს ინახავენ ბადურაში 20-25 გრ ზე მაღალი ტენიანობის შენობაში, ან ჩამოკიდებული ბადის ქვეშ დებენ წყლიან ჭურჭელს. თვეში ერთხელ ბოლქვებს  დათვალიერება და დაზიანებული ან დაავადებული ბოლქვების მოშორება სჭირდება. ერთი თვით ადრე დარგვამდე ისინი 10-15 გრ ზე გადააქვთ. ზოგჯერ ბოლქვებს ტორფშიც ინახავენ. თუ ცივი და ყინვიანი ზამთარი არ იცის, შეიძლება მათი ჩატოვება მიწაშიც, ოღონდ ზემოდან ფოთლებს აყრიან. ჩვენი ჯგუფი ფეიზბუქში მოცემულია ლინკის სახით, შემოგვიერთდით. https://www.facebook.com/groups/yvavilebi/ თარგმანი თ სუპატაშვილის
 

12 June 0 1 767
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно