ლომისპირა

მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა შავწამალასებრთა ოჯახიდან. კულტურაში ზრდიან, როგორც ერთწლიან მცენარეს. ცნობილია მისი 800-მდე ჯიში, რომლებსაც 15 საბაღე ჯგუფად ჰყოფენ. სიმაღლის მიხედვით  გამოირჩევა - გიგანტური, მაღალი, საშუალო, დაბალი და ჯუჯა ფორმები.  მაღალი ფორმები ხასიათდება გრძელი მთავარი ღერით, რაც განსხვავდება 1 რიგის ტოტებისგან. საშუალო ფორმებს ძლიერ დატოტვა და ყვავილობის განსხვავებული ვადები აქვთ. დაბლები უხვად დატოტვილია და  პატარა ზომის ყვავილები აქვთ. მცენარეს ჰყოფენ კიდევ მოსაჭრელ, საბაღე და უნივერსალურ ჯიშებად. მოსაჭრელად გამოდგება გიგანტური და მაღალი ფორმები, გრძელი ღერით და დიდი ყვავილებით. საბაღე - დაბალი ან ჯუჯა ფორმებია უხვ - და ხანგრძლივყვავილიანი. უნივერსალურად კი საშუალო ჯიშებს მიიჩნევენ, კომპაქტური ფორმით და შედარებით დიდი ყვავილებით.

ყვავილის ფერი სხვადასხვაა - თეთრი, ყვითელი, ვარდისფერი, წითელი, მუქი წითელი, 2 ან 3 ფერიანი და გარდამავალფერებიანი. ყვავილები შეკრულია მტევნისებრ ყვავილედებად, ყვავილედები იშლება ქვემოდან ზემოთ ღერზე ყოველ 6 დღეში. ერთი ყვავილი სძლებს 12 დღე, სულ კი ყვავილობა 3-3,5 თვე გრძელდება. მოჭრილიც დიდხანს სძლებს წყალში.

მოვლა - მცენარე სინათლისმოყვარული, სიცივეგამძლეა, იტანს - 5  გრ საც, მაგრამ გრილი ამინდების მერე  ვეგეტაციის პერიოდში უჭირს თესლის მომწიფება მიწის მიმართ არაპრეტენზიულია, მაგრამ უკეთ ხარობს  მსუბუქ კარგად დრენირებულ ნოყიერ ნიადაგზე.

სასუქი - შემოდგომაზე მიწაში შეაქვთ ტორფკომპოსტი 1-2 სათლი კვ მ ზე და სუპერფოსფატი 60-80გრ. მცენარე დადებითად რეაგირებს ვეგეტაციის დროს შეტანილ სასუქზე. პირველად  კვება სჭირდება კოკრობისას, მეორედ ყვავილობისას აძლევენ აზოტ-ფოსფორ-კალიუმიან სასუქს 1:2:2 ან ნაკელის ნაყენს 1;10 პროპორციით.კვება დასჭირდება ჩითილებსაც - 25 გრ აზოტი, 10გრ ფოსფორი, 10გრ კალიუმი - 10ლ კვ მ ზე.

დარგვა -დათესვა- ლომისპირას ზრდიან როგორც პირდაპირი თესვით ღია გრუნტში, ასევე ჩითილებად. ადრე ყვავილობისთვის მას ჯერ სახლში თესავენ კონტეინერებში მარტის პირველ ნახევარში. წინასწარ ალბობენ “მარგანცოვკის” მუქ ჟოლოსფერ ხსნარში. თესლის ამოსვლისთვის საჭიროა 15-18გრ. 8-10 დღის მერე ამოსვლიდან ხდება პიკირება, ერთ თვეში განმეორებით  9სმ დიამეტრის ქოთნებში, ღია გრუნტში კი მაისში გადააქვთ. დარგვის წინ მიწა კარგად უნდა მოირწყას.

გრუნტში დასათესად არჩევენ დიდი ზომის თესლს და 20-30 ცალს ერთ ორმოში დებენ 20-40სმ დაშორებით ერთმანეთისგან. 2 კვირაში  ნათესი ამოვა, ზრდისას ხდება გამოხშირვა და ერთ ორმოში რჩება 3-5 მცენარე.

მას სჭირდება მიწის დროული გაფხვიერება, სარეველების მოშორება, მორწყვა და დაცვა მავნებლებისგან, მშრალ ცხელ ამინდში უხვად უნდა მოირწყას. კარგად დაბუჩქვისთვის კი ტოტებს თავს აწყვეტენ, უნდა მოცილდეს მომჭკნარი ყვავილებიც, რომ ყვავილობა გახანგრძლივდეს.

გამრავლება -  შეიძლება ვეგეტატიური გზითაც - ტოტებით, რისთვისაც იყენებენ შენობაში გამოზამთრებული დედა მცენარის ტოტებს. გაზაფხულზე აჭრიან და დებენ დასაფესვიანებლად ქვიშაში მოჩრდილულ ადგილზე.

დაავადებები -მას ხშირად აზიანებს სოკოვანი დაავადებები - ფუზარიოზი, ჟანგა, სეპტორიოზი. ებრძვიან იმავე საშუალებებით, როგორც სხვა კულტურებისთვის. მას ემტერება ნემატოდა, რომელიც ფესვებზე ნაზარდს ქმნის, მერე კი მცენარე სუსტდება და აღარ ყვავილობს. მუხლუხოები ჭამენ ფოთლებს, კოკრებს, ყვავილებს. პეპლები დებენ კვერცხებს სარეველებე, გამოჩეკილი მუხლუხოები კი გადადიან კულტურულ მცენარეებზეც, მათ ღერებში აკეთებენ ხვრელებს და მცენარე ზიანდება. საბრძოლველად მიმართავენ სხვადასხვა მეთოდს - თოხნიან სარეველებს, ანადგურებენ მათ, დაზიანებულ მცენარეებს აშორებენ გაფუჭებულ ფოთლებს, ყვავილებს და ამუშავებენ მცენარეებს იმავე პრეპარატებით, რაც სხვა კულტურებს სჭირდებათ. შემოგვიერთდით ფეიზბუქ ჯგუფში https://www.facebook.com/groups/yvavilebi/ 
 

07 June 0 1 690
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно