როგორ გავზარდოთ პეტუნია

ერთწლიანი მცენარეებიდან თითქმის ყველა ქვეყანაში  გვხვდება პეტუნია. იგი ამერიკიდან მოხვდა ევროპაში, უფრო ზუსტად ბრაზილიიდან. მცენარე აღწერა ლამარკმა თამბაქოს სახელით. მაგრამ 10 წლის შემდეგ ცალკე გვარი გამოჰყვეს. სახელი კი -ასე იმიტომ ეწოდა, რომ  ბრაზილიაში თამბაქოს პეტუნიას ეძახიან. 

ჩვენთან უმეტესად ჰიბრიდული ჯიში იზრდება. იგი 1839წ გაჩნდა, მერე კი შექმნეს ხუჭუჭა ფორმები. წინა საუკუნეში გამოჩნდა ამპელური პეტუნია. ყვავილის ზომის მიხედვით იგი 2 დიდ ჯგუფად იყოფა - დიდყვავილა- 7-13 სმ დიამეტრით , გამოდგება აივნების  და ლოჯის გასაფორმებლად, და უხვყვავილა- 5-8 ერთ მცენარეზე. იდეალურია დიდი კლუმბების გასაფორმებლად. კარგად უძლებს სიგრილეს და წვიმიან ამინდებს. ბოლო წლებში პოპულარული გახდა წვრილყვავილიანი ჯიშები 2-4 სმ იანი ყვავილებით.

გვირგვინის ფურცლები სხვადასხვა ფორმისაა - ზოგს დაჭრილი კიდე აქვს, ზოგი ხუჭუჭაა, ფერებიც ბევრია - თეთრი, ვარდისფერი იისფერი, ცისფერი, წითელი. დღეს მხოლოდ ყვითელი და ნარინჯისფერი არაა.

გამრავლება -  ეს მცენარე ბევრს მოსწონს, მაგრამ როგორ შეიძლება მისი გახარება აივანზე? შეიძლება მზა ყვავილი იყიდოთ ან თავად გაამრავლოთ - გამოზარდოთ ჩითილები თქვენით თესლიდან. ყველა ჰიბრიდი და ჯიში შეიძლება გაზარდოთ თესლიდან. ასევე კარგად მრავლდება კალმითაც - სწრაფად იზრდება და ყვავილობს. სამაგიეროდ თესლიდან უფრო ამტანი და უხვადმოყვავილე გამოდის.

თესვა - ითესება თებერვალ-აპრილში, დასათესი ადგილის მიხედვით. სახლში მარტში თესავენ. მერე კი პიკირება ხდება თბილ აივანზე ან სათბურში, იყვავილებს ივნისში. მისი თესლი ძალიან წვრილია, მიწა უნდა იყოს ფხვიერი, მსუბუქი, ნოყიერი, ნეიტრალური.

დასათესად იყენებენ არც ისე ღრმა კონტეინერს, დრენაჟის ხვრელი აუცილებელია. მას სუბსტრატით ავსებენ. თესლს ურევენ გაცრილ სილაში, რომ თანაბრად განაწილდეს მიწაზე, მერე მიწას კარგად ნამავენ, ზემოდან მიწას არ აყრიან, აფარებენ მინას ან პოლიეთილენის პარკს, დებენ 20გრ სითბოში. ბოლო დროს პეტუნიას თესლი გრანულების სახით იყიდება, თესლი დაფარულია სპეციალური გარსით, რაშიც საკვები ნივთიერებებია. და კიდევ მისი დამცავი პრეპარატები დაავადებების საწინააღმდეგოდ. გრანულები უფრო დიდია და ადვილად შეიძლება მათი დაწყობა მიწაზე. უნდა გვახსოვდეს, რომ მათი გამოშრობა არ  შეიძლება, ამიტომ დათესვის წინ მიწას კარგად ასველებენ და ასე ინარჩუნებენ ნათესის ამოსვლამდე. სჯობს წყლის მიწოდება სადგამიდან ან დანამვა პულვერიზატორით.

უბრალო თესლდან ნათესი ამოდის 4-6 დღეში, გრანულირებული კი 8-10 დღეში. მერე სჭირდება ბევრი სინათლე და მიწის ზომიერი დატენიანება. სინათლის ნაკლებობისას ღერები იწელება, თუ ჭარბად მორწყვაც დაემატება, ვითარდება “შავი ფეხი” და მცენარე კვდება. ამიტომ ნათესს ხშირი განიავება სჭირდება და მოგვიანებით პაკეტს საერთოდ აღარც აფარებენ.

რადგან ნათესი ნელა იზრდება, კიდევ ერთ თვეს იმავე კონტეინერში ტოვებენ. 3-4 ნამდვილი ფოთლის მერე ხდება პიკირება, კიდევ ერთი კვირის მერე კი უკვე საკვები სჭირდება. თუ მცენარე არაა გაწელილი და ფოთოლი მუქი მწვანეა, აძლევენ კომპლექსურ ადვილად ხსნად სასუქს. თუ სუსტი ღერები აქვს, მხოლოდ  აზოტიანი სასუქი შეაქვთ. პიკირების მერე კომპლექსური სასუქის შეტანა განაპირობებს მის კარგ ზრდას და უხვ ყვავილობას.

დაკალმება - ვეგეტატიური გამრავლება შემოდგომაზე ხდება, არჩევენ საღ, კარგად გავითარებულ მცენარეს და შეძლებისდაგვარად ინარჩუნებენ დედა მცენარეს ზამთარში, რადგან ეს რთულია მოკლე დღის პირობებში.

საჭირო ტემპერატურა 12-15 გრ უნდა იყოს კარგ განთებაზე. ამიტომ დაკალმება სჯობს თებერვალ მარტში. დედა მცენარეს აჭრიან წვეროს ტოტებს 4-6 სმ სიგრძეზე, ქვედა ფოთლებს აშორებენ, ზედას უმოკლებენ. მათ მაშინვე დებენ მსუბუქ და ნამიან  სუბსტრატში და ასათბურებენ. ოპტიმლური ტემპერატურა 20-22გრ და კარგი განათება სჭირდება დაკალმებას, მაშინ 5-10 დღეში დაფესვიანდება, კიდევ 10 დღის მერე გადააქვთ 5სმ დიამეტრიან  ქოთნებში, ტოტებს კი თავს აწყვეტენ დასაბუჩქად.

მოვლა - ყველაზე ლამაზი პეტუნია ცხელ და მშრალ ზაფხულში მიიღება.

ჰიბრიდული უფრო ეგუება გრილ ნესტიან პირობებს, ყინვებს, ამიტომ მეტ ხანს ყვავილობს

წვრილყვავილიანები ასევე კარგად იტანენ - 4გრ მდე ყინვას, ამიტომ შეიძლება  მათი დარგვა გრუნტში სხვა ჯიშებზე ადრე, მაისის შუიდან. მსხვილყვავილიანები ყველაზე მეტად არან სითბოსმოყვარულები. მათ გარეთ მაისის ბოლოს რგავენ.

ეს მცენარე უხვად ყვავილობს ფხვიერ და ნოყიერ ნიადაგზე. დარგვის მერე შეაქვთ აზოტიანი სასუქი, თუ ფოთოლი უყვითლდება, იმეორებენ ერთ კვირაში, მერე კი კომპლექსურ სასუქს აძლევენ კალიუმის მომატებული რაოდენობით. ასე კვებავენ აგვისტომდე. მშრალ ამინდში უთავსებენ მორწყვას, წვიმიანში კი მიწაზე  ბუჩქქვეშ ყრიან  მხოლოდ ისე, რომ ფოთლებზე არ მოხვდეს.

სად სჯობს დარგვა - უმეტესად პეტუნიას კონტეინერში ზრდიან, დიდ კონტეინერებში რგავენ პატარა ზომის ან პირიქით, დიდ მცენარეებს, ამპელური ჯიშები კი კარგად ჩანს აივნებზე ჩამოსაკიდ ქოთნებში ან აივნის ყუთებში.

მცენარე იტანს ხშირ ჩარგულობას, ამიტომ არც ისე დიდ კალათაში ან კაშპოში, რომლის ზომა 15 სმ ია, რგავენ 2-3  ერთად. ამპელურ პეტუნიას  ქოთანში, სადაც ისინი რამდენიმე რიგადაა, რგავენ დახრილი კუთხით კიდესთან მიმართებაში.მას ხშირი მორწყვა სჭირდება. თუ ძალიან ცხელა, დღეში ორჯერაც კი.გაცილებით უკეთ და უხვად ყვავილობს მზეზე, ნაკლებად - ნახევრადჩრდილში. ტოტებს ოდნავ უმოკლებენ, მისი დატოვება ოთახში არ ივარგებს - ზედმეტად მშრალი ჰაერის და მაღალი ტემპერატურის გამო. შემოდგომაზე მცენარე გადააქვთ შედარებით გრილ, მაგრამ კარგად განათებულ ადგილზე.გაზაფხულზე კი ახალ სუბსტრატში გადააქვთ., თუმცა პეტუნია ხშირად ვერ აღწევს მომდევნო გაზაფხულამდე. ურჩევნიაათ ახალი მცენარე შეიძინონ.

კონტეინერში ჩარგულ მცენარესაც რეგულარულად რწყავენ და კვებავენ, სანამ ბოლომდე არ გაიზრდება - კომპლექსური სასუქით. კარგად გაზრდილ მცენარეს კი ფოთლებს უნამავენ სასუქიანი ხსნარით. ხშირად ჩარგული პეტუნია ან ძლიერ გაზრდილი უნდა გამოხშირონ. ამპელურ მცენარეებს კი რამდენჯერმე სჭირდება ტოტებზე თავის წაწყვეტა კარგად დასაბუჩქად. ჩვენი ჯგუფი ფეიზბუქში მოცემულია ლინკის სახით https://www.facebook.com/groups/yvavilebi/
 
 
10 June 0 5 594
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно