კროკოსმია - Crocosmia ღია გრუნტში

ამ მცენარეს კიდევ რამდენიმე სახელით იცნობენ - მონტბრეცია, ტრიტონია. იგი ბოლქვიანი მცენარეა და მიეკუთვნება ზამბახისებრთა ოჯახს. მისი სახელი ბერძნულია და ნიშნავს ზაფრანას სუნს. მათი სუნი მართლაც მსგავსია. ბუნებაში იგი იზრდება ს აფრიკაში, ევროპაში შეიტანეს მე 19 ს ში. 

ბალახოვანი მრავალწლიანი ბოლქვიანი მცენარეა. მისი საშუალო ზომის ბოლქვი დაფარულია ბადისებრი გარსით. მცენარის სიმაღლე 40-100სმ ია. ღერო დატოტვილია სწორი ხმლისებრი ფოთლებით და ძლიერი საყვავილე ღერო, რითაც მცენარე ხმალას ჰგავს. ზოგჯერ ასეც ეძახიან - იაპონურ ხმალას. მათი  მოვლის წესებიც მსგავსია.  ყვავილები 5 სმ დიამეტრის, ვარსკვლავისებრი, ნარინჯისფერი, თეთრი ან ყვითელია, შეკრულია 3-5 საგველა ყვავილედად. ნაყოფი მრგვალი ბევრთესლიანი ნაყოფია.

ეს მცენარე ენათესავება ზამბახს, ზაფრანას, ხმალას, ფრეზიას, ლამაზია ღია გრუნტში კლუმბებში კანას, რუდბეკიას, სალბის, ექინაცეას ან ყვითელი შროშანის გვერდით. გამოდგება თაიგულებშიც - წყალში სძლებს 2 კვირამდე.

დათესვა - თესლით გამრავლებისას უმჯობესია დათესვა სახლში და მერე ჩითილების გადატანა ღია გრუნტში, რადგან გარეთ დათესილი კარგად არ ამოდის. თებერვლის ბოლოს ითესება, მანამდე ერთი დღით ალბობენ წყალში და წყალს ყოველ  6 სთ ში უცვლიან, მერე თესავენ სუბსტრატში, რომელიც შედგება კორდის მიწის, ტორფის, ნეშომპალის და ქვიშისგან. ზემოდან აფარებენ პოლიეთილენის პარკს და დებენ განათებულ ადგილზე.

ნათესი რომ ამოვა, უვლიან სხვა ჩითილების მსგავსად - რწყავენ საჭიროებისას ფრთხილად უფხვიერებენ მიწას, გადაჭარბებული მორწყვა შესაძლოა ჩითილების სოკოვანი დაავადების მიზეზი გახდეს.

2-3 ნამდვილი ფოთლის ამოსვლის მერე ხდება პიკირება უფრო ფართო ჭურჭელში, მერე კი უკვე ღია გრუნტშიც. გარეთ დარგვამდე პერიოდულად გააქვთ გარეთ და აჩვევენ გარემოს პირობებს თანდათანობით.

დარგვა - მცენარეს რგავენ გრუნტში აპრილის ბოლოს, როცა მიწა კარგად გათბება მზიან ადგილზე, სადაც გრუნტის წყლები არც ისე მაღლაა, რადგან სხვა შემთხვევაში იგი არ იყვავილებს. მის დასარგავად ნიადაგს შემოდგომაზე ამზადებენ  - კვ მ ზე შეაქვთ 2 სათლი ნეშომპალა, 100გრ ჩამქალი კირი, 40 გრ სუპერფოსფატი, 20 გრ კალიუმის ქლორიდი. გაზაფხულზე კი დარგვის წინ - აზოტიანი სასუქი - 30გრ კვ მ ზე.

მცენარე ირგვება პატარა ორმოებში 10-12 სმ დაშორებით ერთმანეთისგან. მერე რწყავენ, შუადღის მწველ მზეს  კი უჩრდილავენ. თესლიდან გაზრდილი მცენარე იყვავილებს მესამე წელს, მაგრამ თუ ოპტიმალურ პირობებს შეუქმნით, მეორე წელსაც.

მოვლა - რწყავენ უხვად კვირაში ერთხელ, მერე კი აფხვიერებენ მიწას, რომ ქერქი არ გაუჩნდეს მას. რეგულარულად სჭირდება კვებაც, თუ ნიადაგი არაა ნოყიერი. ყოველ 10 დღეში შეაქვთ ნაკელის ნაყენი -1:10, და სრული მინერალური სასუქი, -2გრ 1ლ წყალში. კოკრობისას მეტად სჭირდება კალიუმიანი სასუქი. როგორც ხედავთ, მისი მოვლა სულაც არაა რთული.

გამრავლება - მცენარე მრავლდება თესლით ან ვეგეტატიური გზით - ბოლქვის დაყოფით. ყოველ წელს დედა მცენარის გარშემო ხუთამდე შვილეული ბოლქვი ჩნდება, რომლებიც მომდევნო წელს ყვავილობს. დედა მცენარე აგრძელებს შვილების წარმოქმნას, ამიტომ სჭირდება მათი რეგულარული მოცილება და გადარგვა. როდესაც ძალიან ხშირდება ნარგავი, მცენარეს მთლიანად იღებენ გაზაფხულზე, აშორებენ შვილებს და ისევ რგავენ. ეს ხდება აპრილში, მაგრამ თუ ცივა, შეიძლება ბოლქვის ჩარგვა ქოთანში და მისი გაზრდა, სანამ კარგად დათბება გარეთ, მაისში ან ივნისში კი გადარგავენ ღია გრუნტში მიწიანად.

დაავადებები - კროკოსმია საკმაოდ გამძლე მცენარეა დაავადებების მიმართ, მაგრამ არასწორი მოვლისას ან ჭარბი მორწყვისას შეიძლება დაავადდეს. ფუზარიოზით - ფოთლები ყვითლდება, ხმება და ცვივა, საყვავილე ღერო დაბრეცილად იზრდება, დეფორმირდება ყვავილებიც და ეცვლება ფერიც. ნაცრისფერი ლპობით - ბოლქვი იფარება ნაცრისფერი ნადებით.

სიყვითლით - ჯერ ყვითლდება ფოთლის წვეროები, მერე მთელი ფოთოლი ჩალისფერი ხდება და მცენარე კვდება. ეს ვირუსული დაავადებაა და გადააქვთ მწერებს. ფუზარიოზის წინააღმდეგ იბრძვიან ფუნგიციდებით. ნაცრისფერ ლპობას პროფილაქტიკით უფრო სჯობნიან, სიყვითლეს კი ვერაფრით სძლევენ - ჯერ მის საწინააღმდეგოდ არაფერი მოუგონიათ.

მავნებლებიდან მას მახრა, ტრიპსები და აბლაბუდა ტკიპა ემტერება უმეტესად.

მახრა ჭამს მცენარის ბოლქვებს და ახალ თაობას ზრდის მიწაში 10სმ სიღრმეზე. მისი დაჭერა მხოლოდ ხაფანგით შეიძლება- გაზაფხულზე თხრიან 50სმ იან ორმოს  და შიგ დებენ ცხენის ნაკელს, ზემოდან ისევ მიწას აყრიან. მახრა ზამთარში ნაკელთან ახლოს იწყობს ბუდეს.  გარკვეული დროის მერე ისევ თხრიან მიწას და ანადგურებენ მახრას.

ტრიპსები მცენარის წვენით იკვებებიან, მასზე ჩნდება უფერო ლაქები, ზოლები, ფოთლები ხმება, ყვავილები კარგავენ ფერს. მის წინააღმდეგ იყენებენ აქტეკლიკს, ფიტოვერმს, კარბოფოსს, კონფიდორს.

აბლაბუდა ტკიპა - მშრალ ამინდში ჩნდება. ეს მწერი წვენს სწოვს მცენარეს, გადააქვს სხვადასხვა ვირუსული დაავადება. მის წინააღმდეგ იყენებენ ინსექტოაკარიციდებს.

ყვავილობის შემდეგ - ადრე თუ გვიან მისი ბოლქვის ამოღება და დაყოფა საჭირო გახდება, ამიტომ თესლის აღება სულაც არაა საჭირო, მაგრამ თუ ეს მცენარე ჯერ არ ხარობს თქვენს  ეზოში,  სჯობს თესლი შეიძინოთ. თუ ზამთარი ცივი იცის თქვენკენ. სჯობს გვიან შემოდგომაზე ამოთხაროთ ბოლქვი. ეს უნდა მოხდეს ოქტომბერში, რადგან სწორედ ამ დროს უვითარდება შვილეული ბოლქვები. მათ აშრობენ  10გრ ტემპერატურაზე და ინახავენ, როგორც ხმალას ბოლქვებს.

თუ ზამთარი თბილია, მისი დატოვება გარეთ შეიძლება, მაგრამ დასჭირდება მულჩირება კომპოსტით, ზემოდან კი მშრალი ფოთლებით. კიდევ უფრო თბილ რეგიონებში უბრალოდ ფოთლებს მიაყრიან ხოლმე ბოლქვებს 20 სმ იან ფენად და ზემოდან აფარებენ ცელოფანს. ზამთრის მერე კი ყველაფერს აშორებენ და ფოთლებს აჭრიან  მიწის დონეზე.

სახეობები - ბუნებაში მისი 55 სახეობაა, კულტურაში კი მხოლოდ რამდენიმეს ზრდიან: ჩვენი ჯგუფი ფეიზბუქში https://www.facebook.com/groups/yvavilebi/
 


10 June 0 723
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно