გოდეცია

ერთწლიანი ბალახოვნი მცენარეა. ცნობილია მისი 20 სახეობა, უმეტესად იზრდება ამერიკის კონტინენტზე. მის სამშობლოდ ითვლება ს კალიფორნია. სახელი ეწოდა ცნობილი შვეიცარიელი ბოტანიკოსის გოდეს პატივსაცემად, რომელმაც პირველად აღწერა და მცენარის კლასიფიცირება მოახდინა. მე 19 ს ის 60 იანი წლებიდან ევროპის ბაღებში წამყვანი ადგილი უჭირავს. მთავარი ღირსება მისი უპრეტენზიოობა და ლამაზი ყვავილებია, რომელიც აზალიას ჰგავს.

მცენარეს სწორმდგომი დატოტვილი ღერო აქვს 20-60 სმ სიმაღლის, ბუჩქი კი პირამიდული ან გადაშლილი ვარჯით ჯიშის მიხედვით. ყვავილი ზანზალაკის ან თასისებრი ფორმისაა. დიდი - 3-10სმ დიამეტრის, მარტივი, შედგება 4 გვირგვინის ფურცლისგან, ან ხუჭუჭა - შეკრული მტევნად. ფერი სხვა და სხვაა - თეთრი, წითელი, ატმისფერი,ვარდისფერი, მეწამული, კომბინირებული. საყვავილე ღერო მოკლეა. ნაყოფი ოთხკუთხა კოლოფია, რომელშიც წვრილი თესლი მწიფდება. თესლი ამოსვლის უნარს 3-4 წელი ინარჩუნებს.

მცენარე  ყვავილობს ივლისიდან ყინვებამდე და კარგად უძლებს ტემპერატურის ცვლილებას.

დათესვა - მას ზრდიან მხოლოდ თესლიდან, პროცესი საკმაოდ მარტივია. ითესება პირდაპირ ღია გრუნტში აპრილის შუა რიცხვებიდან, შედარებით თბილ რეგიონებში კი ზამთრის ბოლოს. დათესვამდე 30 წთ დებენ “მარგანცოვკაში”. ითესება სუსტადმჟავე ან ნეიტრალურ ნიადაგში კარგად განათებულ ადგილზე. დათესვამდე მიწას გადაბარავენ და რწყავენ, შეაქვთ მინერალური სასუქიც, ნაცარი და ნეშომპალა, მერე კი თესავენ 0,5 სმ სიღრმეზე 25სმ დაშორებით ერთმანეთისგან. ზემოდან აფარებენ პოლიეთილენის პარკს. ამოსულ ნათესს ზოგჯერ ხშირავენ კიდეც. ჩითილების გაზრდას ასე დათესვა სჯობს ღია გრუნტში, რადგან პიკირებისას მცენარე ხშირად ზიანდება და ფუჭდება.

ჩითილებად - ასე თესავენ მარტში კონტეინერებში ფხვიერ ნიადაგში კარგი დრენაჟით. წვრილ თესლს ურევენ სილას  და მოაყრიან ზედაპირზე, ზემოდან კი აფარებენ მიწის  თხელ ფენას. კონტეინერს ასათბურებენ . ყოველდღიურად ცოტა ხნით პოლიეთილენს ხდიან და ანიავებენ, საჭიროებისას ნამავენ მიწას. ნათესი ამოდის 10 დღეში. მერე დაფარება საჭირო აღარაა. 2 ნამდვილი ფოთლის ამოსვლის მერე ხდება პიკირება ფრთხილად. მცენარეს იღებენ, შემოუფერთხავენ გრუნტს, უმოკლებენ გრძელ ფესვებს და ცალკე ქოთნებში რგავენ 3-3  ერთად.

დარგვა - მაისის ბოლოს რგავენ 5-7 სმ იან ჩითილებს ღია გრუნტში მიწიანად, ღრუბლიან ამინდში,ან ადრე დილით მზის ამოსვლამდე, ან საღამოს. მათ შორის მანძილი 20-25 სმ უნდა იყოს. რაც უფრო  მაღალია ჯიში, მით მეტი უნდა იყოს დაშორება.

დარგვა ზამთარში  - თუ გარემო თბილია ზამთარში, ასეთ ადგილზე გვიანაც შეიძლება მცენარის დარგვა- დათესვა. გვიან დათესილი მცენარე უკეთ ადაპტირდება გარემოსთან და კარგად უძლებს მავნებლებს და დაავადებებს.

მორწყვა -ამოსულ მცენარეს სწრაფი ზრდისთვის ხშირად სჭირდება მიწის გაფხვიერება, სარეველების მოშორება. რწყავენ რეგულარულად და ზომიერად. 60 სმ და მეტი სიმაღლის მცენარეს მიბმა დასჭირდება საყრდენზე, რომ ყვავილების სიმძიმემ არ გადატეხოს.

კვება - სასუქი სჭირდება კომპლექსური მინერალური აზოტის დაბალი შემცველობით თვეში ერთხელ. კარგია ნიტროფოსკა - 1 ს კ 12ლ წყალზე. ყვავილობის მერე - ყვავილობის დასრულების მერე მწიფდება ნაყოფი მომდევნო ერთ თვეში. მას მერე, რაც კოლოფი დამწიფდება, მას ჭრიან და აშრობენ მერე კი თესლს გადმოყრიან, და ან ინახავენ გაზაფხულამდე, ან მაშინვე თესავენ. ამოსვლის უნარიანი 4 წელია.

სახეობები - ფართოყვავილინი გოდეცია - კომპაქტური ერთწლიანი მცენარე. კულტურაშია 1867 წ დან. იზრდება 40 სმ მდე, სწორდგომი ან მწოლიარე ღერები აქვს,ვეგეტაციის ბოლოს ტოტები ხევდება. ფოთოლი ლანცეტისებრია, ყვავილი დიდია 10 სმ იანი, შეერთებული მტევნისებრ ყვავილედად, ფერი სხვადასხვაა - ვარდისფერი, წითელი,თეთრი, იასამნისფერი, ალისფერი, ჟოლოსფერი, ყვავილობს ივლის-ოქტომბერში. შექმნილია ბევრი ჰიბრიდიც, იყენებენ ბორდიურებისთვის.

-მშვენიერი გოდეცია - 60სმ სიმაღლის სწორმდგომღერებიანი მცენარე. ყვავილები 5 სმ ია დიამეტრში, თასის ფორმა აქვთ და წითელ-ვარდისფერი, იასამნისფერ-ჟოლოსფერი ან წითლის სხვადასხვა ტონალობისა არიან. ყვავილობს ივლის სექტემბერში.

-ხუჭუჭა - ბუნებაში ასეთი არ არსებობს, მაგრამ ჰიბრიდულ ფორმებში ხშირად გვხვდება ნახევრადხუჭუჭა, ხუჭუჭა და ძლიერ ხუჭუჭა ყვავილები.ჩვენი ჯგუფი ფეიზბუქში მოცემულია ლინკის სახით. https://www.facebook.com/groups/yvavilebi/თარგმანი:თ.სუპატაშვილის
 

05 June 0 901
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно